19/05/2025
წინააღმდეგობის შვილები
არსებობს მომენტები, როდესაც ხელოვნების შექმნა დაუმორჩილებლობის ფორმას იღებს — არა
მოვლენების დასრულების შემდეგ, არამედ პროცესის შუაგულში. წინააღმდეგობის შვილები აერთიანებს
თექვსმეტ ახალგაზრდა ქართველ ხელოვანს, რომელთა ნამუშევრები წარმოიშვა თავად პროტესტიდან,
დაძაბულობიდან და ყოველდღიური ძალისხმევიდან, არ დაკარგონ სიფხიზლე იმ სამყაროში, რომელიც
დუმილს მოითხოვს.
ეს გამოფენა შეიქმნა ზეწოლის, სოლიდარობისა და ნებისყოფისგან — სურვილისგან, ილაპარაკო მაშინ,
როცა თავად ენაა საფრთხეში. იგი პასუხობს ავტორიტარულ კონტროლს, იძულებით დუმილსა და
პოლიტიკური სიმართლის წაშლას — არა ხმაურით, არამედ ფორმით.
წინააღმდეგობა აქ ერთსახოვანი არ არის. ის ვლინდება ფერწერაში, ინსტალაციაში, ვიდეოში,
ობიექტებში, კოსტიუმსა და ციფრულ მედიაში — თითოეული ნამუშევარი ატარებს საკუთარ რიტმს,
საკუთარ განუყოფელ აუცილებლობას. მასალები განსხვავებულია, მაგრამ მიმართულება ერთი აქვთ:
თავისუფლებისკენ, მეხსიერებისკენ, უკეთესის შესაძლებლობისკენ. ეს მრავალფეროვნება არ ნიშნავს
დანაწევრებას — ის ვარსკვლავური თანწყობაა, სხვადასხვა ხმების ერთობლივი ჟღერადობა საერთო
მიწაზე - სხვადასხვა ხელები. სხვადასხვა იარაღი. ერთი რწმენა.
წინააღმდეგობის შვილები მხოლოდ ახალგაზრდობაზე არ ლაპარაკობს. ის ყვება ამბავს მათზე, ვინც
წინააღმდეგობითაა ჩამოყალიბებული — სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ
— და მათზე, ვინც ატარებს პროტესტის მეხსიერებას და სწრაფვას იმ ადგილისკენ, სადაც თავისუფლება
ბუნებრივი მოცემულობაა.
ეს ნამუშევრები დისტანციიდან არ აანალიზებენ ბრძოლას — ისინი თავად იმ ბრძოლის ნაწილი არიან,
რომლისგანაც იშვნენ.
ტექსტის ავტორი: ანა რეხვიაშვილი
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო:
ანი მირიანაშვილი
ბაქარ გელაძე
ეკა ცქითიშვილი
ქეთევან პასიკაშვილი
მარიამ ცაავა
მათე ცქვიტინიძე
ნელიკო მამუჩაშვილი
ნინი ჯალიაშვილი
ნინო დვალი
ნინო რამიშვილი
ნინო ტოლომაშვილი
ნატალია ჭანუყვაძე
სოფო სიმონიშვილი
თამა კვანტალიანი
თათული ქიტიაშვილი
ვაჟა კავლელაშვილი
გამოფენის კურირება : ანა რეხვიაშვილი და თამა კვანტალიანი