ხაშურის სპორტი • Khashuri Sport

ხაშურის სპორტი • Khashuri Sport ხაშურის სპორტული სიახლეები

მუდმივი პრობლემა, რომელიც ხაშურის ივერიას წლები აწუხებდა — მოედანზე ექიმის არყოფნა, საბოლოოდ მოგვარდა.მრავალი შემთხვევის...
17/09/2025

მუდმივი პრობლემა, რომელიც ხაშურის ივერიას წლები აწუხებდა — მოედანზე ექიმის არყოფნა, საბოლოოდ მოგვარდა.

მრავალი შემთხვევის დროს, როდესაც ფეხბურთელი თამაშისას დაშავდებოდა, დახმარების აღმოჩენა შეუძლებელი იყო.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ვალერი გელაშვილმა მოაგვარა — სწორედ მან დაუნიშნა გუნდს ექიმი და ჩემპიონატის მეორე წრიდან ივერიას უკვე საკუთარი სამედიცინო პერსონალი ჰყავს.

მეოთხე ლიგის მე-20 ტურში ხაშურის ივერიამ საკუთარ კედლებში წალენჯიხის სქური 2-1 დაამარცხა.მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო. ანგ...
17/09/2025

მეოთხე ლიგის მე-20 ტურში ხაშურის ივერიამ საკუთარ კედლებში წალენჯიხის სქური 2-1 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო. ანგარიში სქურმა 63-ე წუთზე გახსნა. 73-ე წუთზე ოთარ ხაჩიძემ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, გამარჯვების გოლი კი გიორგი ნოზაძემ 90-ე წუთზე შეაგდო.

ივერიას ამ დროისთვის 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

11/09/2025

🏉🇬🇪 სურამის "მგლების" 16-წლამდელთა რაგბის გუნდმა წარმატებით იასპარეზა საფრანგეთში გამართულ ტურნეზე. ქართველმა მორაგბეებმა ადგილობრივი CS Vienne Rugby ანგარიშით 20:5 დაამარცხეს და ტურნირზე კარგი დასაწყისი ჰქონდათ. ✊

"Vienne Rugby" საფრანგეთის Nationale 2-ში, ანუ ქვეყნის მე-4 დივიზიონში ასპარეზობს.

სურამელების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:

ჯაბა ქურდაძე, გიორგი კიპაროიძე, ნიკოლოზ კიკნაძე, საბა ხაჩიძე, გიორგი ხაჩიძე, გიორგი ლომსაძე, ნიკოლოზ ლომიძე, ლუკა გოგალაძე, გიორგი ქურდაძე, გოგი კორკოტაძე, ლუკა ბლიაძე, ნიკოლოზ ვანიშვილი, ერეკლე კორკოტაძე, გიორგი ჩადუნელი, ვანიკო ლომიძე.

🔄 მარქაფაში იყვნენ: ვაკო გუნცაძე, მალხაზ დურგლიშვილი, გიორგი ჩადუნელი, საბა კურტანიძე, ლუკა ჩადუნელი, ანდრია კურტანიძე, სანდრო ჩადუნელი, ლუკა ქიმერიძე, ვასიკო მურჯიკნელი და ლევან გელაშვილი.

სურამის "მგლები" ფრანგულ ტურნეზე ბრძოლას განაგრძობენ და ადგილობრივებთან ერთად თავიანთ შესაძლებლობებს საერთაშორისო დონეზეც ამტკიცებენ.

MMA-ს ხაშურელი მებრძოლი და საბრძოლო კლუბ დიდგორი 1121-ის მთავარი მწვრთნელი დავით კინწურაშვილი 77 კილოგრამ წონით კატეგორი...
09/09/2025

MMA-ს ხაშურელი მებრძოლი და საბრძოლო კლუბ დიდგორი 1121-ის მთავარი მწვრთნელი დავით კინწურაშვილი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მორიგ შეხვედრას ჩაატარებს.

ქართველი მებრძოლი 20 სექტემბერს ესტონეთში, ქალაქ ტალინში, ორგანიზაცია Evecon RAJU-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე იასპარეზებს. მისი მეტოქე 35 წლის რაიგო ქუცარი იქნება.

კინწურაშვილი ქართულ MMA-ში ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ მიიჩნევა.

ხაშურელი სპორტსმენი მორიგ ბრძოლას ჩაატარებს.
09/09/2025

ხაშურელი სპორტსმენი მორიგ ბრძოლას ჩაატარებს.

პროფესიონალი MMA მებრძოლი და საბრძოლო კლუბ დიდგორი 1121-ის მთავარი მწვრთნელი დავით კინწურაშვილი 77 კილოგრამ წონით კა.....

მეოთხე ლიგის მე-17 ტურში ხაშურის ივერია სტუმრად ლანჩხუთის გურიასთან დამარცხდა - 1:2.თამაში ძალაინ დაძაბული გამოდგა. გური...
28/08/2025

მეოთხე ლიგის მე-17 ტურში ხაშურის ივერია სტუმრად ლანჩხუთის გურიასთან დამარცხდა - 1:2.

თამაში ძალაინ დაძაბული გამოდგა. გურიამ 43-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 77-ე წუთზე ზაო კაპანაძემ გაათანაბრა, 95-ე წუთზე კი ვაჟა შანიძემ გაიტანა და ლანჩხუთელებს დრამტულ შეხვედრაში მოაგებინა.

ივერია ამ დროისთვის მეხუთე ადგიზლეა და 32 ქულა აქვს. გურია კი 37 ქულით იბერია 2010-თან პირველ ადგილს იყოფს.

ივერია მესამე ადგილზე მყოფ წალენჯიხის სქურთან 4 ქულით არის დაშორებული.

შეგახსენებთ, რომ მესამე ლიგაში სამი გუნდი პირდაპირ გადადის.

ხაშურის ივერიას ლეგენდა, გრიშა ჯომართიძე
26/08/2025

ხაშურის ივერიას ლეგენდა, გრიშა ჯომართიძე

24/08/2025

Korner • კორნერი -ს გახსნაზე აუარებელი რაოდენობის ხალხი იყო

24/08/2025

Korner • კორნერი უკვე ხაშურში გაიხსნა!

23/08/2025

✅ გახსნა : 24 აგვისტო , 14:00 საათი , ხაშური (რუსთაველის 56) ყველას გეპატიჟებით კორნერის მესამე ფილიალის გახსნაზე ❤️✋

georgianscout დავით ტაბატაძეზე წერს:"დაბადების თარიღი - 2008 წლის 10 მაისიამჟამინდელი კლუბი - ხაშურის საფეხბურთო კლუბი ი...
23/08/2025

georgianscout დავით ტაბატაძეზე წერს:

"დაბადების თარიღი - 2008 წლის 10 მაისი
ამჟამინდელი კლუბი - ხაშურის საფეხბურთო კლუბი ივერია.

დათო ტაბატაძე პერსპექტიული 17 წლის ცენტრალური მცველია, რომელსაც ქართული ფეხბურთის მყარი საფუძველი აქვს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, დათოს უკვე აქვს ღირებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს ზოგიერთ წამყვან საფეხბურთო აკადემიაში განვითარდა. მისი სიმწიფე მოედანზე და მის გარეთ, ძლიერ ტექნიკურ და ტაქტიკურ თვისებებთან ერთად, მომავლისთვის იმედისმომცემ მოთამაშედ აქცევს.

დათოს კარგად ესმის თამაში თავდაცვითი პერსპექტივიდან. თამაშის წაკითხვის უნარი საშუალებას აძლევს მას კარგად განლაგდეს კრიტიკულ მომენტებში, რაც ამცირებს სარისკო ბლოკირების ან ბოლო კაცის თავდაცვით საჭიროებას.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა სიმშვიდე მაღალი წნევის სიტუაციებში. ის რჩება კონცენტრირებული და თავშეკავებული, ავლენს გონებრივ სიმწიფეს თავისი ასაკის მიღმა. დათო არ არის მიდრეკილი გადაჭარბებული რეაქციებისკენ, რაც ხელს უწყობს სტაბილური დაცვის ხაზის ჩამოყალიბებას.

მისი საფეხბურთო IQ კარგად არის განვითარებული. დათო სწრაფად აზროვნებს, ბურთთან დაკავშირებით ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს და ხშირად უკნიდან იწყებს თამაშებს. მას ბუნებრივი მიდრეკილება აქვს, დაათვალიეროს მოედანი და წვლილი შეიტანოს თამაშის განვითარებაში, შესაძლებლობის მიღებისას კი თავდასხმებში ჩართვაშიც კი კომფორტს ავლენს.

კლუბის ახალგაზრდულ გუნდში მისი თამაში მუდმივად შთამბეჭდავია. ზეწოლის ქვეშ თუ ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თამაშისას, ის საიმედო თამაშებს აჩვენებს, ლიდერის თვისებებსა და თამაშის გაგებას ავლენს.

ტაბატაძე შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც თანამედროვე ცენტრალური მცველი - ბურთით კომფორტულად, ბურთის ფლობისას მშვიდი და თავდაცვით და შეტევითი გეგმების შემუშავებაში წვლილის შეტანის სურვილით. მისი კონცენტრაციის შენარჩუნებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი კარგად ერგება გუნდებს, რომლებიც ხაზს უსვამენ სტრუქტურირებულ თავდაცვით სისტემებსა და ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ ფეხბურთს."

22/08/2025

მალე... Korner • კორნერი-ს ახალი ფილიალი ხაშურში..

Address

კოსტავას #1
Khashuri

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხაშურის სპორტი • Khashuri Sport posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ხაშურის სპორტი • Khashuri Sport:

Share