Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია

  • Home
  • Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია

Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია ტელეკომპანია კავკასია მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

🔺თეა წულუკიანი და მისი ოჯახი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივიან💭"დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებ...
18/07/2025

🔺თეა წულუკიანი და მისი ოჯახი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივიან

💭"დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც), ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს.

მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და...

მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იგივეს აკეთებდა ხოლმე ვივა-მედის კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა. ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ, იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია, ან კიდევ თავად ბაიყუშს, არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი. მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ.

მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვრდა იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს, საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!).

ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელადდავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა.

ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში ნაცების დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი. გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერ-ჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს“?

ჰოდა, დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.

ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.

უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.

ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.

აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?

ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ....", - წერს წულუკიანი.

18/07/2025

‼️ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

ბრიფინგზე კობახიძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ქვეყნისთვის  მხოლოდ ოჯახური ღირებულ...
18/07/2025

ბრიფინგზე კობახიძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ქვეყნისთვის მხოლოდ ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო აპირებს.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს შეასრულოს ევროკომისიის 8 რეკომენდაცია, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართ....

‼️ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მ...
18/07/2025

‼️ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაეწესათ.

"ეს პირები პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებულ სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები, ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს.
ესტონეთი, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით, გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას", - განაცხადა ცაჰკნამ.

ჯამში, ესტონეთმა სანქციები 102 ქართველ ოფიციალურ პირს დაუწესა.

სანქცირებულთა სიას შეემატნენ:

გალუსტაშვილი, ნინო
გვარაკიძე გიორგი
გუდაშაური ალუდა
ინჯია, ილია
ქადაგიშვილი, ირაკლი
ხუბეჯაშვილი, ანი
ლაშხი მარიამ
მაჭარაშვილი გურამ
მეშველიანი მარი
მეტრეველი, ვიქტორ
ნაჭყებია, ჯვებე
სახელაშვილი, ნინო
სალია, პაატა
შარმანაშვილი, თენგიზ
შვანგირაძე, ირაკლი
სუბარი, სოზარ
ტაბატაძე, ალექსანდრე
თამაზაშვილი სულხან
ტატიაშვილი, ნათია

🔺"რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნვე...
18/07/2025

🔺"რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

💭“წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება. ამასობაში, კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წერილში სთხოვა, 2024 წლის დეკემბერში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში აგვისტოს ბოლომდე წარმოადგინოს.

2017 წლის 28 მარტი იყო ის პირველი დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურეს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი 2017 წელს სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზეიმოდ აღნიშნა . ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული დღე და საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის აღიარება. სამწუხაროდ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, საქართველოს ხელისუფლება დგამდა ნაბიჯებს, რომელმაც სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია, ევროკავშირის მხრიდან კურსის შეცვლისკენ მრავალი მოწოდების მიუხედავად.

უვიზო რეჟიმი ქვეყანას რიგი პირობების შესრულების საფუძველზე ენიჭება. ერთ-ერთი მათგანი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაა. გასული წლის დეკემბერში, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში, ევროკომისიამ მკაფიო რეკომენდაციები მისცა საქართველოს ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. რეკომენდაციები მოიცავდა გარკვეული კანონების გაუქმებას და ზოგიერთი კანონის შესწორებას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უმოქმედობა არჩია. სინამდვილეში, ვითარება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაუარესდა. საქართველოს ხელისუფლებას ახლა რეაგირებისა და ზომების მისაღებად აგვისტოს ბოლომდე აქვს დრო.

ჩვენ უკვე შევაჩერეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დებულებები, რათა წევრ სახელმწიფოებს მივცეთ საშუალება, მოითხოვონ ვიზა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ზომების მიღება, მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენს).
წესები თანაბრად ვრცელდება ევროკავშირის ყველა პარტნიორზე. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ამ წესების დაცვის ვალდებულება აიღო. სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ამ ვითარების ყურება გულსატკენია.
კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეთავაზებული ახალი უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად, როგორიცაა - ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკა „ისარგებლე როუმინგით ისე, როგორ შენს ქვეყანაში“, ევროში განხორციელებული ერთიანი გადახდების სივრცეში მონაწილეობა და ბევრი სხვა - არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელიც კი, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს.
ევროკავშირი სრულად პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებებისადმი ჩვენი საერთო ერთგულება არის ის, რაც გვაერთიანებდა. ამავდროულად, ფუნდამენტური უფლებები არსებითია სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოებისა და ყველა ადამიანისთვის. სიძულვილის გავრცელება და დისკრიმინაციის წახალისება მხოლოდ განხეთქილებასა და კონფლიქტებს ქმნის.

ევროკავშირმა წლების განმავლობაში საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა გაუწია. ჩვენ ვართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების სრულად ერთგულნი ვრჩებით.
რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თითქოს ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს და სთავაზობს არჩევანს უვიზო მიმოსვლასა და მშვიდობასა და სტაბილურობას შორის – ასევე, ბრიუსელსა და საბჭოთა პერიოდის მოსკოვს შორის შედარებაც მოვისმინე - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გზით, სწორედ ამ განსხვავების დანახვა იყო. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი დასკვნების გამოტანას შეძლებენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

🔺ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ სრილასთან დაკავშირებით, ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოკლულ...
18/07/2025

🔺ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ სრილასთან დაკავშირებით, ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

🔺"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება" - ნათქვამია შსს-ს მიერ ტაბულასთვის მიცემულ კომენტარში.

ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში კაცი ჩაცხრილეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.არსებული ინფორმაციით, კაცს  5 ტყვია აქვს მოხვე...
18/07/2025

ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში კაცი ჩაცხრილეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, კაცს 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

"პირველების" ინფორმაციით, მოკლულია თურქეთის მოქალაქე.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია:

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share

ტელეკომპანია კავკასია

მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასიის ფეისბუქ გვერდზე.