11/06/2026
✨ ახალი, ძალიან საყვარელი პროექტი ჩვენს გვერდზე🩷🌼✨
გადავწყვიტე ჩემი პლატფორმა დავუთმო ნიჭიერ, დამწყებ ხელოვანებს, რომელთა შრომაც საზოგადოებამ უნდა გაიცნოს. ❤️
ამ ინიციატივის ფარგლებში, პირველად მინდა წარმოგვიდგინოთ საოცარი, თაბაშირისგან დამზადებული ულამაზესი სუვენირები. მათ მიღმა დგას სამი შვილის დედა, რომელიც მთელ თავის სიყვარულსა და ენერგიას აქსოვს თითოეულ დეტალში. Natia Zazashvili ❤️❤️❤️🙏
👩👧👦 თითოეული ნამუშევრის ფასი სულ რაღაც 5-დან 10 ლარამდეა, თუმცა მათში ჩადებული შრომა გაცილებით ძვირფასია.
შესაძლოა, სწორედ ამ პატარა სუვენირმა დაამშვენოს თქვენი სახლი ან გახდეს თბილი საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის. მოდით, ერთად დავუჭიროთ მხარი და მივცეთ მოტივაცია ერთმანეთს!
❤️❤️❤️
#ხელნაკეთი #მხარდაჭერა #თაბაშირისსუვენირები #ქართულიხელოვნება #გავუზიაროთსიყვარული