Maryummy's Foodstory

Maryummy's Foodstory Tasty.sweet.always homemade.4 kids.one kitchen.1000+ideas.�

20/08/2026

უგემრიელესი „სბრიჩოლატა“ რიკოტათი და ატმით.

ინგრედიენტები
ცომისთვის:

* კვერცხი — 1 ც.
* კარაქი (ოთახის ტემპერატურის) — 100 გ
* შაქარი — 70 გ
* მარილი — ⅓ ჩაის კოვზი
* ვანილის შაქარი — 1 ჩაის კოვზი
* ხორბლის ფქვილი — 300 გ
* გამაფხვიერებელი — 1 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის:

* რიკოტა — 300 გ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხაჭოთი)
* არაჟანი 15–20% — 100 გ
* კვერცხი — 2 ც.
* შაქარი — 100 გ
* ლიმონის ცედრა — ½ ჩაის კოვზი (სურვილისამებრ)
* კარტოფილის სახამებელი 1 სუფრის კოვზი
* მწიფე ატამი — 3–4 ც.
#მარტივირეცეპტი #სბრიჩოლატა

19/08/2026

🍮 რბილი კარამელი

მე დარიჩინის ფუნთუშებისთვის მოვამზადე თუმცა ნაყინსაც ძალიან უხდება.🍨

რბილი კარამელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი და ღია ფერის საშუალო ზომის ქვაბი ან ტაფა. დიდი და გადაშლილი ჭურჭელი არ გამოგადგებათ.

აუცილებელია სამზარეულოს თერმომეტრი, რათა კარამელის ტექსტურა ზუსტად აკონტროლოთ.

ინგრედიენტები:

* შაქარი 200 გ
* ინვერტული სიროფი 45 გ (რეცეპტი მიდევს)
* წყალი 50 მლ
* ნაღები 260 მლ (33%)
* კარაქი 45 გ
* მარილი სურვილისამებრ

🌡️ ტემპერატურა და საბოლოო ტექსტურა

ადუღებამდე მიიყვანეთ კარაქის და ნაღების მასა და გადაიტანეთ ქვაბში.

კარამელის სისქე საბოლოო ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

* 101–103°C შედარებით თხელი, სოუსისებრი კარამელი
* 104–105°C რბილი, კრემისებრი კარამელის პასტა
* 106–107°C საკმაოდ სქელი, მაგრამ კოვზით ადვილად ამოსაღები კარამელის პასტა

106–107°C-მდე მომზადებული კარამელი განსაკუთრებით გამოგადგებათ კრემებში.

მომზადების შემდეგ კარამელი მაშინვე გადაიტანეთ შესანახ ჭურჭელში.

✨ მთავარი საიდუმლო ტემპერატურის სწორად კონტროლშია. თუ თერმომეტრს გამოიყენებთ და საჭირო გრადუსს ზუსტად დაიცავთ, სასურველი ტექსტურის კარამელის მიღება მარტივი იქნება.

#კარამელი

  🤎  💛
18/08/2026

🤎
💛

17/08/2026

ინვერტული სიროფი 🍸

ეს რეცეპტი ინტერნეტში შემხვდა და უბრალოდ გაოცებული დავრჩი, როგორ საინტერესოდ გადმოსცემს ვიდეოს ავტორი თითოეულ რეცეპტს. ნამდვილად ერთ რამედ ღირს მისი მოსმენა. ❤️ დიდი მადლობა & Pies , რომ გვიზიარებთ თქვენს ცოდნას და თითოეულ რეცეპტს ასე საინტერესოდ და დეტალურად გვაცნობთ.

რაც შეეხება სიროფს, ინვერტული სიროფი საკმაოდ საინტერესო ინგრედიენტია, საკონდიტრო ნაწარმში. 😊

ეს არის შაქრის სიროფი, რომელშიც საქაროზა ნაწილობრივ იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად. შედეგად, ჩვეულებრივ შაქართან შედარებით ბევრად კარგი მოსახმარია.

სიროფი მაცივარში ინახება მინიმუმ 3 თვე.

#ინვერტულისიროფი #ფორიუ

14/08/2026

უფაფუკესი🤎
#დარიჩინისფუნთუშები

11/08/2026

როგორც იქნა ვიპოვე ისეთი კარამელის რეცეპტი როგორსაც ვეძებდი. ასეთი არც მომიმზადებია და არც სხვაგან გამისინჯავს.🤎

07/08/2026

კლასიკური, მოხალული ნუშით თუ თხილით? რომელია თქვენი ფავორიტი?🤎
#დარიჩინისფუნთუშები

05/08/2026

დარიჩინის ფუნთუშები🤎
შესაკვეთად მომწერეთ პირად შეტყობინებაში💌

კარგი დარიჩინის ფუნთუშა მეორე დღესაც ისეთივე ნაზი და ჰაეროვანი უნდა იყვეს როგორც ახალგამომცხვარი. 🤎პ.ს მეორე დღემდე თუ გ...
04/08/2026

კარგი დარიჩინის ფუნთუშა მეორე დღესაც ისეთივე ნაზი და ჰაეროვანი უნდა იყვეს როგორც ახალგამომცხვარი. 🤎

პ.ს მეორე დღემდე თუ გადარჩა…🫣☺️😂

04/08/2026

აჭარული ხაჭაპური არ არის უბრალოდ კერძი, ისევე როგორც განდაგანა არ არის უბრალოდ ცეკვა. ორივე კი ზუსტად გადმოსცემს ამ საოცარი კუთხის ხასიათს❤️

#აჭარულიხაჭაპური

Address

Gori
1400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Maryummy's Foodstory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share