M.G.A

M.G.A ხარისხიანი, სრული ციფრული მომსახურება.

მოვუყვეთ თქვენს ბიზნესზე ყველას!

კვირის მიწურულს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ კვირის განახლებებს:𝗜𝗻𝘀𝘁𝗮𝗴𝗿𝗮𝗺–მა დაამატა ახალი ფუნქცია – „Watch History“ ანუ მალ...
20/11/2025

კვირის მიწურულს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ კვირის განახლებებს:

𝗜𝗻𝘀𝘁𝗮𝗴𝗿𝗮𝗺–მა დაამატა ახალი ფუნქცია – „Watch History“ ანუ მალე დაგვემატება უკვე ნანახი რილსების, ისტორიის ნახვის შესაძლებლობა.

ეს ნიშნავს, რომ საშუალება გვექნება, გადავხედოთ ბოლო 30 დღის განმავლობაში ნანახ ვიდეოებს და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოვძებნოთ კონკრეტული რილსი ავტორის ან თარიღის მიხედვით.

𝗙𝗮𝗰𝗲𝗯𝗼𝗼𝗸-ს გვერდის შექმნის პროცესში ცვლილება შეაქვს

მალე გვერდის შექმნის დასაწყისში ავირჩევთ: კომპანიის გვერდის შექმნა გვინდა თუ კრეატორის გვერდს ვქმნით

ამ არჩევანის მიხედვით, Facebook ავტომატურად მოგვცემს მხოლოდ იმ შესაძლებლობებს და მართვის პანელებს, რომლებიც კონკრეტულად ამ ტიპის გვერდს სჭირდება.

რას ნიშნავს ეს რეალურად?

კრეატორის გვერდი მიიღებს ავტორებისთვის განკუთვნილ ფუნქციებს: დეტალური ანალიტიკა, აუდიტორიის მართვა, კრეატორზე მორგებული მართვის დაფა.

კომპანიის გვერდი მიიღებს ბიზნესისთვის საჭირო ინსტრუმენტებს: რეკლამების მართვა, ბიზნეს-სუითი, კატალოგები, მომსახურებების კალენდარი და ა.შ.

ორივე სიახლე ეტაპობრივად გავრცელების პროცესშია..

დღეისთვის სულ ეს იყო.
ბედნიერი უქმეები ყველას.🧚🏽‍♂️



Meta ამკაცრებს ბრძოლას კონტენტის ქურდობის წინააღმდეგ და ბოლოს და ბოლოს ამატებს ფუნქციას, რომელიც რეალურად დაიცავს კრეატო...
20/11/2025

Meta ამკაცრებს ბრძოლას კონტენტის ქურდობის წინააღმდეგ და ბოლოს და ბოლოს ამატებს ფუნქციას, რომელიც რეალურად დაიცავს კრეატორების შრომას.

დაემატა ახალი Content Protection ფუნქცია.

პლატფორმა ასკანირებს Facebook-ს და Instagram-ს და როგორც კი პოულობს თქვენი ორიგინალი Reels-ის მსგავს ვიდეოს
გაფრთხილებას გაძლევთ.

ეს არ არის ზედაპირული დამთხვევა.
Meta იყენებს იმავე ტექნოლოგიას, რაც Rights Manager-ში აქვთ და ამოწმებს როგორც სრულ, ისე ნაწილობრივ დამთხვევებს.

ამიტომ, თუ ვინმე თქვენს ვიდეოს გადმოწერს, დაჭრის, ცოტას გადააკეთებს და დადებს როგორც ახალ Reels-ს, თქვენ ამას ვერ გამოგაპარებენ.

მსგავსი გაფრთხილების მიღების შემდეგ, Creator-ს სამი არჩევანი აქვს

1. Track- ვიდეო დარჩება პლატფორმაზე, ნამდვილი ავტორი კი უბრალოდ დააკვირდება მის სტატისტიკას. პლუს შეძლებს დაამატოს წარწერა ,,original by”, რომ ყველა ნახვაში გამოჩნდეს ვის ეკუთვნის რეალურად. ეს ავტორობის აღიარებაა და შეიძლება ვინმეს აწყობდეს კიდეც.

2. Block-
ავტორი ვიდეოს დაბლოკავს Facebook-ზე და Instagram-ზე ისე, რომ ,,ქურდი” არ დაისჯება, მის მიერ მოპარული ვიდეო კი უბრალოდ გაქრება

3. Release-
ამ მოქმედებით ავტორი უბრალოდ გაწყვეტს მოთხოვნას.
ანუ Meta-ს ეუბნება:
,,კი, ეს ვიდეო ჩემია, მაგრამ ამ კონკრეტულ დამთხვევაზე არ დავსაჯოთ”. ანუ არ მინდა ამ ვიდეოს არც დაბლოკვა და არც შემდეგი მონიტორინგი.
დაე უბრალოდ დარჩეს..🫷🏻

გარდა ამისა თუ ვინმე ეცდება მეტას შეცდომაში შეყვანას და სხვისი ვიდეოების ხელოვნურად მითვისებას, ამას მკაცრი შეზღუდვები მოყვება კრეატორის მიმართ..

მოკლედ მე ვფიქრობ,
ეს ნაბიჯი ძალიან კარგი და დროულია იმ სამყაროში, სადაც სხვისი კრეატივების და ნაწვალების მოპარვა, უკვე თითქმის ნორმად არის ქცეული.

აქვე გეტყვით, რომ ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია იმ კრეატორებისთვის, რომლებიც მონეტიზაციის პროგრამაში არიან ჩართულები და აკმაყოფილებენ მეტას საავტორო მოთხოვნებს.

დანარჩენებს კი ეტაპობრივად დაგვემატება.

დღეისთვის სულ ეს იყო
აბა წარმატებები.🫶


Address

Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 08:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 08:00 - 17:00
Thursday 12:00 - 21:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when M.G.A posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to M.G.A:

Share