16/03/2026
კამათს შევესწარი ასეთს, ერთი ეუბნებოდა მეორეს: მე შენ ისე მიყვარდი, ყველა ფოტოს გიგულებდი, ყველა ფოტოზე კომენტარს გიწერდი, შენ დაუნახავოო!
მე, როგორც ჩემი პატარა ჰობის რეალიზატორმა, მარკეტინგში გაჭირვებით ჩახედულმა და ონლაინ გაყიდვებში ასე თუ ისე გარკვეულმა, რომელმაც იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ პოსტზე გამოხატულ რეაქციას, კომენტარსა თუ საუბრებს- მეგობრებთან, ახლობლებთან, ვიეჭვე, ალბათ საყვედურების ადრესატიც მსგავს საქმიანობას ეწევათქო..
არგუმენტებმა იმდენად დამაინტერესა, მოვიძიე, იყო თუ არა ჩემი ეჭვები მართალი..
ჰოი საოცრებავ!
არანაირი მარკეტინგი, არანაირი, ბიზნესი, არანაირი საქმიანობა..
ერთი მეორეს (საყვედურების ადრესატს) "ამადლიდა" მეორის პირად სოციალურ ქსელში გამოხატულ აქტივობებზე მის გამოხატულ რეაქციებს!
ხალხოოო, ხომ კარგად ხართ??? სოციალური აქტივობები რამე ახალი დაპირისპირების საგანია??
ყველას რეაქციასა თუ კომენტარს ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, პირად სოციალურ ქსელშიც და ჰობის გვერდზეც, იმიტომ რომ ადამიანმა მისი უძვირფასესი დრო დაგითმო, იმიტომ რომ გარდა დროის დათმობისა მისი რეაქციებით, კომენტარებითა და გაზიარებით ხელი შეუწყო შენი საქმიანობის პოპულარიზაციას და აქვე ყველას უდიდეს მადლობას გიხდით, რამდენიმე ათასიან გვერდებსაც არააქვს ზოგჯერ იმდენი რეაქცია-კომენტარი, რაც ჩემს პოსტებს მცირერიცხოვანი აუდიტორიით..
მაგრამ..
ნუთუ შეუძლება ვინმემ მისაყვედუროს იმის გამო, რომ ვერ დავუკომენტარო ან დამამადლოს მისი აქტივობა?
შერბენა-გამორბენით ვარ ძირითადად სოციალურ ქსელებთან, ისიც ძირითადად ლაქტაციის პერიოდში, მართალია მაგ დროშიც საკმაოდ ბევრს ვასწრებ, მაგრამ ბუნებრივია ბევრი რამე და ბევრი ვინმე დამრჩება ყურადღების მიღმა, ნუთუ შეიძლება როდესმე ვინმესთვის ამ ტიპის კამათის, აგრესიის, უკმაყოფილების ადრესატი გავხდე?
როდესმე ამდენ ამბავს თუ მოაყოლებთ, თქვენთვის დაიტოვეთ თქვენი "სიკეთე".. თუკი ვხედავ რომ ადამიანი მაიგნორებს, მარტივად დავაიგნორებ მეც, ან თუ ასე ძალიან მაფიქრებს მისი საქციელი ავდგები და შევეკითხები, გავარკვევ მისგან იგნორის მიზეზს, რა საჭიროა კუდების გამობმა??
ნეტავი თქვენ, ცოტა ღრმად ჩაისუნთქეთ და ამსუბუქდით რა 😍
პატივისცემით 💖