ნინო მაჭავარიანის ლექსები

  • Home
  • Georgia
  • Sukhumi
  • ნინო მაჭავარიანის ლექსები

ნინო მაჭავარიანის ლექსები ნინო მაჭავარიანის პოეზია

,,ადამიანი საკუთარი ფიქრებია. იფიქრე როგორ გახდე უკეთესი და მალე სასიამოვნოდ გააკვირვებ საკუთარ თავს"ოპრა იუნფრი(ჟურნალი...
07/11/2023

,,ადამიანი საკუთარი ფიქრებია. იფიქრე როგორ გახდე უკეთესი და მალე სასიამოვნოდ გააკვირვებ საკუთარ თავს"
ოპრა იუნფრი(ჟურნალისტი).

23/09/2023

სურვილი მათოვს თოვლიან გზაზე.
თოვლიან ხეებს ვუყურებ კრძალვით.
შენი ფიქრებით დამცქერის თავზე,
თოვლის ფიფქები ლამაზი დარდით.
ტოტზე შემომჯდარ ფიქრებს ვუთხარი
სულში ჩაესვა თოვლის ბეღურა
და პაწაწინა გრძნობის ბუხარი
თოვლის ფანტელით გადაეხურა.
ჩემთვის დაეთმო მხოლოდ თვალები...
ცის...მოკაშკაშე...ზამთრის ...ვეება...
სურვილისაგან მონაბარები
ფიქრის მარხილში ჩუმად შეება.
თოვლის სიმღერა სულის ძაფებით
შენსკენ მომავალ მუზად ექცია.
მარხილს შებმული,გრძნობის რაშები
შენს სიყვარულად გადაექცია.

ნინო მაჭავარიანი წებელდელი

23/09/2023

...წვიმდა...
წვიმდა და ბილიკს მივყავდი სადღაც.
ნამიან ფიქრებს მივსდევდი ჩემთვის.
ვსუნთქავდი, უცხოდ...ფიქრების ღალატს,
აბობოქრებულს, ქარით და სევდით.
წვიმდა და წვიმა ელოდა შველას.
განცდილს, გრძნობებით,თითეულ წვეთში.
ეფერებოდა სხეულით ქაღალდს,
წვიმიან ლექსში.
წვიმდა და ლექსიც მიჰქონდა სადღაც.
გალუმპულ წვიმას, სოველს და შეშლილს.
გულს შეფარებულ გრძნობების განცდა,
ეჭირა ხელში...
წვიმდა და წვიმის წვეთებში შევხვდით!

ნინო მაჭავარიანის ლექსები წებელდელი

Address

Sukhumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნინო მაჭავარიანის ლექსები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share