Socialsharks

Socialsharks Digital Reformer Agency

Entrepreneur Georgia-ს სტატიაში Socialsharks-ის გენერალური მენეჯერი ეთო მერებაშვილი გვიზიარებს, თუ რატომ არის "ლაიქებზე"...
14/05/2025

Entrepreneur Georgia-ს სტატიაში Socialsharks-ის გენერალური მენეჯერი ეთო მერებაშვილი გვიზიარებს, თუ რატომ არის "ლაიქებზე" დამოკიდებულება ერთგვარი ხაფანგი ბიზნესისთვის და რა 5 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარამეტრს უნდა მივაქციოთ ყურადღება რეპორტის ანალიტიკის დროს.

რატომ დამთავრდა ლაიქების ერა?

🦈🦁 Socialsharks-ის გენერალური მენეჯერი ეთო მერებაშვილი და პარტნიორი ლუკა ღუღუნიშვილი Cannes Lions ახალგაზრდული კონკურსის...
27/03/2025

🦈🦁 Socialsharks-ის გენერალური მენეჯერი ეთო მერებაშვილი და პარტნიორი ლუკა ღუღუნიშვილი Cannes Lions ახალგაზრდული კონკურსის ციფრული კატეგორიის ჟიურის წევრები არიან. Socialsharks-ს 10+ წელია Meta-ს ბიზნეს პარტნიორია და ციფრულ მარკეტინგში გამორჩეული ექსპერტიზა გააჩნია.

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას!

14/02/2025

Happy Valentine's day! 💚
Socialsharks X Jacobs Georgia 🦈

 #იფიცებასაქართველო🇬🇪🇪🇺 ✊
15/01/2025

#იფიცებასაქართველო🇬🇪🇪🇺

ხვალ, 14:30 ✊
12/12/2024

ხვალ, 14:30 ✊

საუკუნეების განმავლობაში საქართველო არაერთხელ დამდგარა არჩევანის წინაშე და ჩვენ ყოველთვის ვირჩევდით თავისუფლებას!Socials...
12/12/2024

საუკუნეების განმავლობაში საქართველო არაერთხელ დამდგარა არჩევანის წინაშე და ჩვენ ყოველთვის ვირჩევდით თავისუფლებას!

Socialsharks მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული და რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სამართლიანობას და უკეთეს მომავალს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის.

ვგმობთ:
- უკანონო დაკავებებს და დევნას.
- ძალადობას, ჩაგვრას და დაშინებას.
- შეურაცხყოფას და ცინიზმს.
- საქართველოს ევროპული მომავლისთვის მავნე ნებისმიერ ქმედებას.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!
🇬🇪🇪🇺

🦈

🇬🇪🇪🇺✊
03/12/2024

🇬🇪🇪🇺✊

შემოქმედებითი ინდუსტრია ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისუფლების, თანასწორობის და დამოუკიდებლობის ღირებულებებისთვის მებრძოლი სივრცე. ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რასაც დღეს მმართველი პარტია ჩვენს ქვეყანაში ატარებს, ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რისთვისაც წლებია ვიბრძვით, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია და რაც დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ჩვენი მისწრაფება ვიყოთ ევროპის ნაწილი. საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები ვემიჯნებით საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას და დაკავებას. მოვითხოვთ დაკავაბულების დაუყონებლივ გათავისუფლებას, მათ შორის ჩვენი კოლეგისა და მეგობრის - გიორგი ოკმელაშვილის. დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელიც ევროპაში და ევროატლანტიკურ გაერთიანებაშია!

“პირველ რიგში, გულწრფელი მადლობა და უდიდესი სიამაყე მინდა გამოვხატო ჩვენი თანამშრომლების, კოლეგებისა და მეგობარი ფრილანსერებისადმი, ვინც დღეს რუსთაველზე დგას და ჩვენი ქვეყნის მომავალს იცავს დასახიჩრების და დაკავების რისკის ფასად. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია არსებული რეჟიმის ქმედებები. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სადამსჯელო ნადირობა მშვიდობიან ხალხზე და დაისაჯონ დამნაშავეები. ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!” - Leavingstone

“გვჯერა, რომ ახლა დროა, ყველამ გაიაზროს საკითხის სერიოზულობა და გონებრივი შესაძლებლობები მიმართოს ქვეყნის საჭიროებებისკენ. ესაა ახლა ჩვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ბრიფი, რომელიც ყველამ ერთად უნდა ამოვხსნათ. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში და ჩვენც აუცილებლად გვექნება საშუალება, ჩვენი ადამიანური თუ პროფესიული უნარები ახალ ახალ საფეხურებზე ავიყვანოთ. ამდენი იმისთვის არ გვიშრომია, რომ გაუგონარი რეალობის წინაშე დავდგეთ, მოვხვდეთ საერთაშორისო იზოლაციაში სრულიად დაუცველები და ვემსახუროთ რუსულ საქმეს. ჩვენი თითოეული სიტყვა მოდის გულიდან, ეხმიანება და იმეორებს ჩვენს სააგენტოში დასაქმებული ადამიანების პოზიციასა და ნებას. შეწყდეს უსასტიკესი და უკანონო ძალადობა აქციების მონაწილეთა მიმართ. თავისუფლება აქციებზე უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს. თავისუფლება საქართველოს.” – Redberry

“ჩვენი დაარსების დღიდან, ჩვენი ყოველი ნაბიჯი და თითოეულ პროექტში ჩადებული შრომა და ძალისხმევა, ინდუსტრიისა და ქვეყნის ევროპასთან, ევროპულ ფასეულობებთან დასაახლოებლად იყო მიმართული. დღეს ამ ენერგიის გამოყენება არა საქმეში, არამედ ქუჩაში, ჯანმრთელობისა და დაჭერის რისკის ფასად გვიწევს. შეუძლებელია, მშვიდად ვუყუროთ იმას, თუ როგორ დგამს ქვეყანა ამხელა ნაბიჯს უკან. ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული, ოკუპანტზე დამოკიდებული ეკონომიკა, შემოქმედებით ინდუსტრიას არჩევანის წინაშე აყენებს - მოემსახუროს სრულად რუსულ ან რუსული ინტერესების მატარებელ ადგილობრივ ბიზნესებს ან საერთოდ შეწყვიტოს არსებობა - ამ არჩევანის წინაშე დადგომას, ცხადია, არ ვაპირებთ. მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაკავებული ადამიანები, ჩვენი მეგობრები და კოლეგები და ჩაინიშნოს არჩევნები, რომელიც დაცული იქნება ყველა შესაძლო ფორმით.” - Windfor's Tbilisi

განცხადებას უერთდებიან ასოციაციის წევრები:
1. ABK
2. Betterfly
3. Brand Me
4. Brand Rabbit
5. Clipart
6. Creative Culture
7. FCB Artgroup Tbilisi
8. GEPRA
9. Hans & Gruber
10. Kraken
11. Leavingstone
12. Looper Agency
13. Matter.
14. Maverik
15. Meta agency
16. Mozaika
17. Ogilvy Georgia
18. Palindroma
19. Playmakers
20. PBD. Agency
21. Quick
22. Redberry
23. Saatchi & Saatchi Tbilisi
24. Simple Steps
25. Socialsharks
26. Starcom Georgia
27. VAVAVA
28. Watergunz
29. Windfor’s

ABK BetterFly Media Brand Me Brand Rabbit • ბრენდ რებით კლიპარტი • ClipArt Creative Culture FCB Artgroup Tbilisi ჯეპრა • Gepra Hans & Gruber Kraken • კრაკენ Leavingstone matter Maverik Mozaika • მოზაიკა Ogilvy Georgia Palindroma Playmakers PBD. Agency Quick • ქუიქი Redberry • რედბერი Saatchi & Saatchi Tbilisi Simple Steps Socialsharks Starcom Georgia watergunz Windfor's Tbilisi Looper Agency Vavava • ვავავა meta agency

🦈 ჩვენს გუნდში ვეძებთ Graphic Designer-ს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და აქვს გამბედაობა, შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს. მო...
23/05/2024

🦈 ჩვენს გუნდში ვეძებთ Graphic Designer-ს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და აქვს გამბედაობა, შეეჭიდოს ახალ გამოწვევებს.
მომავალ შარკს, ამ პოზიციისთვის, უნდა ჰქონდეს ინტუიცია და ცოდნა გრაფიკული დიზაინის, სტილისა და კომპოზიციის შესახებ.
მნიშვნელოვანია მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

🔔 მოვალეობები:
👉 ილუსტრაციები, კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება.
👉 კრეატიული პრინტები, მოუშენ კადრები
👉 დიზაინ ტრენდების გაცნობა
👉 კრეატიული გადაწყვეტების მოძებნა

✅ მოთხოვნები და უნარები:
👉 მსგავს პროექტებზე სამუშაო გამოცდილება
👉 პროგრამების ცოდნა, როგორიცაა Adobe Photoshop, Adobe Illustrator.
👉 პორტფოლიო
👉 სხვადასხვა ფერების, შრიფტებისა და განლაგების კომბინირების შესაძლებლობა
👉 ვიზუალურ დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
👉 ხელით მინიმალური სკეჩების კეთების უნარი ჩაითვლება უპირატესობად.
👉 პასუხისმგებლობის გრძნობა.
👉 სიახლეებისა და გამოწვევების სიყვარული.
👉 გუნდურად მუშაობის უნარი.
👉 გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ამ მისამართზე: [email protected]

❌ჩვენ, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბოიკოტს ვუცხადებთ ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპან...
02/05/2024

❌ჩვენ, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბოიკოტს ვუცხადებთ ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.❌

არქი
CELFIE
Wissol
Wendy’s
Dunkin’
Smart
Subway
ჯორჯიან მანგანეზი
მილდიანი
აიჯი დეველოპმენტი
VR ჰოლდინგი
KTW
თეთრი კვადრატი
ანაგი

ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან. ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს!!!

განცხადებას უერთდებიან:
- ADHD
- Betterfly
- Enkeny Films
- JWT Metro
- Leavingstone
- Maverik
- Playmakers
- Redberry
- Socialsharks
- Q&A
- Quick
- Watergunz
- Windfor’s

ჩვენი არჩევანია - ევროპა!“ 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺  #არარუსულკანონს Our choice is clear - it’s Europe! 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺
18/04/2024

ჩვენი არჩევანია - ევროპა!“ 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺 #არარუსულკანონს

Our choice is clear - it’s Europe! 🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺

18/04/2024

არა რუსულ კანონს❗️🇬🇪🇪🇺

◼️Sanamente is a modern mental health rehabilitation institution offering comprehensive inpatient services for adults an...
14/02/2024

◼️Sanamente is a modern mental health rehabilitation institution offering comprehensive inpatient services for adults and minors alike. Its approach emphasizes the establishment of a secure and trusting environment, leveraging the latest knowledge and modern French rehabilitation methods to aid individuals in reclaiming their inner peace and mental well-being.
See the project in full on Behance 👉 https://www.behance.net/gallery/185273137/Sanamente-Brand-Visual-Identity

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995577686263

Website

http://socialsharks.cz/

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Socialsharks posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Socialsharks:

Share