19/02/2024
სალამი მეგობრებო,
EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების სააგენტო, ეძებს ადამიანს, ვისაც გადაღება და მონტაჟი შეუძლია, ძირითად სამსახურთან შეთავსებით. საწყის ეტაპზე, თვეში 5 ცალი 2-3-წუთიანი რგოლი გვინდა (ჟურნალისტი გვეყოლება). გრაფიკი თავისუფალია, ჟურნალისტთან წინასწარი შეთანხმებით. კანდიდატი საკუთარი მარტივი კამერით ან ფოტოაპარატით მაინც უნდა იყოს აღჭურვილი. ვაკანსია ძალაშია 2024 წლის 29 თებერვლამდე
თუ საინტერესოა, გამოაგზავნეთ თქვენ მიერ შექმნილი რამდენიმე ვიდეოს ბმული და მარტივი CV მისამართზე: [email protected] თემაში მიუთითეთ – „ვიდეო“, მეილში ასევე მიუთითეთ ერთი რგოლის დამზადებისთვის სასურველი ანაზღაურება (ხელზე ასაღები). მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.