30/04/2025
მაღაზიიდან მაღაზიაში დარბიხარ საუკეთესო ფასის საპოვნელად? დღის ბოლოს კი აღმოაჩინე, რომ ვითომ დაზოგილი ფული სინამდვილეში მანქანის საწვავს მოახმარე?
გგონია საუკეთესო ფასად იყიდე პროდუქტი და უეცრად სხვა მაღაზიის ვიტრინაში შემთხვევით თვალმოკრული ფასი თავს მოტყუებულად გაგრძნობინებს?
ნაცნობი სიტუაციებია?
არადა ყველა ფასი შენს ჯიბეშია. უბრალოდ შეგიძლია მობილური ტელეფონი აიღო და დახედო სანამ სახლიდან გახვალ.
კი, ყველაფერი ასე მარტივია.
ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ თქვენთვის.
შოპყაირათი არის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში, რომელიც საშუალებას გაძლევს ჭკვიანურად დაგეგმო შენი შოპინგი და დრო და ფული ერთად დაზოგო.
უბრალოდ დააწკაპუნე შენთვის საყვარელ პროდუქტზე და ნახე სად შეიძენ მას საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.
უფრო მეტიც, შეადგინე პრიორიტეტული სასურსათო კალათა და ჩვენ ყოველ დილით, სმს-ით გამოგიგზავნით ინფორმაციას სად შეიძენ ამ პროდუქტებს ყველაზე დაბალ ფასად.
უფრო მეტიც, აგვიტვირთე შენაძენის ჩეკი, გახდი ყველაზე ყაირათიანი მყიდველი და მიიღე 20, 50 ან 100 ლარიანი ვაუჩერები ყოველთვიურად.
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
წინ ბევრი სიახლეა!!!
შოპყაირათი - შენი საფულის მცველი!