
06/09/2025
🚨🇬🇪 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆 | გორის "დილას" მარცხენა მცველი ზურაბ რუხაძე ამიერიდან "კოლოს კოვალივკას" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სპორტული მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, 22 წლის ქართველ ფეხბურთელსა და უკრაინულ კლუბს შორის ხელშეკრულება 3 წლით გაფორმდა.
ამასთან, კოლოსს ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა რუხაძე უკრაინის პრემიერლიგის განაცხადში უკვე დარეგისტრირებულია, როგორც ამ კლუბის მოთამაშე (N2).
აღსანიშნავია, რომ კოვალივკას გუნდში, რომელსაც უკრაინელი სპეციალისტი რუსლან კოსტიშინი წვრთნის, რუხაძე მეორე ქართველი ლეგიონერი იქნება, რომელიც ასევე გორის დილადან გადავიდა. კოლოსში მეორე სეზონს ატარებს და მისი ერთ-ერთი ლიდერია ნიკა გაგნიძე, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.