New Factor Magazine

New Factor Magazine New Factor Magazine is a media platform highlighting innovation, business, healthcare, culture, and influential voices shaping tomorrow.

We deliver insightful stories, expert perspectives, and meaningful conversations that matter

პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით საგანგაშო სტატისტიკას ა...
26/08/2026

პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს:

2023 წელს დაიბადა 40,214 ბავშვი.
2024 წელს შობადობამ იკლო და 39,483 შეადგინა.
2025 წელს კი ეს რიცხვი 37,867-მდე დაეცა.
2025 წლის მონაცემებით, შობადობის მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა.
ამასთან ერთად, დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება - გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს.

ამ თემაზე კომენტარს პროფესორი არჩილ ხომასურიძე აკეთებს:
„თუ პროცესები შობადობის და დემოგრაფიული თვალსაზრისით ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის, ჩვენი პრაქტიკული შეფასებით და არამარტო ჩვენი, საქართველოში ქართველები დავრჩებით უმცირესობაში“.
მისი დაკვირვებით, მსოფლიოსა და საქართველოს მოსახლეობის 10-15% უშვილოა. ბატონი არჩილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის ის უდიდესი რეზერვი, რომლის სწორი სამედიცინო მართვა, ასევე სახელმწიფო და სადაზღვევო სექტორის მხარდაჭერა, შობადობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.
„რეპროდუქტოლოგია — ეს არის ქვეყნის გადარჩენის გარანტი“ - ხშირად ამბობს პროფესორი არჩილ ხომასურიძე და დასძენს, რომ მისი საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა მხოლოდ სამეცნიერო ინტერესი, არამედ ქართული გენის შენარჩუნებაზე ზრუნვაა.
„ჩვენთვის ყოველი ახალი სიცოცხლე არ არის მხოლოდ სამედიცინო წარმატება - ეს არის მომავლის იმედი. თუ ჩვენ გვსურს, რომ 100 წლის შემდეგაც ვარსებობდეთ, როგორც ერი, ჩვენი ენა და კულტურა ცოცხლობდეს, მაშინ რეპროდუქტოლოგია უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი.“
ბატონი არჩილისთვის თითოეული პაციენტი და მისი ისტორია პერსონალურად მნიშვნელოვანია. მისი ფილოსოფია მარტივი, მაგრამ უაღრესად ღრმაა:
მედიცინა ემსახურება სიცოცხლეს, ხოლო რეპროდუქტოლოგია - მის გაგრძელებას.

"ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და უდიდესი პასუხისმგებლობითაა გაკვალული. მადლობა ბატონ არჩილს იმისთვის, რომ გვასწავლა - მედიცინა უპირველეს ყოვლისა ჰუმანიზმია. ჩვენი წვლილი და გამოსავალი ჟორდანია-ხომასურიძის ინსტიტუტი უკვე ათწლეულებია დგას ამ დემოგრაფიული ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი გუნდის უდიდესი გამარჯვებაა თითოეული ის ჩვილი, რომელიც ჩვენი ექიმების დახმარებით მოევლინა ქვეყანას!
დღეს მედიცინას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ერთად ვიბრძოლოთ ახალი სიცოცხლისთვის, რადგან ყოველი ახალშობილი საქართველოს ძლიერი მომავლის საწინდარია! - ვკითხულობთ ინსტიტუტის გავრცელებულ წერილში.
გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია შვილოსნობაზე, ქალის ჯანმრთელობასა და თანამედროვე თერაპიებზე? 🌸 გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და თვალი ადევნეთ ყოველდღიურ სიახლეებს!

🔴რა შეუძლია შეცვალოს IVF-ის სახელმწიფო დაფინანსებამ?🇯🇵 იაპონიის მაგალითი 🇯🇵  2023 წელს იაპონიაში დამხმარე რეპროდუქციული ...
24/08/2026

🔴რა შეუძლია შეცვალოს IVF-ის სახელმწიფო დაფინანსებამ?
🇯🇵 იაპონიის მაგალითი

🇯🇵 2023 წელს იაპონიაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით 85 048 ბავშვი დაიბადა. იმავე წელს ქვეყანაში IVF-ისა და ICSI-ის 561 664 ციკლი ჩატარდა - ორივე მაჩვენებელი იაპონიის შესაბამისი რეესტრის ისტორიაში რეკორდული იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ქვეყნის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში შევიდა და IVF ათასობით ოჯახისთვის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

🇯🇵 იაპონიის მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ აჩენს დიდ კითხვას: შეიძლება თუ არა უშვილობის მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობა დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილად იქცეს?

🇯🇵 იაპონია ამ კითხვაზე პასუხს უკვე რამდენიმე წელია ეძებს. გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი კვლავ ძალიან დაბალია და 2023 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, ერთ ოჯახზე 1.20 ბავშვამდე დაეცა. ამიტომ იაპონიის გამოცდილება არ გვაძლევს მარტივ ფორმულას, თითქოს IVF-ის დაფინანსება ავტომატურად აგვარებს დემოგრაფიულ პრობლემას.

❗️მაგრამ მან ერთი რამ მკაფიოდ აჩვენა: როდესაც ადამიანს შვილის ყოლა სურს და ამისთვის სამედიცინო დახმარება სჭირდება, ფინანსური ბარიერის შემცირებას შეუძლია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაზარდოს.

🇬🇪 🇯🇵 და სწორედ აქ იაპონიის ისტორია საქართველოს რეალობას უკავშირდება.

🇬🇪 საქართველოც დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე დგას. ამ ფონზე უშვილობის მკურნალობა აღარ შეიძლება მხოლოდ კონკრეტული ოჯახების პირად პრობლემად განვიხილოთ. საკითხი ერთდროულად ეხება ჯანმრთელობას, სოციალურ პოლიტიკას და, გარკვეულწილად, ქვეყნის დემოგრაფიულ მომავალსაც.

🇬🇪 საქართველოში უკვე არსებობს ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის მაგალითები. მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2022 წლიდან ახორციელებს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას. 2025 წლის ივნისის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში 64 ბავშვი დაიბადა. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 1.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

❓მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა:

თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოგრაფიულ გამოწვევაზე, საკმარისია ცალკეული პროგრამები თუ დროა უშვილობის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უფრო ფართო, ეროვნული პოლიტიკის ნაწილად განვიხილოთ?
გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება ✍️

23/08/2026

ყველაფერი, რაც წონის კლების ინექციურ თერაპიაზე უნდა იცოდეთ! 💉👇
ენდოკრინოლოგი ნია მეტონიძე დეტალურად პასუხობს ყველა მნიშვნელოვან კითხვას:
* 🩺 ვისთვის არის რეკომენდებული და ვის ეკრძალება თერაპია?
* 💉 როგორია სწორი დოზირება და როგორ გავიკეთოთ ინექცია უსაფრთხოდ?
* ⚖️ რა ემართება წონას მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ?
#მუნჯარო #ოზემპიკი #ჭარბიწონა
📌 შეინახეთ პოსტი და გაუზიარეთ მეგობრებს, ვისაც ეს თემა აინტერესებს!

NF🔘რა არის GLP-1/GIP თერაპია? - მუნჯარო, ოზემპიკი, მედიკამენტების ახალი ჯგუფით მკურნალობა, ეს პრეპარატები სისხლში შაქრის...
21/08/2026

NF🔘რა არის GLP-1/GIP თერაპია? - მუნჯარო, ოზემპიკი,
მედიკამენტების ახალი ჯგუფით მკურნალობა, ეს პრეპარატები სისხლში შაქრის დონეს არეგულირებენ, ანელებენ კუჭის დაცლას და ტვინში შიმშილის ცენტრზე მოქმედებით ამცირებენ მადას...
🔗 სტატიის ბმული იხილეთ პირველ კომენტარში.
თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი - გამოგვიწერეთ, გაიგე მეტი სიახლე ჯანმრთელობაზე დარგის ექსპერტებისგან 👍

NF🔘ალასკელ სუროგატ დედას, მაკენა ვესტს (McKenna West), ორსულობის 20-ე კვირაზე ექიმებმა აცნობეს, რომ ნაყოფს გულის მძიმე თ...
17/08/2026

NF🔘ალასკელ სუროგატ დედას, მაკენა ვესტს (McKenna West), ორსულობის 20-ე კვირაზე ექიმებმა აცნობეს, რომ ნაყოფს გულის მძიმე თანდაყოლილი მანკი აღენიშნებოდა.
კალიფორნიაში მცხოვრებმა ბიოლოგიურმა მშობლებმა, სამედიცინო პროგნოზისა და მოსალოდნელი რთული ოპერაციების გათვალისწინებით, ორსულობის შეწყვეტა (აბორტი) მოითხოვეს. თუმცა, სუროგატმა დედამ აბორტის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და გადაწყვიტა, ბავშვი სიცოცხლის ფასად შეენარჩუნებინა.

⛓️‍💥ამბავი სრულად წაიკითხეთ სტატიაში - ლინკი პირველ კომენტარში და დააკომენტარეთ -

❓როგორ უნდა დარეგულირდეს მსგავსი დავები საქართველოში, სადაც სუროგაცია ლეგალურია, თუმცა კანონმდებლობა ხშირად ბუნდოვანია? რა სამართლებრივი ბერკეტები ექნებათ ქართველ ბიოლოგიურ მშობლებს ან სუროგატ დედას მსგავსი ფორსმაჟორული ეთიკური დილემის წინაშე?

2️⃣0️⃣0️⃣0️⃣⏩️⏩️⏩️8️⃣✨🎂🎉🎉🎉რვა წელი, რომელიც სიცოცხლის ისტორიებად იქცა 🎈💛 დღეს ფონდი „შენთვის“ 8 წლის გახდარვა წლის წინ ე...
16/08/2026

2️⃣0️⃣0️⃣0️⃣⏩️⏩️⏩️
8️⃣✨🎂🎉🎉🎉
რვა წელი, რომელიც სიცოცხლის ისტორიებად იქცა 🎈

💛 დღეს ფონდი „შენთვის“ 8 წლის გახდა

რვა წლის წინ ერთი ძალიან ადამიანური სურვილიდან დაიწყო ისტორია დახმარების სურვილით, შენთვის, ვისაც ყველაზე დიდი ოცნება გქონდა, მაგრამ ამ ოცნების ასრულების გზა ხშირად ფინანსურ შესაძლებლობებზე გადიოდა.

ნინო მუსერიძის ინიციატივით შექმნილი ფონდი „შენთვის“ სწორედ იმ ადამიანებისთვის გაჩნდა, რომლებიც მშობლობაზე ოცნებობდნენ და რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარება სჭირდებოდათ. ფონდის იდეა მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო: შანსი არ უნდა დაკარგულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს საჭირო მკურნალობის სრულად დაფინანსება არ შეეძლო.

რვა წლის შემდეგ „შენთვის“ უკვე მხოლოდ ფონდის სახელწოდება აღარ არის. ის ასობით ოჯახის ისტორიაში ჩაწერილი სიტყვაა, იმედი, მხარდაჭერა, მოლოდინი და საბოლოოდ, ახალი სიცოცხლე.

ფონდის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თანადაფინანსებით უკვე 2000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. 2000 ახალი სიცოცხლე, 2000 ოჯახური ისტორია და 2000-ზე მეტი მიზეზი, რატომაც ერთი პატარა იდეის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა.

და ალბათ, ასეთი საქმიანობის ყველაზე ზუსტი სტატისტიკა ციფრები კი არა, ბავშვების სახელებია. მათი პირველი ფოტოები. მათი მშობლების თვალებში გაჩენილი სხივი, როდესაც ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სიტყვა „ოცნება“ უკვე რეალობას ნიშნავს.

N Factor გულითადად ულოცავს ფონდს „შენთვის“ 8 წლის იუბილეს და მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც ამ გზის ნაწილია.

ნინო მუსერიძეს და ფონდის გუნდს ვუსურვებთ, კიდევ მრავალი ოჯახისთვის გახდნენ იმედის საყრდენი და კიდევ ბევრი ისტორია დასრულდეს ყველაზე ლამაზი სიტყვებით:

„ჩვენი შვილი დაიბადა.“

გილოცავთ, „შენთვის“! 🤍

💬"უშვილობა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი არ არის, ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მარათონი.“NF🔘წყვილებისთვის, რო...
14/08/2026

💬"უშვილობა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი არ არის, ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მარათონი.“

NF🔘წყვილებისთვის, რომლებიც უშვილობის მკურნალობის ან ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) გზას გადიან, სტრესი და ქრონიკული შფოთვა ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

ექიმები და ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ემოციურ განწყობასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მკურნალობის პროცესში ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სწორად მართულმა სტრესმა შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს დადებითი შედეგის შანსი.

რა ეხმარება წყვილებს ამ რთული გზის გადალახვაში?
✅ღია კომუნიკაცია პარტნიორთან - სტრესის ერთად გაზიარება და არა ჩაკეტვა.
✅პროფესიონალური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა – კონსულტაცია, რომელიც ამცირებს შფოთვის დონეს.
✅ინფორმირებულობა – როდესაც ზუსტად იცი, რა ეტაპზე ხარ და რას უნდა ელოდო, გაურკვევლობით გამოწვეული შიში მცირდება.

❓თქვენი გამოცდილებით ან დაკვირვებით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მკურნალობის პროცესში - ფინანსური მხარე თუ ემოციური წნეხი? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში

სტატია სრულად წაიკითხეთ ბმულზე პირველ კომენტარში 👇

✨ პატარა სეიბი-ბეიბის სასწაული👶კალიფორნიაში სან-დიეგოს Sharp Mary Birch-ის ქალთა და ახალშობილთა საავადმყოფოში დატრიალებუ...
11/08/2026

✨ პატარა სეიბი-ბეიბის სასწაული👶

კალიფორნიაში სან-დიეგოს Sharp Mary Birch-ის ქალთა და ახალშობილთა საავადმყოფოში დატრიალებულმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პატარა გოგონა, რომელსაც ექთნებმა სიყვარულით „სეიბი“ (Saybie) შეარქვეს, დაბადებისას სულ რაღაც 245 გრამს იწონიდა — დაახლოებით იმდენს, რასაც ერთი დიდი ზომის ვაშლი. იგი ოფიციალურად მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე მცირეწონიან გადარჩენილ ახალშობილად.

🍼 23-ე კვირა და პირველი წუთები
ორსულობის მძიმე გართულების (პრეეკლამპსიის) გამო, ექიმებს გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩატარება მოუხდათ. ექიმები მამას ეუბნებოდნენ, რომ შვილთან გამოსამშვიდობებლად, შესაძლოა, მხოლოდ ერთი საათი ჰქონოდა...
„მაგრამ ეს ერთი საათი გადაიქცა ორ საათად, შემდეგ ერთ დღედ, ხოლო ერთმა დღემ მთელი კვირა შეადგინა“, — იხსენებს ჩვილის დედა.

💪 Tiny but Mighty (პატარა, მაგრამ ძლიერი)👶
საავადმყოფოში გატარებული 5 თვის განმავლობაში, სეიბიმ უამრავი კრიტიკული ეტაპი გადალახა. ექთნებმა მისი საწოლის თავზე გამოაკრეს აბრა სწორედ ასეთი წარწერით - „Tiny but Mighty“!

🎓 5-თვიანი ინტენსიური ზრუნვის შემდეგ, სეიბი საავადმყოფოდან სრულიად ჯანმრთელი, 2.2 კილოგრამი წონით გაწერეს.

🔴უქმნის თუ არა საფრთხეს გარემოს დაბინძურება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას - ჩვენს მომავალ შვილებს? 🚯NF🔘სპეციალიზებულ კლინიკე...
10/08/2026

🔴უქმნის თუ არა საფრთხეს გარემოს დაბინძურება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას - ჩვენს მომავალ შვილებს? 🚯
NF🔘სპეციალიზებულ კლინიკებს სულ უფრო ხშირად მიმართავენ ახალგაზრდა პაციენტები, რომელთა საკვერცხის რეზერვი, კვერცხუჯრედისა თუ სპერმის ხარისხი საერთოდ არ შეესაბამება მათ ბიოლოგიურ ასაკს. სწორედ ამ საგანგაშო ტენდენციამ უბიძგა ექსპერტებს, სიღრმისეულად შეესწავლათ დამაბინძურებლებსა და რეპროდუქციულ პოტენციალს შორის არსებული უხილავი კავშირი.
რა დაასკვნა კვლევამ, წაიკითხეთ სტატიაში👇

გარემოს დაბინძურებისა და ცხოვრების წესის უხილავი გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეთანამედროვე სამყაროში ე.....

NF🔘სანამ სხვა ცხოველთა ახალშობილები დაბადებისთანავე ავლენენ თვითგადარჩენის ელემენტარულ უნარებს, ადამიანის ჩვილი იბადება ...
07/08/2026

NF🔘სანამ სხვა ცხოველთა ახალშობილები დაბადებისთანავე ავლენენ თვითგადარჩენის ელემენტარულ უნარებს, ადამიანის ჩვილი იბადება ტვინის განვითარების ადრეულ, ჩანასახოვან ეტაპზე. სწორედ ამ ბიოლოგიურმა „უმწეობამ“ აიძულა ჩვენი უძველესი წინაპრები, შეექმნათ ზრუნვისა და თანამშრომლობის რთული სოციალური ქსელი, რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა კაცობრიობის განვითარებას.

📖ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ტოკიოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიმოხილვა წაიკითხეთ სტატიაში👇

ჩვილის უმწეობის საიდუმლო - რას გვიყვება ნამარხი თავის ქალის ფორმა?წყარო: Science Magazine / Proceedings of the Royal Society Bსხვა პრიმატებთან შე....

Address

Vasil Barnovi 51g
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when New Factor Magazine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category