აი, ფაქტი • ifact.ge

აი, ფაქტი • ifact.ge ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტური გამოძიებები აქტიური მოქალაქეებისთვის

წესები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ:

1. ჩვენი მთავარი ღირებულებაა სიმართლე, სამართლიანობა და ადამიანების უფლება, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

2. თემის შერჩევისას ვითვალისწინებთ საზოგადოების ინტერესსა და პრობლემის მასშტაბს.

3. არ ვუხდით ფულს წყაროს ინფორმაციის სანაცვლოდ. არ ვიღებთ არანაირ საჩუქარს იმ ადამიანებისგან, ვინც ინფორმაციას გვაწვდის ან ვის შესახებაც მა

სალაშია საუბარი.

4. ინტერვიუს ჩასაწერად ადამიანებს ვსტუმრობთ მათსავე სამუშაო გარემოში ან სახლში. ამ გზით თავიდან ავიცილებთ კაფეში ან რესტორანში დაპატიჟების მომენტს და თან უკეთ გავიცნობთ ამ ადამიანს, მასზე მეტ ინფორმაციას მოვაგროვებთ. და თუ მაინც მოინდომა ადამიანმა “პატივი გვცეს,” არ მივიღებთ საჩუქარს, რომლის ფასიც 5 ლარს აღემატება.

5. ვაკვირდებით მოვლენებს ყურადღებით და ნებისმიერ საკითხს ვსწავლობთ სიღრმისეულად, იმდენად სიღრმისეულად, რომ შეგვეძლოს მიახლოებით განვსაზღვროთ რას გვიპასუხებენ ამ თემის მცოდნე პროფესიონალები ინტერვიუს დროს.

6. ვპოულობთ ფაქტებს და უცვლელად ვუზიარებთ მათ საზოგადოებას. არ ვუგულებელყოფთ და ვამახინჯებთ კონტექსტს, გარემოებას სადაც მოქმედება მიმდინარეობს. შეიძლება, საზოგადოებამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი უტყუარი ფაქტებიც კი არასწორად აღიქვას.

7. არ ვენდობით არც საკუთარ დედებს და არც საკუთარ თავებს - ვამოწმებთ ყველა დეტალს, ნებისმიერი წვრილმანსაც კი. ვამოწმებთ სულ მცირე სამჯერ, ვიდრე მასალა გამოქვეყნდება.

8. არასოდეს ვაქვეყნებთ ინფორმაციას, რომელსაც მხოლოდ ერთი წყარო ადასტურებს, ვპოულობთ სულ მცირე სამ წყაროს, რომელიც ერთსა და იმავე ინფორმაციას მოგვაწვდის (წყარო შეიძლება იყოს როგორც დოკუმენტი, ისე ადამიანი).

9. მთელი ჩვენი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე თვალყური უნდა ვადევნოთ თემას, რომელზეც ადრე ვმუშაობდით. ვაწვდით საზოგადოებას ყველა სიახლეს ამ საკითხის შესახებ.

10. თუკი აღმოვაჩენთ შეცდომას გამოქვეყნებულ მასალაში, სასწრაფოდ ვამატებთ შენიშვნასა და გასწორებულ ინფორმაციას.

🛒 რატომ ვერ გრძნობს რიგითი ქართველის ჯიბე "ქართული ოცნების" გაპიარებულ ეკონომიკურ ზრდას და რა მიზეზების გამო გვიძვირდება...
24/07/2025

🛒 რატომ ვერ გრძნობს რიგითი ქართველის ჯიბე "ქართული ოცნების" გაპიარებულ ეკონომიკურ ზრდას და რა მიზეზების გამო გვიძვირდება ცხოვრება?

🔴 ამ კითხვებზე პასუხს "აი, კონტექსტის" ახალ ეპიზოდში იპოვით. 👇

"აი, კონტექსტის" ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ საქართველოში გაძვირებული ცხოვრების გამომწვევ მიზეზებსა და იმაზე, რატომ ვ....

24/07/2025

🟣 ვინ შეიძლება იდგეს რუსი მიგრანტების უკან?

🎙️ "აი, გამოსავალი" სრულად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube-ზე. ბმული კომენტარებშია.

24/07/2025

🟣 რა კავშირი აქვთ ლალი მოროშკინასა და არხიპოვებს?

🎥 საგამოძიებო ფილმი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube-ზე და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ბმული კომენტარებშია.

💬 "რუსი ბიზნესმენი, რომელიც ჩამოდის და, მაგალითად, ბათუმში ყიდულობს სასტუმროებს, მან გარჩევის ეს საკითხი იცის. ის საქართ...
23/07/2025

💬 "რუსი ბიზნესმენი, რომელიც ჩამოდის და, მაგალითად, ბათუმში ყიდულობს სასტუმროებს, მან გარჩევის ეს საკითხი იცის. ის საქართველოს სასამართლოს კი არ ენდობა, ნებისმიერ ფინანსურ დავასთან დაკავშირებით წავა ქურდებთან, ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან..." - ამბობს ანდრო გოცირიძე "აი, გამოსავალში."

🎙️ პოდკასტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube-ზე. ბმული კომენტარებშია.

23/07/2025

🟣 "რუსულად რატომ არ საუბრობთ?.. რუსული კიდევ რატომ ვერ ისწავლეთ?" - რას ამბობს რუსეთის მოქალაქე იულია არხიპოვა "აი, ფაქტთან"?

🎥 საგამოძიებო ფილმი სრულად ნახეთ YouTube-ზე და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ბმული კომენტარებშია.

💬 "დღეს "ბათუმელებმა" გადაიხადა 47 ათასი ლარი, ანუ დავალიანების ძირი თანხა. "ბათუმელებმა" ამ დავალიანების დაფარვა მოახერ...
22/07/2025

💬 "დღეს "ბათუმელებმა" გადაიხადა 47 ათასი ლარი, ანუ დავალიანების ძირი თანხა. "ბათუმელებმა" ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის," – წერს გამოცემა.

🔴 მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადასახდელი დარჩათ ძირ თანხაზე დარიცხული საურავი – 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

🔴 შემოსავლების სამსახურის მიერ 1 საათის წინ გაავრცელებული განცხადებით, მზად არიან საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მოხსნან ყადაღა "ბათუმელების" ანგარიშებს და უზრუნველყონ ვალის გადახდა გრაფიკით.

🔴 გამოცემის ინფორმაციით, მათ 1 ივლისიდან თავად ითხოვეს ეს გრაფიკი, რაც კოდექსით ნებადართულია, თუმცა მაშინ უარი მიიღეს.

🟣 დიდი გამოძიებები პატარა ბიძგით იწყება! - თუ ფიქრობთ რომ მნიშვნელოვან ამბებს გიყვებით, დაგვეხმარეთ საქმიანობის გაგრძელე...
22/07/2025

🟣 დიდი გამოძიებები პატარა ბიძგით იწყება! - თუ ფიქრობთ რომ მნიშვნელოვან ამბებს გიყვებით, დაგვეხმარეთ საქმიანობის გაგრძელებაში.

🟣 გადმოდით ჩვენს ვებგვერდზე (www.ifact.ge) და დააფინანსეთ "აი, ფაქტი."

🟣 ან პირდაპირ გადმორიცხეთ თანხა ჩვენს საბანკო ანგარიშზე:

22/07/2025

💬 "ფულს სუნი აქვს...რუსულ ფულს მოაქვს პოლიტიკური გავლენები, რაც არ უნდა პოლიტიკურად ნეიტრალური რუსის მიერ ჩამოყალიბებული ბიზნესი იყოს," - ანდრო გოცირიძე.

🎙️ "აი, გამოსავალის" ეს ეპიზოდი სრულად ნახეთ ჩვენს YouTube-ზე. ბმული კომენტარებშია.

22/07/2025

🟣 ლანჩხუთთან ადაპტაციაში რუს მარია და იულია არხიპოვებს გელა ზოიძე დაეხმარა. რას ამბობს ის, ნახეთ ვიდეოში. 👇

📢 "ქართულმა ოცნებამ" "ბათუმელები/ნეტგაზეთის" ანგარიშებს ინკასო დაადო (საგადასახადო დავალიანება 47 ათასი ლარი, საურავი და...
21/07/2025

📢 "ქართულმა ოცნებამ" "ბათუმელები/ნეტგაზეთის" ანგარიშებს ინკასო დაადო (საგადასახადო დავალიანება 47 ათასი ლარი, საურავი და ჯარიმა 300 ათას ლარამდე). ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დააყადაღებს და გაყიდის მედიის ტექნიკასა და ოფისს.

💬 "[ინკასოს] ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი - სურვილი, რომ მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტო," - წერს გამოცემა "ბათუმელები."

🔴 მათ მხარდასაჭერად შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.

თიბისი: , მიმღები ზვიად ქორიძე
საქართველოს ბანკი: , მიმღები გელა მთივლიშვილი

დანიშნულებაში მიუთითეთ - "ბათუმელებისთვის."

#თავისუფლებამზიას!

🟣 საქართველოში რუსული სკოლების გახსნა, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება და რუსების პოზიციების გაძლიერება... 🟣 ვინ არი...
21/07/2025

🟣 საქართველოში რუსული სკოლების გახსნა, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება და რუსების პოზიციების გაძლიერება...

🟣 ვინ არის და რას წერს მარია არხიპოვა რუსულ "პრავფონდს," დეტალურად ნახეთ სტატიაში. ბმული კომენტარებშია.

21/07/2025

💬 "რუსულ ენას უნდა მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, [საქართველოში] უნდა გაიხსნას რუსული სკოლები..." - ნახეთ რას ამბობს მარია არხიპოვა რუსულ მედიასთან.👇

Address

თბილისი

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995551546058

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აი, ფაქტი • ifact.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to აი, ფაქტი • ifact.ge:

Share

“გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა!”

ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმირებულ მოქალაქეს უკეთესი საზოგადოების შექმნა შეუძლია. ამიტომაც, ჩვენ გემსახურებით თქვენ, ვისაც მთავრობის უკეთ გასაკონტროლებლად გადამოწმებული ინფორმაცია გჭირდებათ. ჩვენ ვაგროვებთ ფაქტებს და თქვენთან მოგვაქვს, რომ მერე ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ.