მეცნიერება ყველასათვის

  • Home
  • მეცნიერება ყველასათვის

მეცნიერება ყველასათვის მეცნიერება ყველასათვის. პირველი სამე

მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს:

BasisBank
GE24BS0000000025545942

TBC
GE64TB7346445061600003

Bank of Georgia:
GE93BG0000000161624319

გახდით ჩვენი პატრონი - პატრეონზე:
https://www.patreon.com/ScienceForEveryone

გამოგვიგზავნეთ თქვენი მადლობა PayPal-ით
[email protected]


ვთვლით, რომ ყველანი ვართ უსასრულო სამყაროს ნაწილი და გვინდა იგივე გრძნობა დაეუფლოს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს.

ჩვენ სამყა

როს სამეცნიერო კუთხით ვუყურებთ, და გვინდა ქართველ მსმენელს გავუზიაროთ ჩვენი აზრები, აღფრთოვანება და აღტაცება იმით რაც ხდება ჩვენს გარშებო.

მომავლის ხედვა სამეცნიერო ფანტასტიკაში, მსოფლიოში მომხდარი სამეცნიერო სიახლეები, კოსმოსის დაპყრობა თუ ნაწილაკების დაშლა, ყოველივე, გვაახლობევს პასუხთან მთავარ სეკითხვაზე: "რა ადგილი უკავია კაცობრიობას უსასრულო და მარადიულ სამყაროში".


გვერდი უმთავრესად გათვლილია ადამიანებზე რომლებიც დაინტერესებულები არიან ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებით.

23/07/2025

აუცილებლად დაესწარით, ან ონლაინ უყურეთ დიდ ღონისძიებას,
რობოტების ბრძოლას !!!!

TDF - ROBO BATTLE 2025
📅 26 ივლისს, გელოდებით District 4-ის სივრცეში, წლის ყველაზე სანახაობრივი ტექ ფესტივალზე — Robo Battle 2025 | TDF!
🎟️ დასწრება უფასოა — ვრცელი ინფორმაცია ღონისძიებაზე და აქტივობებზე იხილე აქ: https://www.facebook.com/events/613974718346782
⏰ 11:00 – 20:00 საათი, მისამართი: Barbare, N3, Bairamashvili 0162, Radio City | District 4-https://maps.app.goo.gl/HxjqDNmUvS9UXdPF9
#რობოტებისბრძოლა #ტექნოლოგიები #ბრძოლა #ინჟინერია #ინოვაცია

აი სასარგებლო ბმულები:
რობოტიკის ასოციაციის გვერდი: https://www.gra.ge/

რობოტების შეჯიბრის გვერდი: https://www.gra.ge/categories/robotebis-brdzola-robo-battle/

შეამოწმეთ ასევე ასოციაციის FACEBOOK გვერდი: https://www.facebook.com/GeorgianRoboticsAssociation

პროტო-ასომთავრული კოლხური რუნები ბრინჯაოს ხანიდან?ქართულენოვან წყაროებს რაღაცნაირად გამორჩათ ან გაატარეს და ჩვენ დავწერთ...
23/07/2025

პროტო-ასომთავრული კოლხური რუნები ბრინჯაოს ხანიდან?

ქართულენოვან წყაროებს რაღაცნაირად გამორჩათ ან გაატარეს და ჩვენ დავწერთ:

2024 წლის ბოლოს ქართველმა არქეოლოგებმა გამოაქვეყნეს სტატია საქართველოში, ბეშპლემის ტბის მახლობლად ნაპოვნი უცნობი დამწერლობით დაფარული ფილის შესახებ. ქვის ობიექტის ზუსტი დათარიღება რთულია, მაგრამ აღმოჩენის კონტექსტის მიხედვით, ეს უნდა იყოს გვიანი ბრინჯაო - რკინის ხანის დასაწყისი. შეგახსენებთ, რომ რკინის ხანის დასაწყისად კავკასიაში მიიჩნევა ძვ.წ. 1200 წელი.

ფილა დამზადებულია ადგილობრივი ბაზალტისგან და მასზე უცნობი ანბანით შესრულებული 60-სიმბოლოიანი წარწერაა. აქედან 39 სიმბოლო მანამდე არცერთ დამწერლობაშ არ დაფიქსირებულა. "ცნობილი" ასოები კი ფინიკიურ-არამეულ დამწერლობას გავს. ასოების ზოგადი ფორმა ასევე გავს აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილ სავაჭრო ბეჭდებს (ამ პოსტის ბოლო სურათზე).

სამეცნიერო სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:
Ramaz Shengelia, Levan Gordeziani, et al., Discovery Of Unknown Script Characters In Georgia: The Bashplemi Lake Tablet. Journal of Ancient History and Archaeology, vol 11, no 3 (2024). DOI: 10.14795/j.v11i3.1035

That's one small step for a man, one giant leap for mankind...55 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს "აპოლო-11" ასტრონავტმა ნი...
22/07/2025

That's one small step for a man, one giant leap for mankind...

55 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს "აპოლო-11" ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. გილოცავთ!

McDonnell Douglas DC-X: ვერტიკალური დაჯდომის პიონერი2024 წლიდან ვერტიკალური დაჯდომის (Vertical takeoff, vertical landing...
18/07/2025

McDonnell Douglas DC-X: ვერტიკალური დაჯდომის პიონერი

2024 წლიდან ვერტიკალური დაჯდომის (Vertical takeoff, vertical landing (VTVL)) რაკეტების რბოლას მრავალი ახალი წევრი შეემატა. ორმა ჩინურმა კომპანიამ, ერთმა ინდურმა და ასევე იაპონურმა კორპორაცია Honda-მაც წარმოადგინეს VTVL ხომალდები.

ამიტომ საინტერესოა გავიხსენოთ ამ ტექნოლოგიის ნაკლებად გახმაურებული, მაგრამ მნიშვნელოვანი წინამორბედები:
1991-96 წლებში Delta Clipper DC-X პროექტში განხორციელდა ვერტიკალური გაშვება-დაჯდომის რამოდენიმე ფრენა, რომელმაც დაამტკიცა ასეთი დაჯდომის მეთოდის შესაძლებლობა.

პროტოტიპი აღჭურვილი იყო ოთხი სარაკეტო ძრავით და მისი ავიონიკა შედგებოდა F-15 და F/A-18 თვითმფრინავების სტანდარტული ნაწილებისგან.
სამწუხაროდ, 1996 წელს ფრენის შემდეგ, დაჯდომის დროს, ხომალდის ერთერთი ფეხი არასაკმარისად გაიშალა, რამაც გამოიწვია პროტოტიპის წაქცევა. გაბზარული ავზიდან დაღვრილმა თხევადმა ჟანგბადმა წარმოშვა ხანძარი, რის შედეგადაც პროტოტიპი განადგურდა.

მსოფლიოში პირველი ვიდეოთამაში: Cathode-ray tube amusement deviceმოგეხსენებათ რომ ამჟამად რეტრო-თამაშების დიდი ბუმია, ბევ...
16/07/2025

მსოფლიოში პირველი ვიდეოთამაში: Cathode-ray tube amusement device

მოგეხსენებათ რომ ამჟამად რეტრო-თამაშების დიდი ბუმია, ბევრი ახალი თამაშის სტილიზებულია წინა ეპოქის პიქსელური გრაფიკის მსგავსად, ცალკე კი სტუდიები კლასიკის რემასტერ ვერსიებს გვთავაზობენ.

ამიტომ ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვა, რომელი იყო მსოფლუოში პირველი ვიდეოთამაში?

ეს გახლდათ 1947 წელს Thomas T. Goldsmith Jr. და Estle Ray Mann-ის მიერ დაპატენდებული "გასართობი ხელსაწყო კათოდური სხივის მილაკით". მარტო საოცარი სახელწოდების გამო ღირდა მასზე პოსტის გაკეთება :)

ამ ხელსაწყოზე შეიძლებოდა ეკრანზე ხატვა კონტროლიორით მართვადი მანათობელი წერტილის საშუალებით. ასევე არსებობდა თამაში, სადაც მოთამაშე ცდილობს მოძრავი წერტილი გაატაროს სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებებს შორის. ასევე ორ მოთამაშეზე გათვლილი ჩოგბურთი: Tennis for Two.

Axiom-4 მისიის ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგური დატოვესსადგურიდან გამოყოფის შემდეგ, SpaceX Dragon ხომალდი დე...
14/07/2025

Axiom-4 მისიის ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგური დატოვეს

სადგურიდან გამოყოფის შემდეგ, SpaceX Dragon ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდება და კალიფორნიის სანაპიროსთან ოკეანეში დაეშვება ხვალ ცენტრალური ევროპის დროით (CET) დილის 11:31 საათზე. მისიის ფარგლებში დაგეგმილი ექსპერიმენტული პროგრამა 60-მდე სამეცნიერო კვლევას მოიცავდა. ასევე, დედამიწაზე დაბრუნებამდე ასტრონავტებმა მონაწილეობა მიიღეს ექსპედიციის დახურვის ცერემონიაში, რომელსაც მოყვა პრესკონფერენცია და მცირე ბანკეტი.

ღონისძიებაზე საერთაშორისო ეკიპაჟის წევრებმა თავიანთი ქვეყნებიდან წამოღებული ტრადიციული კერძები დააგემოვნეს. ასტრონავტმა სლავოშ უზნანსკი-ვიშნიევსკიმ ორბიტაზე პოლონური პიეროგი მიირთვა.

ცნობილმა პოლონელმა მზარეულმა მატეუშ გესლერმა ევროპული კოსმოსური სააგენტო ESA-სთვის შექმნა ე.წ. "ასტროპიეროგი", რომელიც მშრალ მდგომარეობაში ინახება და უშუალოდ ჭამის წინ საჭიროებს რეჰიდრაციას.

ალექსანდრიაში საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის გუნდმა, La Fondation Dassault Systèmes-ის მხარდაჭერით, ხ...
11/07/2025

ალექსანდრიაში საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის გუნდმა, La Fondation Dassault Systèmes-ის მხარდაჭერით, ხმელთაშუა ზღვის ფსკერიდან ალექსანდრიის შუქურის 22 მასიური ბლოკი ამოიღო.

ჩვ.წ.აღ-მდე მესამე საუკუნეში აგებული შუქურა საუკუნეების განმავლობაში ადამიანის მიერ შექმნილ ყველაზე მაღალ ნაგებობას წარმოადგენდა. შუქურა მე-14 საუკუნეში მიწისძვრების სერიის შედეგად დაინგრა. 1994 წელს კი მისი ნანგრევები წყალქვეშა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.

ახლად ამოღებულ ბლოკებს შორის არის 70-80 ტონიანი მონუმენტური კარის თაღები და წირთხლები, ასევე აქამდე უცნობი პილონი ეგვიპტური სტილის კარით.

PHAROS-ის პროექტის გუნდი გეგმავს თითოეული არქიტექტურული ელემენტის დეტალურ შესწავლას და სკანირებას. მაღალი რეზოლუციის ფოტოგრამეტრიისა და 3D სკანირების გამოყენებით, მეცნიერები ქმნიან შუქურის ვირტუალურ მოდელს.

ამჟამად ციფრულად დოკუმენტირებულია შუქურის 100-ზე მეტი ელემენტი.

რას წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავთშორისი კომეტა 3I/ATLAS?3I/ATLAS, ოფიციალურად ცნობილი როგორც C/2025 N1, არის მ...
09/07/2025

რას წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავთშორისი კომეტა 3I/ATLAS?

3I/ATLAS, ოფიციალურად ცნობილი როგორც C/2025 N1, არის მზის სისტემაში აღმოჩენილი მესამე დადასტურებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი. იგი 2025 წლის 1 ივლისს, ჩილეში მდებარე ATLAS ტელესკოპმა დააფიქსირა.

თავდაპირველად ობიექტი "დედამიწის მახლობელ ობიექტთა" სიაში მოხვდა. მაგრამ შემდგომმა დაკვირვებებმა დაადასტურა რომ ეს სინამდვილეში კომეტაა. ოფიციალურ აღმოჩენამდე გადაღებული სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ 3I/ATLAS-ის ბირთვი აქტიური კომითაა დაფარული. ბირთვის ზომის შეფასებები მერყეობს 0.8-დან 24 კილომეტრამდე.

3I/ATLAS ჰიპერბოლური ტრაექტორია მიუთითებს, რომ იგი ჩვენს სისტემაში გარე სივრციდან შემოფრინდა. პერიჰელიონს, ანუ მზესთან უახლოეს წერტილს, კომეტა 2025 წლის 29 ოქტომბერს გაივლის. სამწუხაროდ, ამ დროს კომეტა და დედამიწა მზის მოპირდაპირე მხარეს იქნებიან, რაც მის დანახვას შეუძლებელს გახდის. მისი ხილვადობა დეკემბრის დასაწყიში აღდგება.

მარსზე სამ დრეში???ჰარვარდში მდებარე DEEP-IN-ის და NASA-ს მეცნიერები ერთობლივად შეისწავლიან ლაზერული იმპულსური ძრავის კო...
07/07/2025

მარსზე სამ დრეში???

ჰარვარდში მდებარე DEEP-IN-ის და NASA-ს მეცნიერები ერთობლივად შეისწავლიან ლაზერული იმპულსური ძრავის კონცეპტს, რომლის გამოყენებით 100 კილოგრამამდე თანამგზავრი მარსზე ჩაფრენას 3 დღეს მოანდომებს. იდეა ეფუძნება დედამიწიდან მსუბუქი ხომალდის აცქარებას ძლიერ ლაზერული სხივის საშუალებით.

მსგავსი კონსტრუქცია და მოძრაობის პრინციპი ნაჩვენებია ფილმში "ავატარი", სადაც დედამიწიდან პანდორზე ფრენა სწორედ ლაზერულ-ძრავიანი ხომალდებით ხდებოდა.

ციკლიდან: უცნობი ასტრონომიული ობიექტებიჯუჯა პლანეტა სედნა, ოფიციალურად 90377 Sedna.ეს არის ერთერთი უდიდესი ტრანს-ნეპტუნუ...
02/07/2025

ციკლიდან: უცნობი ასტრონომიული ობიექტები

ჯუჯა პლანეტა სედნა, ოფიციალურად 90377 Sedna.

ეს არის ერთერთი უდიდესი ტრანს-ნეპტუნური ობიექტი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 1000 კილომეტრია. სედნა განსაკუთრებულია იმით, რომ მოძრაობს უნიკალურად წაგრძელებულ ორბიტაზე, რომლის ერთ გავლას 11000 წელიწადს ანდომებს. დედამიწისგან სიშორის გამო, ეს ობიექტი მხოლოდ 2003 იქნა აღმოჩენილი.

გარდა ამისა, სედნას ზედაპირზე უნიკალური ქიმიური პირობებია, სპექტროსკოპიული დაკვირვებები აჩვენებს წყლის, მეთანის, ეთანისა და სხვა, უფრო რთული, ორგანული ნაერთების ნარევს. ამის გამო სედნა არის სპეციფიკური მუქი წითელი ფერის.

სახელი სედნა არჩეულია პლანეტოიდზე გაბატონებული დაბალი ტემპერატურების გამო. ინუიტების (ძვ. სახელწოდება, ესკიმოსები) ტრადიციულ რელიგიაში არის ზღვისა და ზღვის ცხოველების მფარველი ქალღმერთი.

Apple TV+ გეგმავს უილიამ გიბსონის საკულტო რომანის, „ნეირონასერის“ (Neuromancer) ეკრანიზაციას. უილიამ გიბსონი საიბერპანკ ...
30/06/2025

Apple TV+ გეგმავს უილიამ გიბსონის საკულტო რომანის, „ნეირონასერის“ (Neuromancer) ეკრანიზაციას.

უილიამ გიბსონი საიბერპანკ ჟანრის მოთხრობა „ჯონი მნემონიკი“ (Johnny Mnemonic) 1995 წელს ეკრანიზირდა კიანუ რივზის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი კომერციულად არც ისე წარმატებული იყო, დღეს მას ლეგენდარული სტატუსი აქვს. ჯონი მნემონიკმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა კიანუ რივსის მიერ "მატრიცა"-ს ტრილოგიაში (The Matrix) შესრულებულ ნეოს და შემდეგ ვიდეოთამაშ "საიბერპანკ 2077"-ში (Cyberpunk 2077) ჯონი სილვერჰენდ პერსონაჟზე.

გიბსონი ითვლება კიბერპანკ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად. სწორედ მან შემოიტანა პირველმა ტერმინი „კიბერსივრცე“ (Cyberspace). მისი წიგნების მოქმედება ხდება ჰაკერების, მეგაკორპორაციების, ადამიანური ცნობიერების კომპიუტერებთან შერწყმის ტექნოლოგიისა და ვირტუალური რეალობის სამყაროში.

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეცნიერება ყველასათვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მეცნიერება ყველასათვის:

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share

Our Story

სამეცნიერო-გასართობი პოდკასტი, მეცნიერება ყველასათვის

პირველი სამეცნიერო-გასართობი პოდკასტი ქართულ ენაზე:

ჩვენი ეპიზოდები სრულად შეგიძლიათ მოისმინოთ გვერდზე: https://soundcloud.com/a_piece_of_science_for_everyone

ხოლო ეპიზოდის დამატებითი ინფრომაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგში: https://georgianscience.blogspot.com