Academic Press of Georgia - საგა

Academic Press of Georgia - საგა Academic Press of Georgia (APoG) publishes books both paper and e-Pub versions of very wide range of

31/01/2023

‘საგა’-ს წიგნები შეიძინეთ ვებგვერდიდან apgeorgia.com

30/01/2023

Academic Press of Georgia (APoG) publishes books both paper and e-Pub versions of very wide range of literature.: ficion, non-fiction, dictionaries, posters, children's books, professional literature and etc

27/01/2023
 #საგა  #ბიოლოგია  #კრებული🤓🤓🟩 ბიოლოგია - სავარჯიშოების კრებული🟩 საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის🟦მორგებულია ე...
27/01/2023

#საგა #ბიოლოგია #კრებული🤓🤓
🟩 ბიოლოგია - სავარჯიშოების კრებული

🟩 საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის

🟦მორგებულია ეროვნული სასწავლო გეგ­მით გათვალისწინებულ პროგრამულ საკითხებს

🟦მოიცავს ბიოლოგიის ორ ძირითად თავს: ციტოლოგიასა და ანა­ტომიას.

🟦 კრებული ავტორი: ხათუნა გოგალაძე - ქიმიის დოქტორი, ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი

🟨ფასი 17.5 ლარი

🟨შეძენა შესაძლებელია დისტრიბუტორებთან, გამომცემლობაში, ასევე ვებ-გვერდიდან https://apgeorgia.com/product/ბიოლოგია-სავარჯიშოების/





გამომცემლობა საგა წარმოგიდგენთ ბიოლოგიის სავარჯიშოების კრებულს, რომელიც განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის და მორგებულია ეროვნული სასწავლო გეგ­მით გათვალისწინებულ პროგრამულ საკითხებს.

სავარჯიშოები გათვლილია კეთებით სწავლებაზე, მოსწავლემ უნდა შექმნას მოდელები ან სწორად შეავსოს ცხრილები, ამოჭრას, გააფერადოს, იპოვოს შესაბამისობები, რაც მეტად მნიშვნელოვანია როგორც კინესთეტიკური, ასევე მხედველობითი მეხსიერების ტიპის მქონე ბავშვებისთვის. ამ ასაკის მოსწავლეთათვის მსგავსი კრებული ქართულ ენაზე არ არსებობს.

კრებული მოიცავს 36 სავარჯიშოს. სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეს შეუძლია როგორც გაკვეთილის მსვლელობისას, ასევე დამოუკიდებლად. ამ ­მხრივ, კრებული უზრუნველყოფს, მოსწავლეებში განავითაროს დამოუკიდებლად თვითრეალიზების უნარიც.

ბიოლოგიის სავარჯიშოების კრებული დიდ დახმარებას გაუწევს საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებს საგნის წარმატებული და შედეგიანი სწავლის პროცესში. კრებული დაეხმარება მათ მასწავლებლებს, გამოიყენონ სავარჯიშო­ები როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებისთვის.

კრებული განკუთვნილია ასევე ბიოლოგიის საგნით დაინტერესებული ნების­მიერი პირისთვის.

ბიოლოგია მასწავლებლებისათვისდაიბეჭდა ახალი ტირაჟიფასი: 20 ლარი
27/01/2023

ბიოლოგია მასწავლებლებისათვის
დაიბეჭდა ახალი ტირაჟი
ფასი: 20 ლარი

27/01/2023

122 გვ , ფერადი
ზომა: 210x295
გთავაზობთ ისტორიის ტესტებს, რომლის მოწოდების ფორმატი შეესაბამება თანამედროვე სასკოლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან ცნებებზე დაფუძნებულ პედაგოგიკას, უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების შესაბამისი საგნობრივი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შემოწმებას და დაეხმარება აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიის დისციპლინის მომზადებაში. შევეცადეთ წინამდებარე ტესტური დავალებებით მოგვეცვა თითქმის ყველა საკითხი, რომელიც აბიტურიენტს საშუალებას მისცემს შეამოწმოს არა მარტო საკუთარი ცოდნა, არამედ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ისტორიის შესწავლის პროცესში შეიძინა. ტესტი წარმოადგენს ეროვნული გამოცდის სიმულაციას და მორგებულია იმ საჭიროებებს, რაც აბიტურიენტს ხელს შეუწყობს გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლამდე.
ტესტების კომპლექტი შეიცავს სარეკომენდაციო ხასიათის დავალების ნიმუშებს, რომლებიც, როგორც აღინიშნა, შეესაბამება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიას და მორგებულია ისტორიის დისციპლინის ექვს გრძელვადიან მიზანზე (წყარო, დრო, სივრცე, საზოგადოება, ძალაუფლება, ისტორიული მოვლენა/პროცესი). ვინაიდან სკოლაში დაწყებული საგანმანათლებლო პროცესი უნდა გაგრძელდეს უნივერსიტეტში, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდის ისტორიის ტესტებშიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სკოლაში დაწყებული პროცესების ადეკვატურად გაგრძელებას.
ფასი:: 25.98

Academic Press of Georgia (APoG) publishes books both paper and e-Pub versions of very wide range of literature.: ficion, non-fiction, dictionaries, posters, children's books, professional literature and etc

Tbilisi,Georgia
08/12/2022

Tbilisi,Georgia

თქვენ წინაშეა  20 ლიეტუველი მწერალი ქალის მოთხრობების კრებული. თითოეული მწერალი წარმოდგენილია ერთი ან ორი მოთხრობით.მიუხ...
08/12/2022

თქვენ წინაშეა 20 ლიეტუველი მწერალი ქალის მოთხრობების კრებული. თითოეული მწერალი წარმოდგენილია ერთი ან ორი მოთხრობით.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ე. წ. ქალურ მოთხრობას თან სდევს სიმარტოვის თავისებური სიმძაფრით აღწერა, არცერთ ტექსტში ოდნავადაც არ იგრძნობა იაფფასიანი სენტიმენტები, რომანტიკა ან პათეტიკა, რითიც მეტისმეტად გაჯერებულია ხოლმე თანამედროვე ლიტერატურა. აქ წარმოდგენილი არცერთი ავტორი არ არის ახალბედა და არა მარტო იმის გამო, რომ ამ ტექსტებამდე ბევრი აქვთ დაწერილი და გამოცემული, თითოეულ მათგანში იგრძნობა ინდივიდუალური მწერლური ხმა, თითოეული მათგანი თავისუფალია მოძველებული მხატვრული ქსოვილისგან, თხრობის მრავალგზის გამოყენებული ხერხებისგან და ახალი მხატვრული საშუალებები აქვს ნაპოვნი. პრობლემების ჩვენებისთვის დელიკატური, მინიშნებითი მხატვრული გამომსახველობა აქვთ არჩეული და ამით იმ ბეწვის ხიდს გადიან წარმატებით, ძალიან ხშირად საბედისწერო რომ გამხდარა ბევრი თანამედროვე მწერლისთვის, რომელთა ტექსტები არასამთავრობო ორგანიზაციის მანიფესტს უფრო მოგვაგონებს.

02/12/2022

📣 #სიახლე Academic Press of Georgia - საგა

📚 რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული მოთხრობების კრებული, ეკატერინე ფავლენიშვილის „საწუთროს მარგალიტები“

📚 ფასი: 12.90 ლარი
📚 წიგნი ვებ-გვერდზე 👉👉 https://bit.ly/3uo159i

📚 ავტორის შესახებ 👇👇
✍️ ეკატერინე ფავლენიშვილი დაიბადა 1971 წელს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა დედოფლის­წყაროს მე-2 საშუალო სკოლა ოქროს მედლით.

✍️ 1992-96 წლებში სწავლობდა ასოციაცია „ფალავანის“ დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1996-2001 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს რელიგიის ისტორიასა და კატეხიზმოში.

✍️ 2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „კათოლიკობა საქართველოში (XIX საუკუნე)“ და მოიპოვა ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო პუბლიკაცია.

✍️ 2021 წლის დეკემბერში ორი ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა. რეზო ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში მეორე პრემია აიღო (მოთხრობა – „ბროლის ქალწული“), ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წლის საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაციაში ფინალისტთა სამეულში მოხვდა. 2022 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულია.

02/12/2022

პროფესიონალი ოპერატორების სტუდია. ჯონი ელაშვილი 599933127

კიევში მცხოვრები ქართველი მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინის სახალხოპოეტი, უკრაინის ხელოვ...
29/11/2022

კიევში მცხოვრები ქართველი მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინის სახალხო
პოეტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, შოთა
რუსთაველის პრემიის ლაურეატი რაულ ჩილაჩავა თავისი პატარა ძაღლის ჩაპას სახელით ემოციურად გვიყვება რუსეთ-
უკრაინის ომზე, საკუთარ განცდებზე, ამხელს კრემლის დანაშაულებრივ პოლიტიკას, აკეთებს საკუთარ დასკვნებს
და პროგნოზებს. ჩაპამ თავის პატრონთან ერთად გამოიარა დევნილის რთული გზა კიევიდან ლვოვამდე, ლვოვიდან
ვარშავამდე, იქიდან კი საქართველომდე. თვითმხილველის მიერ დაწერილ ამ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება
პუბლიცისტიკა, პოეზია, ინტერვიუ, ქრონიკა, დოკუმენტური ფოტომასალა, რომელთა ერთობლიობა ემსახურება მიმდინარე
ომის მიზეზებისა და შედეგების პირუთვნელად წარმოჩენას. ავტორისა და გამომცემლობის ჩანაფიქრით წიგნი
განკუთვნილია ფართო, მრავალენოვანი აუდიტორიისთვის, რომელიც მიიღებს თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ზუსტ და
შემოწმებულ ინფორმაციას თანამედროვეობის დიდ ტრაგედიაზე

Georgian writer living in Kyiv, Academician of the Georgian Academy of Sciences, National Poet of Ukraine,
Honored Art Worker of Ukraine, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Ukraine, S***a Rustaveli
Prize laureate Raul Chilachava emotionally tells us about the Russia-Ukraine war, about his own experiences
under the name of his little dog Chappa. He exposes the Kremlin’s criminal policy, Makes own conclusions and
predictions. Chappa, together with his owner, went through the difficult path of a refugee from Kyiv to Lviv,
from Lviv to Warsaw, and from there to Georgia. In this book written by an eyewitness, journalism, poetry,
interviews, chronicles, documentary photographs are alternated, the combination of which serves to present
impartially causes and consequences of the current war. The author and the publishing house envision the
book for a wide, multilingual audience, which will receive the accurate and verified information, provided by
the eyewitness about the great tragedy of modernity.

კიევში მცხოვრები ქართველი მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინის სახალხოპოეტი, უკრაინის ხელოვ...
29/11/2022

კიევში მცხოვრები ქართველი მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინის სახალხო
პოეტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, შოთა
რუსთაველის პრემიის ლაურეატი რაულ ჩილაჩავა თავისი პატარა ძაღლის ჩაპას სახელით ემოციურად გვიყვება რუსეთ-
უკრაინის ომზე, საკუთარ განცდებზე, ამხელს კრემლის დანაშაულებრივ პოლიტიკას, აკეთებს საკუთარ დასკვნებს
და პროგნოზებს. ჩაპამ თავის პატრონთან ერთად გამოიარა დევნილის რთული გზა კიევიდან ლვოვამდე, ლვოვიდან
ვარშავამდე, იქიდან კი საქართველომდე. თვითმხილველის მიერ დაწერილ ამ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება
პუბლიცისტიკა, პოეზია, ინტერვიუ, ქრონიკა, დოკუმენტური ფოტომასალა, რომელთა ერთობლიობა ემსახურება მიმდინარე
ომის მიზეზებისა და შედეგების პირუთვნელად წარმოჩენას. ავტორისა და გამომცემლობის ჩანაფიქრით წიგნი
განკუთვნილია ფართო, მრავალენოვანი აუდიტორიისთვის, რომელიც მიიღებს თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ზუსტ და
შემოწმებულ ინფორმაციას თანამედროვეობის დიდ ტრაგედიაზე

22/11/2022

წინამდებარე სავარჯიშოების კრებული განკუთვნილია ბიოლოგიის მასწავლებლებისა და ამ საგნით დაინტერსებული ნებისმიერი პირისთვის. კრებულში შეტანილია მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდისათვის მოსამზადებელი სავარჯიშოები საგამოცდო პროგრამის მიხედვით.
სულ 550 ტესტური დავალებაა. დავალებებს მოჰყვება პასუხები, ფერადი დანართები და 2022 წლის ბიოლოგიის სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამა, რომელიც გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ.
წიგნი დაიბეჭდა 25 ნოემბერს
ფასი: 19.98
თუ გამოიწერთ ვებგვერდიდან apgeorgia.com
მიწოდება უფასოა , ფასში შედის მიწოდების ხარჯებიც.

Academic Press of Georgia (APoG) publishes books both paper and e-Pub versions of very wide range of literature.: ficion, non-fiction, dictionaries, posters, children's books, professional literature and etc

19/11/2022
08/11/2022

შეკვეთამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი საიტის წესებს - კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ეკატერინე ფავლენიშვილი დაიბადა 1971 წელს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა დედოფლის­წყაროს მე-2 საშუალო სკოლა ოქროს მედლი...
01/11/2022

ეკატერინე ფავლენიშვილი დაიბადა 1971 წელს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა დედოფლის­წყაროს მე-2 საშუალო სკოლა ოქროს მედლით.
1992-96 წლებში სწავლობდა ასოციაცია „ფალავანის“ დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1996-2001 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს რელიგიის ისტორიასა და კატეხიზმოში.
2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „კათოლიკობა საქართველოში (XIX საუკუნე)“ და მოიპოვა ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო პუბლიკაცია.
2021 წლის დეკემბერში ორი ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა. რეზო ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში მეორე პრემია აიღო (მოთხრობა - „ბროლის ქალწული“), ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წლის საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაციაში ფინალისტთა სამეულში მოხვდა. 2022 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ახალი ქართული წიგნი - მწერლების ხელშეწყობა“ - გამარჯვებულია.

შეკვეთამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი საიტის წესებს - კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

შეიძინეთ ვებგვერდიდან:apgeorgia.com.   კურიერი უფასოა.
15/09/2022

შეიძინეთ ვებგვერდიდან:apgeorgia.com. კურიერი უფასოა.

შეიძინეთ ვებგვერდიდან: apgeorgia.com.   კურიერი უფასოა.
15/09/2022

შეიძინეთ ვებგვერდიდან: apgeorgia.com. კურიერი უფასოა.

15/09/2022

"საგა"-ს ახალი წიგნი
სკოლამდელი განათლების პედაგოგთა უნარ-ჩვევები
ზომა: 210x285
400 გვ,ფერადი
ფასი: 25 ლ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების საინტერესო სამყაროში. მიუხედავად იმისა, სტუდენტი ხართ, პედაგოგი, პედაგოგის ასისტენტი თუ მოხალისე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ სკოლამდელი განათლება არის სწრაფად განვითარებადი სფერო, რომელიც გთავაზობთ მომხიბვლელ ახალგაზრდებთან, 3 დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. ტრენინგი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად, აღწერილია მე -13 თავში - პროფესიონალიზმის წახალისება. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის სპეციალისტის (CDA) ტრენინგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართში A.
ტრენინგების დიდი ნაწილი ტარდება კოლეჯებში, უნივერსიტეტებში ან პროგრამების ფარგლებში. წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია ამ ტრენინგების შესახებ. მასში ასევე განხილულია ტრენინგების შესაძლებლობა სამსახურიდან მოუწყვეტლად პროგრამის პერსონალისთვის, რომლებიც საჭიროებენ ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობის უნარების გაუმჯობესებას ან მოხალისეებისთვის, რომლებიც სკოლამდელ განათლების პროგრამებში აპირებენ ჩართვას.

ლიეტუვური საბავშვო წიგნები.თარგმნა Nana Devidze
15/09/2022

ლიეტუვური საბავშვო წიგნები.თარგმნა Nana Devidze

ნანა დევიძეს თარგმანები ლიეტუვურიდან.
15/09/2022

ნანა დევიძეს თარგმანები ლიეტუვურიდან.

ესეც ახალი წიგნი.ლიეტუვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ"მეყვავილე" ავტ. ბირუტე მარიზომა: 200x21596 გვ, ფერადიფასი: 18 ლარი   ...
15/09/2022

ესეც ახალი წიგნი.
ლიეტუვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ
"მეყვავილე" ავტ. ბირუტე მარი
ზომა: 200x215
96 გვ, ფერადი
ფასი: 18 ლარი
წარმოიდგინეთ პატარა ქალაქი, სადაც ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა. აი, ისე, როგორც ზღაპარში: ფერადსახურავიანი ცეროდენა სახლები, მოკირწყლული ქუჩები და შენელებული დროის სიმშვიდე.
ქალაქის ცენტრში, მოედნიდან, სადაც ჩქეფს შადრევანი, წვიმის სახელობის ვიწრო ქუჩა იწყება. საკმარისია, ამ ქუჩისკენ შებრუნდე, მაშინვე დაინახავ ულამაზეს სახლს, რომლის მეორე სართულის ფანჯრები ყვავილებით ისე ლამაზად არის მორთული, როგორც ძველ, ძვირფას ღია ბარათებზეა გამოსახული. გადმოკიდებულია უამრავი ქოთნის ყვავილი და ათასნაირი გამხმარი მცენარის კონა, რომლებიც ქარში ზანზალაკებივით წკრიალებენ, ხოლო ყვავილები მხიარულ ხმებს გამოსცემენ .
ეს სამი ყვავილებიანი ფანჯარა თეატრალურ დეკორაციას უფრო ჩამოჰგავს (შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსახიობთა წკრიალა ხმები, მათი აბრეშუმის კოსტუმების შრიალი და საორკესტრო ორმოდან დაძრული ჰანგები?). თითქოს ეს არ კმაროდა, ფანჯრებიდან დაშვებულ თოკებზე მიმაგრებული ქოთნები კედლის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული და ლამის ადულისის ყველის მაღაზიის ვიტრინას სწვდებოდა.
მაინცდამაინც სწორედ ამ სურნელოვანყვავილებიანი ფანჯრების ქვეშ დაედო ბინა სქელ ყველის ვაჭარ ადულისს, რომელიც საშინლად ვერ იტანდა მის თავზე დაკიდებულ ბაღნარს... რა გასაკვირია? ცხოვრებაში ხშირად ხდება ასე: სწორედ აყვავილებული ფანჯრების ქვეშ მკვიდრდება უსულგულო ყველის ვაჭარი. სამაგიეროდ, სიმშვიდის მოყვარულ პოეტ ლექსიას სახლის გვერდით მდებარეობდა პატარა „პურის საცხობი“, სადაც დილიდან გვიან საღამომდე ხალხის რიგი არ წყდებოდა, რათა ცხელ-ცხელი პურისა და ახალგამომცხვარი კრუასანების გარეშე არ დარჩენილიყვნენ...
ზოგიერთი გამვლელი, რომლებიც ბატონ ადულისის მაღაზიას სტუმრობდა, ანდა ისე, შემთხვევით, შეისეირნებდა ხოლმე წვიმის ქუჩაზე, გაკვირვებული შესცქეროდა კედელს და გაოცებას ვერ მალავდა: ოჰო, ერთი ამას შეხედეთ! რა საინტერესოა, ნეტა ვინ ცხოვრობს ამ ფანჯრებს მიღმა? ყვავილები?...

საგა-ს ახალი წიგნიზომა: 148x210404 გვფასი; 19.98 ლ„რა უნდათ ადამიანებს ჩემგან?! რატომ დამდევენ?! ასე მკაცრები რად არიან?...
30/08/2022

საგა-ს ახალი წიგნი
ზომა: 148x210
404 გვ
ფასი; 19.98 ლ

„რა უნდათ ადამიანებს ჩემგან?! რატომ დამდევენ?! ასე მკაცრები რად არიან? მე ხომ ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ!“ - ამ სიტყვებით მთავრდება კლაუს მანის ცნობილი რომანი „მეფისტო“. სიტყვებს რომანის მთავარი გმირი ჰენდრიკ ჰეფგენი წარმოთქვამს სასოწარკვეთილების წუთებში. მას მართლაც ვერაფერს უსაყვედურებ. გამორჩეული ნიჭის მქონე მსახიობია, რომელიც თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს - ბერლინის სახელმწიფო თეატრის ინტენდანტი და მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ხდება. ამ ყველაფრის მისაღწევად ჰენდრიკ ჰეფგენს არ უწევს იმ უამრავ დანაშაულში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სჩადის. პირიქით, საუკეთესო მეგობარს საკონცენტრაციო ბანაკიდანაც კი იხსნის და საკუთარი შემოსავლიდან ფარულად ოპოზიციურ ძალებსაც აფინანსებს. მაშ რატომ სტოვებს სახელგანთქმულ მსახიობს ნელ-ნელა ყველა მისთვის ღირებული ადამიანი? კეთილი საქმეები, რომლებსაც სჩადის, სიკეთის გულწრფელი სამსახურია და თუ რამე გათვლა? ვინ არის სინამდვილეში ჰენდრიკ ჰეფგენი იგივე მეფისტო? ხელისუფლების მაამებელი ტაკიმასხარა თუ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფარულად მოქმედი გმირი?
ამ რომანს ავტორმა, კლაუს მანმა, თავის დღიურში „ცივი და ბოროტი“ წიგნი უწოდა. და მართლაც, მასში შემზარავი გულწრფელობით არის წარმოჩენილი ადამიანის სულის ყველაზე ღრმა შრეები, მისი ურთიერთობა საკუთარ სინდისთან და გარშემომყოფებთან.
რომანი „მეფისტო“ 1936 წელს დაიწერა და იმავე წელს ამსტერდამის ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა. 1956 წელს იგი პირველად გამოიცა გერმანიაში, თუმცა 1971 წელს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ რომანი აკრძალა. მიზეზად თეატრის ინტენდანტისა და მსახიობის, გუსტავ გრიუნდგენსის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაასახელა. წიგნმა ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ ხელახლა იხილა დღის სინათლე.
კლაუს მანი ამტკიცებდა, „მეფისტოს“ ყველა პერსონაჟი გამოგონილიაო, თუმცა ცნობილი მსახიობის, გუსტავ გრიუნდგენსის გარდა, რომელიც რომანში ჰენდრიკ ჰეფგენის ფსევდონიმით ჩნდება, აქ იმ დროის ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდებით. ესენია ჰერმან გერინგი, კარლ შტერნჰაიმი, გოთფრიდ ბენი, მარლენე დიტრიხი, პამელა ვედეკინდი, თომას და ერიკა მანები.

24/08/2022

საგა-ს ახალი წიგნი
230 გვ
ფასი: 15.00 ლარი

მარია გ. ბაიერ-დორაციო გერმანელი ავტორია, რომელმაც დაწერა მრავალი
სახელმძღვანელო, ორი რომანი და ასევე ოთხი სამეცნიერო-პოპულარული წიგნი
პიროვნების განვითარების, კრეატიულობისა და “სიბერის” შესახებ ახალი ხედვის
თაობაზე. თავისი წიგნებით სურს გაამხნევოს ადამიანები, არ დაექვემდებარონ
მასებში გავრცელებულ აზრებსა და რწმენებს, არამედ გაბედულად და ავთენტურად
მოაწყონ თავიანთი ცხოვრება. ამისათვის რომ საჭიროა რაღაც გაბედო, ავტორი თავისი
ცხოვრებით გვიჩვენებს. ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ
მაღალანაზღაურებადი, გარანტირებული კარიერა მოეწყო, თავისი სანუკვარი
სურვილით იხელმძღვანელა, რომელმაც შორეულ და უცნობ ადგილებში წაიყვანა:
მრავალი წელი იმუშავა აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. დღეს ექსპერტად და
მრჩევლად მუშაობს მთელ მსოფლიოში. საქართველო 2009 წელს გაიცნო თავისი
სამსახურის წყალობით. მას შემდეგ ამ ქვეყნის სიყვარულმა რამდენჯერმე ჩამოიყვანა
საქართველოში, ხოლო 2021 წლიდან თბილისში ცხოვრობს.
წინამდებარე წიგნის მიზანია, ხელი შეგიწყოთ “სიბერის” შესახებ ღრმად გამჯდარი
ნეგატიური ხედვების შემოტრიალებაში. ავტორი ახალგაზრდობაშივე იყო
დაკავებული ინფორმაციის მოძიებით იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ მამაც და
დამოუკიდებელ ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი მხცოვან ასაკამდე.
2019 წლის დეკემბერში ავტორმა ამ თემაზე ისაუბრა თბილისში TEDx-ისთვის.
დასძლიო ყოველდღიური ცხოვრების რუტინა, ცხოვრებისგან შთაგონება მიიღო,
კრეატიულად მოაწყო და ყველაფერს სხვანაირად შეხედო - ეს არის საიდუმლო რჩევა
შინაგანი ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის.

Academic Press of Georgia (APoG) publishes books both paper and e-Pub versions of very wide range of literature.: ficion, non-fiction, dictionaries, posters, children's books, professional literature and etc

12/07/2022

სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ კონკურსის „საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა შექმნა)“ გამარჯვებულ.....

Hopeless by Tommaso Soldiniგანუკურნებელი ავტ. თომაზო სოლდინიიტალიურიდან თარგმნა Maia Maiko Turabelidzeზომა148x210266 გვტ...
08/07/2022

Hopeless by Tommaso Soldini
განუკურნებელი ავტ. თომაზო სოლდინი
იტალიურიდან თარგმნა Maia Maiko Turabelidze
ზომა148x210
266 გვ
ტომაზო სოლდინი დაიბადა ქ. ლუგა­ნოში 1976 წლის 21 სექტემბერს. სწავლობდა ლუგანოსა და ლუცე­რნის სკოლებში.
ფრიბურგის უნივერსიტეტის სალიტერატურო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი გაატარა ნიუ-იორკში,
სადაც 2003 წელს, ერაყის ომამდე ცოტა ხნით ადრე, მონაწილეობა მიიღო დიდი მნიშვნელობის პაციფისტურ
დემონსტრაციაში. მას შემდეგ ძალადობის თემა თავისი შემოქმედების მთავარ ხაზად აქცია და აქტიურობს კიდეც მისი
აღმოფხვრის საქმეში.
2004 წლიდან ასწავლის იტალიურ ენას ბელინცონის კანტონალურ სკოლაში. გამოცემული აქვს არაერთი ესეი, პოეტური
და პროზაული ნაწარმოები: „თავისუფლებისთვის მეამბოხე“ (2009 წ.), „აღმოსავლეთის მხარე“ (2011 წ.), „ერთი
ერთისთვის“ (2013 წ.), „ალისფერი ცხელების ნამდვილი ამბავი“ (2014 წ.) და სხვ.
`განუკურნებელი~ მისი მეორე, ნახევრად დეტექტიური ჟანრის რომანია. ის მოგვითხრობს სიყვარულის ორ ისტორიაზე,
რომელთა შორის პარალელური ხაზები დიდი ოსტატობითაა გავლებული.
ჟურნალისტი მამაკაცი, სახელად მიკელე, ფიქრობდა, რომ ოჯახი ბედნიერი იყო, ცოლი და ქმარი ერთმანეთს
ეწყობოდნენ, დროს ატარებდნენ, მოგზაურობდნენ, შვილებს ზრდიდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ ჯემამ ის ერთ
დღეს, მოულოდნელად, სახლიდან მაინც გააძევა, რის გამოც ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. სასოწარკვეთილებაში
ჩავარდნილმა მამაკაცმა თავი რედაქ­ტორის მიერ შემოთავაზებული საქმის გამოძიებას შეაფარა; მომხდარი დანაშაული
პროფესიონალურად გაშიფრა და დასკვნის გამოტანაში პროკურორს თავისი კვლევები წარუდგინა. გამოძიების
პარალელურად, მიკელე საყვარელ მეუღლესა და შვილებზე ფიქრს არასოდეს წყვეტდა, მათთან დაბრუნებაზე
განუწყვეტლივ ოცნებობდა. საფრთხისა და ფათერაკების მოყვარულმა ჯემამ ის ამასობაში სვინგერების კლუბში
მიიტყუა, სხვადასხვა შემთხვევაში გამოცადა და ერთგულება დაამტკიცებინა.
ამ რომანის სახით მკითხველი სტილისტური ინტერვენციით გამორჩეულ და შეიძლება ითქვას, ერთობ უჩვეულო ნიმუშს
გაეცნობა.

წიგნი შეიძინეთ ვებგვერდიდან APGEORGIA.COM - კურიერი უფასოა.
14.98 ლარი

ამ წიგნში აღწერილია ცხენ დომენიკოსა და ღიღილოს უსაზღვროდ ბედნიერი დაჰარმონიული სიყვარული, რომელმაც გასტანა მარადიულად, შ...
07/07/2022

ამ წიგნში აღწერილია ცხენ დომენიკოსა და ღიღილოს უსაზღვროდ ბედნიერი და
ჰარმონიული სიყვარული, რომელმაც გასტანა მარადიულად, შემოდგომამდე.
შემოდგომამდე, რადგანაც ლიეტუვაში შემოდგომობით ძალიან ცივა და ღიღილოები,
როგორც წესი, იყინება. ცხენ დომენიკოს გული სწყდება, არ სურს, დაშორდეს თავის
საყვარელ ღიღილოს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხვდება: ამ სამყაროში არაფერია
მარადიული, რომ ყველაფერი ცვალებადია, რომ ზამთარს მოსდევს გაზაფხული და რომ
მისი ღიღილოც გაცოცხლდება.
ლიეტუვურიდან თარგმნა Nana Devidze ნანა დევიძმე.
ზომა:: 170x230
76 გვერდი
ილუსტრაციებით
ფასი: 14.98
შიძინეთ ვებგვერდიდან: apgeorgia.com
კურიერი უფასოა.

უნიკალური წიგნი. მართალია გვინდოდა მოგვესწრო წალენჯიხის წიგნის ფესტივალისთვის "გრანელი" მაგრამ ვერ მოესწრო სამწუხაროდ.ზო...
20/06/2022

უნიკალური წიგნი. მართალია გვინდოდა მოგვესწრო წალენჯიხის წიგნის ფესტივალისთვის "გრანელი" მაგრამ ვერ მოესწრო სამწუხაროდ.
ზომა 250x250 mm.
64 გვ
ფასი: 13.98 ლარი
მთარგმნელი და შემდგენელი Chilachava

Address

181/2 Aghmashenebeli Avenue
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

0322 34 04 30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Academic Press of Georgia - საგა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Academic Press of Georgia - საგა:

Videos

Share

Category


Comments

Minda ratomkvia yvavils kenkeha da ukadrisa
დიდი მადლობა
რაიონებში თუ გაიყიდება? კერძოთ ზესტაფონში.