03/07/2025
ფინალი 🔴◀ /LIVE/ “შეფების ლიგა” •
- ონლაინ მოდის ჟურნალი
- Online fashion magazine
- Интер
Monday | 10:00 - 09:00 |
Tuesday | 10:00 - 09:00 |
Wednesday | 10:00 - 09:00 |
Thursday | 10:00 - 09:00 |
Friday | 10:00 - 09:00 |
Be the first to know and let us send you an email when streetstyle.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Send a message to streetstyle.ge:
Want your business to be the top-listed Media Company?
www.streetstyle.ge გახლავთ მოდის პირველი ონლაინ ჟურნალი საქართველოში. ჩვენი გუნდი ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რისთვის მიგვენიჭებინა პრიორიტეტი ქართული მოდის სფეროში. არჩევანი ქუჩის მოდაზე შევაჩერეთ, რადგან დღესდღეობით მსოფლიო მოდის ბაზარზე ყველაზე აქტუალური და პოპულარულია. ჟურნალის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას, ცხადია, ავტომატურად გავხდით მსოფლიოს სხვადასხვა მოდური ჟურნალის მიმდევრები, რადგანაც მათი სისტემა უკვე აპრობირებული და წარმატებულია, რა თქმა უნდა, ამავდროულად, საკუთარი ინოვაციური იდეებიც შევამატეთ და ასე შევქმენით ჩვენი პროდუქტი. ჩვენთან შეძლებთ იხილოთ ჩატარებული მოდის კვირეულების ფოტოები: ქუჩის სტილი, ჩვენება პოდიუმზე და მოსამზადებელი პერიოდი. ფოტოგრაფები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ გადაიღებენ სხვადასხვა პერსონის გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის (ინსპირაციულ გავლენას ახდენს სხვაზე) ეს იქნება ცნობადი სახე თუ უბრალოდ მოდური პერსონა. ჩვენი ჟურნალისტების სავიზიტო ბარათი გახლავთ ქართული მოდის ბაზარზე მათი სტატიები, რადგან ნებისმიერი ჩვენი სტატია იქნება დეტალური, კარგად გასაგები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიდება მკითხველისათვის, რომელიც მან უნდა იცოდეს. სტატიები არის და იქნება ობიექტურად, კომპეტენტურად და პროფესიონალურად დაწერილი! ეს ჩვენი პირობა და ამბიციაა, რომელიც ჩვენს ერთგულ მკითხველად გაქცევთ. ჟურნალი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოიცავს, როგრც ქართულ, ასევე მსოფლიო მოდას, მაგრამ ჩვენი ჯგუფის კულტურის ნაწილის ინიციატივით, წელიწადში რამდენიმეჯერ შემოგთავაზებთ სხვადახვა აქტივობის გაშუქებას, რომელიც დაკავშირებული იქნება თეატრისა თუ მუსიკის სფეროსთან. ჟურნალს აგრეთვე აქვს საინტერესო დატვირთვა, რომელშიც იგულისხმება მსოფლიო მოდის ვიკიპედიის გადმოქართულებული ვარიანტი, სადაც განთავსებული იქნება მოდის სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები. ამ სიახლეს „sspedia” ვუწოდეთ, ინფორმაცია პერიოდულად უფრო და უფრო გაიზრდება და შეივსება.