მსოფლიო მხატვრობა-World Art

მსოფლიო მხატვრობა-World Art ეს გვერდი შექმნილია ხელოვნების პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლებისთვის

ელენე ახვლედიანი-მოსავლის აღება, 1974წ.
08/10/2025

ელენე ახვლედიანი-მოსავლის აღება, 1974წ.

ზურაბ კახნიაშვილი-თბილისის უბანი, 42X30სმ. 2025წ.
08/10/2025

ზურაბ კახნიაშვილი-თბილისის უბანი, 42X30სმ. 2025წ.

უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილი დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონში 1948 წელს. 1967-1973 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხა...
08/10/2025

უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილი დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონში 1948 წელს. 1967-1973 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სწორედ ეროვნულ გალერეაში შედგა. რის შემდგომაც მხატვრის გამოფენები რეგულარულად იმართება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა.
მისი მხატვრული ტრადიციები კლასიკურ ავანგარდს წარმოადგენს. მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა და სოცრეალიზმი მხატვრის შემოქმედებას ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებდა. მხატვრობის ძირითადი ეტაპი 1970-80-იანი წლებიდან იწყება, რამაც უშანგი ხუმარაშვილი ექსპრესიულ აბსტრაქციონისტად ჩამოაყალიბა.

პერსონალური გამოფენები:
2007-1998 - რვა პერსონალური გამოფენა თბილისის კერძო გალერეებში.
1994 - საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი.

ჯგუფური გამოფენები:
2006 - “შეხვედრა ფიროსმანთან” (თანამედროვე გერმანელ მხატვრებთან ერთად), თბილისის ისტორიის მუზეუმი-ქარვასლა, საქართველო.
2006 - საერთაშორისო ბიენალე, განჯა,აზერბაიჯანი.
2006 - აზერბაიჯანული ვორქშოფი, თემა “ქაღალდი”.
2001 - აზერბაიჯანული ვორქშოფი, თემა “ქაღალდი”.
1999 - გერმანია.
1998 - “N”გალერეა, თბილისი, საქართველო.
1996 - საერთაშორისო ბიენალე “ჩრდილში,” თბილისი, საქართველო.

ნამუშევრები ინახება:
საქართველოს და საზღვარგარეთის კერძო კოლექციები.
საქართველოს ეროვნული გალერეა.
უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილი გარდაიცვალა 2023 წელს.

თენგიზ (ჩუბჩიკა) მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. 1941 წელს შევიდა თბილისის მე-7...
08/10/2025

თენგიზ (ჩუბჩიკა) მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. 1941 წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე,მესამე კურსიდან თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე 1959 წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 1961 წლიდან - სამხატვრო აკადემიის პედაგოგია. 1972-2004 წლებში მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია „ჰამლეტის“ გასაფორმებლად.
თენგიზ მირზაშვილი არის 150-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ეთერ თათარაიძის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული.
მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” სამი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთროში" რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი; სპეციალური ერთჯერადი გაზეთების „რეზო ინანიშვილი“, „მერაბ მამარდაშვილი“ „სვეტიცხოველი“(1994)რედაქტორი და მხატვარი;მირზაშვილი, გიორგი. რეკლამის შემდეგ.(2003) შემდგენელი და რედაქტორი; მირზაშვილი, გიორგი.„ფრაგმენტები სურათისათვის“ (2003) შემდგენელი და რედაქტორი და სხვ.1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ჟურნალ- გაზეთების რედაქციებში ილუსტრატორად. აქვეყნებდა წერილებსა და პუბლიკაციებს ნიკო ფიროსმანზე, „ვეფხისტყაოსანზე“, კულტურის სხვადასხვა ძეგლზე.
თენგიზ მირზაშვილი იყო მხატვარი ფილმებისა:
მანანა (1958)სცენარის ავტორი: ელიზბარ გედევანიშვილი; რეჟისორი: ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი;
არღანი (1967)სცენარის ავტორი:გია ბადრიძე; რეჟისორი: გიორგი კალატოზიშვილი;
მზის ჩასვლის წინ (1968)სცენარის ავტორი:რევაზ ურუშაძე, ნოდარ ფირანიშვილი; რეჟისორი: ნოდარ ფირანიშვილი;
მონადირე (1970) სცენარის ავტორი და რეჟისორი: ალექსანდრე ჟღენტი;
შერეკილები (1973) სცენარის ავტორი: რევაზ გაბრიაძე; რეჟისორი: ელდარ შენგელაია;
ფერმა მთაში (1974) სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი; რეჟისორი: ლიანა ელიავა;
გამარჯობა ყველას (ფიროსმანი) (1980)სცენარის ავტორი: ვადიმ კოროსტილოვი;რეჟისორი: გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე;
გზის დასაწყისი (1982) სცენარის ავტორი და რეჟისორი ლიანა ელიავა.
სცენარის ავტორი და მხატვარია დოკუმენტური ფილმისა:ვანო მელიაშვილი (2000); გადაღებულია ფილმში:„არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, სცენარის ავტორი: გუგული მგელაძე, ლევან ჭელიძე; რეჟისორი: გუგული მგელაძე; მხატვარი დიმიტრი თაყაიშვილი
მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: რუსეთში, (მოსკოვში; 1957, 1958, 1966, 1967, 1968, 1979, 1986 და სხვ.), გერმანიაში (1985), კანადაში (1987) ავსტრიაში (1988), გერმანიაში (1989), აშშ-ში (1990), საფრანგეთში (1997, 1998), მრავალი გამოფენა თბილისში. გარდაიცვალა 2008 წლის 1 იანვარს თბილისში, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

08/10/2025
ბესიკ დუღაშვილი-მუყაო, ზეთი, 17X22სმ. 2025წ.
08/10/2025

ბესიკ დუღაშვილი-მუყაო, ზეთი, 17X22სმ. 2025წ.

ავთო ვარაზი-კომპოზიცია თევზი, თევზი, თეფში, შერეული ტექნიკა, 25,5x33სმ. 1964წ.
08/10/2025

ავთო ვარაზი-კომპოზიცია თევზი, თევზი, თეფში, შერეული ტექნიკა, 25,5x33სმ. 1964წ.

ამირან კუპრავა-კოლხური მოტივი, ტილო, აკრილი, 20X20სმ. 2025წ.
08/10/2025

ამირან კუპრავა-კოლხური მოტივი, ტილო, აკრილი, 20X20სმ. 2025წ.

გოჩა ნარიმანიძე-გერგეტი, ტილო, ზეთი, 60X40სმ. 2025წ.
08/10/2025

გოჩა ნარიმანიძე-გერგეტი, ტილო, ზეთი, 60X40სმ. 2025წ.

დალი ფოდიაშვილი-ტილო, ზეთი, 60X50სმ. 2000-იანი
08/10/2025

დალი ფოდიაშვილი-ტილო, ზეთი, 60X50სმ. 2000-იანი

ვახტანგ (ბესო) ბესელია
08/10/2025

ვახტანგ (ბესო) ბესელია

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მსოფლიო მხატვრობა-World Art posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share