ამინდი weather

ამინდი weather Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ამინდი weather, TV Channel, Kutaisi.

08/09/2025

9-14 სექტემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

05/09/2025

7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 8 სექტემბრის დილამდე, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა.
შავი ზღვის სანაპირო ზოლში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

03/09/2025

3 სექტემბრის გვიან საღამოსა და 4 სექტემბრის ღამის საათებში, სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან ზონაში შესაძლებელია აღნიშნოს ძლიერი წვიმა და ელჭექი, ძლიერ ქართან ერთად.

31/08/2025

შემოდგომის პირველი დღე მზიანი და ცხელი იქნება.
2 სექტემბერს, მთელს ქვეყანაში მოიღრუბლება და გვიან საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიკლებს.
3 სექტემბერს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, შედარებით აგრილდება ყველგან.
4 სექტემბრიდან, გამოიდარებს.

21/08/2025

შავი ზღვიდან გრილი და ნოტიო ჰარეს მასების ხანმოკლე შემოჭრით დასავლეთის დაბლობზე და სანაპირო კურორტებზე ძლიერი წვიმა აღინიშნა, აღმოსავლეთში კი გაძლიერდა ქარი.
(22-24 აგვისტო) ანტიციკლონი თავის პოზიციას დაიბრუნებს და მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ყველგან დაცხება, დღისით ტემპერატურა +30…+35 გრადუსი იქნება, ზოგან კი +37.

20/08/2025

21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

15/08/2025

დასავლეთ საქართველოში დღეს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა, ზაფხულისთვის შესაბამისი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

12/08/2025

12 აგვისტოს ღამიდან, დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

08/08/2025

ამინდი მკვეთრად შეიცვლება ❗️განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელ-ჭექი, პერიოდულად შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან არის შესაძლებელი ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, საღამოს საათებში შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთთან შედარებით აქ ნალექის ინტენსივობა გაცილებით ნაკლები იქნება და მშრალი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურა დაიკლებს.

05/08/2025

მომდევნო დღეების განმავლობაში, სანაპირო კურორტებზე კვლავ დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ შედარებით დაბალ ნიშნულზე დარჩება.
7 აგვისტოს შემდეგ დასავლეთ საქართველოზე - გრილი ჰაერის მასები მოახდენს გავლენას და დროგამოშვებით იწვიმებს.
აღმოსავლეთ საქართველოში - უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგანაა მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი.

05/08/2025

5 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.

01/08/2025

მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან ზონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

Address

Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამინდი weather posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ამინდი weather:

Share

Category