საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
(2)

⛪ ᲡᲐᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲝᲨᲘ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲗᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔ ᲡᲐᲡᲣᲚᲘᲔᲠᲝ ᲞᲘᲠᲔᲑᲡ ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲙᲐᲢᲔᲑᲘ ᲒᲐᲓᲐᲔᲪᲐᲗ🔸 ამა წლის 19 სექტემბ...
19/09/2025

⛪ ᲡᲐᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲝᲨᲘ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲗᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔ ᲡᲐᲡᲣᲚᲘᲔᲠᲝ ᲞᲘᲠᲔᲑᲡ ᲡᲔᲠᲢᲘᲤᲘᲙᲐᲢᲔᲑᲘ ᲒᲐᲓᲐᲔᲪᲐᲗ

🔸 ამა წლის 19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.

🔸 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე 50 სასულიერო პირს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

🔸 ღირებულებითი განათლების პროგრამა 2024 წლიდან შემუშავდა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით, რაც საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში და პროგრამაში ჩართულია 1000-ზე მეტი საბაზო საფეხურის მოსწავლე. მსურველი მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან.

🔸 აღსანიშნავია, რომ პროგრამა არაფორმალური განათლების გზით ააქტიურებს მესამე კატეგორიის ცოდნას, ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესს და საბოლოო შედეგით აჯანსაღებს საზოგადოებას.

📸 ᲤᲝᲢᲝ: ᲜᲘᲜᲝ ᲡᲝᲖᲐᲨᲕᲘᲚᲘ

19/09/2025

⛪ ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

📺 საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

➡️ 19.09.2025

19/09/2025

⛪ სიონის საპატრიარქო ტაძრის ისტორია - წმინდა ნინოს ჯვარი, უძველესი ხატები, პატრიარქების საფლავები და ფრესკები, რომლებიც საუკუნეების ისტორიას ინახავს

📺 ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "იმედის დილა"

➡️ 19.09.2025

✨ „თუ გვინდა, გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი:...
14/09/2025

✨ „თუ გვინდა, გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი: ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით...

✨ ადამიანმა ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს უმაღლესი მოწოდება... ცხოვრება ქრისტეში, ცხოვრება ღმერთში, სწრაფვა სასუფევლისკენ და ამ ღვთის სასუფევლის შენება ჩემს სულში და ჩემ გარშემოც. თუ ასე ვიშრომებთ, მაშინ ეს შრომა არასდროს აღიმართება წინაღობად ჩვენსა და ღმერთს შორის...“

⛪ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება საეკლესიო ახალი წელიწადის დაწყებისას

✨ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

✨ ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს - ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ასევე, სასწავლო წლის დაწყებას.

🔸 როგორც გითხარით, ახლა გადავიხადეთ სწავლის დაწყების პარაკლისი, დავლოცეთ ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პედაგოგები, პროფესორები; ყველას ვლოცავთ დიდი სიყვარულით და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ. ყველაზე კარგი დარიგება მათთვის - მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის და, საერთოდ, ყველა ადამიანისთვის - არის უფალ იესო ქრისტეს სწავლება, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს წაკითხულ სახარებაში, ძვირფასო ძმებო და დებო.

📖 ერთმა მეფემ თავისი ძისთვის გამართა საქორწილო ნადიმი (როგორც მოგეხსენებათ, მეფეში იგულისხმება თავად ღმერთი) და დაპატიჟა მრავალი ადამიანი, მაგრამ მათ სხვადასხვა რამ მოიმიზეზეს და მოსვლა არ ინებეს. ერთმა თქვა, რომ ყანა იყიდა და უნდა დაეხედა; მეორემ თქვა, რომ ხარები შეიძინა და უნდა გამოეცადა; მესამემ ცოლი შეირთო და ვერაფრით მოვიდოდა ამ ნადიმზე. ყველა ძალიან ზრდილობიანად იხდის ბოდიშს და უარს ამბობს.

🔸 დააკვირდით, ამ ყველა მოწვეულმა იცოდა, რა მდიდარი მასპინძლობა, რა სიხარული ელოდა მეფესთან, მაგრამ ისინი იმდენად დაკავებული იყვნენ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით, რომ მეფის ნადიმისთვის ვერ მოიცალეს. შემდეგ მეფე უბრძანებს თავის მონებს, გავიდნენ და მოიწვიონ ყველა, ვისაც ნახავენ ქუჩაში, რათა შეავსოს ეს ნადიმი და დასძენს: „მრავალნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“ (მთ. 22, 14).

🔸 ეს იგავი, ძვირფასო ძმებო და დებო, ყველა დროში ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და აქტუალობას. განა ჩვენც არ ვიცით, რომ უფალი გვიწვევს სასუფეველში თავის ნადიმზე, მარადიულ სიხარულში და განა ჩვენც არ ვამბობთ, რომ დაკავებულნი ვართ ისეთი საქმეებით, რომ ვერ ვიცლით უფალთან მოსასვლელად, სულიერი ცხოვრებისთვის?! ჩვენც ასე ვწუხვართ და ზრდილობიანად ვამბობთ ხოლმე, როგორც ეს მოწვეული სტუმრები: „გვაპატიე, ვერ მოვალ, ეს საქმე მაქვს, ის საქმე მაქვს, ვერ ვიცლი“ და ა. შ. ჩვენც მათსავით ვერ ვათავსებთ უფლისგან მომავალ უმაღლეს მოწოდებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან. მუდამ რაღაცით ვსაქმიანობთ, დაკავებული ვართ, „ამაოება ამაოებათა“ (ეკლ. 1, 2). ხომ გახსოვთ ეკლესიასტეს ეს ცნობილი სიტყვები. დაახლოებით ასეა. სულიერი ცხოვრებისთვის, სულიერი საქმისთვის ვერ ვიცლით.

❓ დღევანდელი სახარება სწორედ ამ კითხვის წინაშე გვაყენებს: როგორ შევათავსოთ ჩვენი უმაღლესი, ღვთისგან მომავალი მოწოდება (რაც არის სწრაფვა სასუფევლისკენ) ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან, რომელიც ჩვენ ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია?!

🔸 აი, როგორი პასუხია ამ შეკითხვაზე: უფალი იესო ქრისტე სულაც არ ითხოვს ჩვენგან, უარი ვთქვათ ჩვენს მოვალეობებზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე, თუნდაც იმასთან მიმართებით, რასაც ვფლობთ. მაგალითად, უარი ვთქვათ შრომაზე. პირიქით, ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, იშრომოს და ქმნიდეს რაღაც ფასეულობებს, აშენებდეს სულიერს თუ მატერიალურს.

🔸 ე. ი. შემოქმედებითი აქტივობა ადამიანის მოწოდებაა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ როგორ უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს ადამიანი? - ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოს მისი უმაღლესი მოწოდება, რაც ღვთისგან მოდის. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ბევრად უფრო აღმატებული რამ, ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ, როცა ვქმნი რაღაც ფასეულობას ამ დედამიწაზე.

🔸 რა არის ეს აღმატებული? - ცხოვრება ქრისტეში, ცხოვრება ღმერთში, სწრაფვა სასუფევლისკენ და ამ ღვთის სასუფევლის შენება ჩემს სულში და ჩემ გარშემოც. თუ ასე ვიშრომებთ, მაშინ ეს შრომა არასდროს აღიმართება წინაღობად ჩვენსა და ღმერთს შორის; რა საქმესაც უნდა ვაკეთებდეთ, მიწას ვამუშავებდეთ თუ ოჯახურ ცხოვრებას წარვმართავდეთ, ვიყოთ დაკავებული პოლიტიკური, სამეცნიერო თუ სახელოვნებო საქმიანობით, ეს ყველაფერი, ვიმეორებ, წინაღობა კი არ იქნება ჩვენსა და ღმერთს შორის, არამედ, პირიქით, მოემსახურება ერთ მთავარ უმაღლეს მიზანს: ცათა სასუფევლისა და ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას.

🔸 თუ გვინდა, გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი: ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული: „სჭამთ თუ სვამთ თუ რასაც აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორ. 10, 31). თუ ასე მოვიქცევით, ჩვენზე აღსრულდება „გამოცხადების“ წიგნის ცნობილი სიტყვები: „ნეტარ არიან კრავის საქორწილო ნადიმზე წვეულნი“ (გამოცხ. 19, 9). ამინ.

⛪ დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდება სტუმარი ბულგარეთის ეკლესიიდან. ეს გახლავთ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი, რომელთან ერთადაც ვიმსახურეთ, აღვავლინეთ წმინდა ლიტურგია. ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო განწყობა იყო, ძვირფასო მეუფე. მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა და პატივისცემა. გთხოვთ, ჩვენგან სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა მის უწმინდესობას, ბულგარეთის პატრიარქ დანიელს და მოგვიხსენოთ თქვენ წმინდა ლოცვებში.

🌿 [მიტროპოლიტმა ანტონმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა და მიტროპოლიტ შიოს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა].

🔸 ძვირფასო მეუფე, მეც მინდა მოგართვათ ეს ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ნიშანდობლივია, რომ დღეს, საეკლესიო ახალი წლის დასაწყისში გვესტუმრეთ. დღეს ვლოცულობთ ბულგარელი და ქართველი ხალხისთვის, ამ ორი ძველი და ძმური ხალხის მეგობრობისთვის, მშვიდობისა და გაძლიერებისთვის.

✨ ღმერთმა გაგახაროთ, დიდი მადლობა.

⛪ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
➡ 14 სექტემბერი, 2025 წელი

✍🏻 ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა.

14/09/2025

✝️ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება საეკლესიო ახალ წელს

⛪️ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

➡️ 14.09.2025

⛪️ კვირას, 14 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ...
13/09/2025

⛪️ კვირას, 14 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარს აკურთხებს.

🎉 ᲐᲜᲐᲙᲚᲘᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲣᲚ ᲑᲐᲜᲐᲙᲨᲘ ᲛᲝᲠᲘᲒᲘ ᲚᲔᲥᲪᲘᲐ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ🔸 ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო...
12/09/2025

🎉 ᲐᲜᲐᲙᲚᲘᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲣᲚ ᲑᲐᲜᲐᲙᲨᲘ ᲛᲝᲠᲘᲒᲘ ᲚᲔᲥᲪᲘᲐ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ

🔸 ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გრძელდება შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება და სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.

🔸 აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველ ჯერზე ასობით სტუდენტი ესწრება და ამ დროისთვის მათი რიცხვი 5000-ზე მეტს აღწევს.

🔸 შეხვედრაზე, რომელიც ამა წლის 8 სექტემბერს შედგა, ჩხოროწყუს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მღვდელმა გიორგი ქვარცხავამ და ფსიქოლოგმა თაზო ტუღუშმა გამართეს ერთობლივი ლექცია ალკო, თამბაქო და გაჯეტ დამოკიდებულების, ამ საკითხებისადმი მართებული ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.

🔸 აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტის მიზანი არის ახალგაზრდებთან ღია დიალოგისა და ფსიქოგანათლების დონის ამაღლების ჩართულობით გაიზარდოს მათი ცნობიერება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, აღმოიფხვრას დაავადების მიმართ სტიგმატური დამოკიდებულება, სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდებში პოპულარიზება გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს და მისი არჩევის უალტერნატივობას.

11/09/2025

✝️ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე

⛪️ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

➡️ 11.09.2025

✨ ,,ამ მოვლენას ვზეიმობთ, რადგან შევიძინეთ განსაკუთრებული და საოცარი შუამდგომელი და მეოხი ღვთის წინაშე...✨ სიმდაბლის არ ...
11/09/2025

✨ ,,ამ მოვლენას ვზეიმობთ, რადგან შევიძინეთ განსაკუთრებული და საოცარი შუამდგომელი და მეოხი ღვთის წინაშე...

✨ სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც არის ცათა სასუფევლის ნეტარების საწყისი ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში"

⛪ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე

✨ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

✨ ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

🔸 დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა დიდებულ წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელ იოანეს, მის მოწამებრივ აღსასრულს, როცა იგი გადავიდა სხვა ცხოვრებაში, მარადიულ ცხოვრებაში. ამ მოვლენას ვზეიმობთ, რადგან შევიძინეთ განსაკუთრებული და საოცარი შუამდგომელი და მეოხი ღვთის წინაშე, რომელზეც უფალი ამბობდა, რომ იგი არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11).

🔸 წმინდა იოანე ნათლისმცემელს წმინდა ეკლესია ადიდებს და ახსენებს უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. ხშირად მათ ერთადაც აყენებს, ერთად გამოსახავს.

🔸 თითქმის არ არსებობს მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც არ არის ხატი, რომელსაც ეწოდება „დეისუსი“, რაც ნიშნავს ვედრებას, შუამდგომლობას. მასზე გამოსახულია უფალი იესო ქრისტე, მისგან მარჯვნივ - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მარცხნივ კი - წმინდა წინასწარმეტყველი, წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი. ისინი ევედრებიან მაცხოვარს მთელი მსოფლიოსა და ყოველი ჩვენგანისთვის.

🔸 ამრიგად, ჩვენი იკონოგრაფიაც, საეკლესიო მსახურების წეს-განგებაც ცხადყოფენ მათ სიახლოვეს და ეს სიახლოვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

❓ რაში მდგომარეობს ეს სიახლოვე, ძვირფასო ძმებო და დებო? განა მხოლოდ ხორციელ ნათესაობაში, რომელიც მათ შორის იყო? - არა. პირველ ყოვლისა, მათ აახლოებს სულიერი ღვაწლის მსგავსება. თქვენ გახსოვთ, ეს ღვაწლი არის თავგანწირული სიყვარული ღვთისადმი.

🔸 როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოეცხადა მთავარანგელოზი და მისი განსაკუთრებული მისია აუწყა, დედა ღვთისმშობელმა მიუგო: „აჰა, მხევალი ღვთისა“ (ლკ. 1, 38). მსგავსი რამ თქვა წმინდა იოანე ნათლისმცემელმაც მაცხოვართან მიმართებით: ის უნდა აღორძინდეს, მე კი უნდა დავკნინდე. ის ჩემ შემდეგ მოდის, მაგრამ მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც კი არ ვარო. ასეთი სიმდაბლის მაგალითი მოგვცა თვით უფალმა იესო ქრისტემ, „რომელმაც ხატი მონისა მიიღო“ (ფილ. 2, 7), - როგორც წერს პავლე მოციქული.

🔸 მაშასადამე, აი, რა აახლოებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთმანეთთან და უფალთან, ეს არის სიმდაბლის უმაღლესი საზომი - სრულყოფილი სიმდაბლე, რაც არის ღვთისადმი თავგანწირული სიყვარული.

🔸 სიმდაბლის ღვაწლი ძალიან ძნელია. ხშირად ვღიზიანდებით, გვაღიზიანებს რაღაც წვრილმანები, ვმრისხანებთ, განვიკითხავთ, დამდაბლება თავისა არ შეგვიძლია, ხშირად არც გვინდა. რთული ღვაწლია სიმდაბლე, ის მოითხოვს ჩვენგან გარკვეული მწუხარების გავლას, იმდენად რთულია ეს ჭიდილი საკუთარ დაცემულ ბუნებასა და ეგოიზმთან, მაგრამ თუ ჯეროვნად ვიმდაბლებთ თავს, ამ გზას ჯეროვნად გავდივართ ქრისტეს გულისთვის, მაშინ ასე ვფიქრობთ: სიმდაბლის ფუძემდებელი თვით უფალი იესო ქრისტეა, მე კიდევ მინდა, რაღაცით მივბაძო ამაში უფალს, დედა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ე. ი. ძალისხმევას უნდა მივმართო, რომ ვისწავლო ეს მთავარი სათნოება. და საკმარისია ასე ვიფიქროთ, ეს გავაკეთოთ, ასეთი ძალისხმევის სანაცვლოდ მოდის მადლის შეწევნა და სიხარული სულიწმინდაში, ამ მადლს მოაქვს ეს სიხარული.

🔸 ეს ის სიხარულია, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც თქვა თავად იოანე ნათლისმცემელმა: „მე ვარ მეგობარი სიძისა, სიძის მეგობარი კი ხარობს სიხარულით, სიძის ხმის გაგონებისას და ეს სიხარული დღეს აღსრულდა ჩემი“ (ინ. 3, 29). აი, რა სიხარულია ეს. ეს ის სიხარულია, რომელსაც, როგორც გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვერავინ წაგვართმევს და არ არსებობს უფრო აღმატებული რამ, ვიდრე სიხარული სულიწმინდაში, რომელიც მოაქვს ჩვენთვის მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლს. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს. მართალია, ეს რთული ღვაწლია, მაგრამ სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს ამ წუთისოფელზე, აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც არის ცათა სასუფევლის ნეტარების საწყისი ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში.

🔸 ამ სიმდაბლის ღვაწლს, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ცხოვრება ყოველდღიურად მოითხოვს ჩვენგან და დღეს ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ შეგვეწიონ ამ გზით სიარულში.

✨ კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ამინ.

⛪ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

➡ 11 სექტემბერი, 2025 წელი

✍🏻 ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

⛪ ამა წლის 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკი...
11/09/2025

⛪ ამა წლის 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიის შემდეგ აღავლენს პარაკლისს და დალოცავს სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.

10/09/2025

⛪ ნინოწმინდა - VI საუკუნის ტაძარი და ერთ-ერთი უდიდესი სამრეკლო კახეთის გულში

📺 ტელეკომპანია "იმედი"

➡️ 10.09.2025

09/09/2025

🎥 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ საზეიმოდ დაიხურა

📺 საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

➡️ 08.09.2025

Address

Erekle II's Square
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

Share