
20/07/2025
📣 20 ივლისი ესმა ონიანის დაბადების დღეა!
▪️„გენიალური სიჯანსაღე – ძალიან მოკლედ ალბათ ამ ორ სიტყვაში შეიძლება ჩაეტიოს ფენომენი, რომელსაც ესმა ონიანი ჰქვია.“ – მაკა ჯოხაძე
♦️ „ესმა ონიანი დაბადებული იყო დედოფლად და იქცეოდა როგორც
დედოფალი. ჯერ თავისი შემოქმედების გარიჟრაჟზევე, როცა თვით მის გარდა, ჯერ არავინ უწყოდა, რა იყო, როგორი იყო და რომელ ადამიანურ განზომილებაში იყო განლაგებული ის პოეტური სამყარო, რომლის გამოსახვა მას, თურმე, ეწერა.“ – ნოდარ ნათაძე
▪️„ესმას მოსვლამ დაადასტურა ერთი უეჭველი ჭეშმარიტება, რომელზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ ხოლმე, რომელზეც საუბარს გადაგვაჩვია კომუნისტურმა კოშმარმა.
▪️სახელდობრ იმან, რომ შემოქმედი – პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი, ეს არის, უწინარეს ყოვლისა, სულის გაცხადება.
▪️მას თავისი შემოქმედებით მოაქვს ზეციური სამყაროს, ზესთა სოფლის გამოცდილება ამქვეყნად და გვიზიარებს ღვთაებრივ სიმაღლეს და მშვენიერებას.“ – რეზი თვარაძე
♦️ ბანერზე – ფრაგმენტი გენო კალანდიას ლექსიდან
📕 ესმა ონიანის პოეზიისა და ესეისტიკის სრული კრებული – „ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!“ შეგიძლიათ მოიკითხოთ წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში.
#არტანუჯისკალენდარი
#იკითხეარტანუჯისწიგნები