UM Georgia

UM Georgia UM Georgia is part of McCann World Group - One of the biggest marketing and advertising network

UM – სრულ სერვისიანი მედია სააგენტო, ბრენდებს ოფლაინ და ონლაინ კომუნიკაციის დამყარებასა და მედია დაგეგმარებაში ეხმარება. დამკვეთებთან ერთად , სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი , ავითარებს ინტეგრირებულ საკომუნიკაციო/მედია სტრატეგიას, რათა მომხმარებელმა მიზანს, სასურველი ბიუჯეტით მიაღწიოს.
მედია ფლენერები უზრუნველყოფენ მედიის დეტალურ შესწავლასა და შემუშავებული სტრატეგიის ოპტიმიზაციას. აღსანიშნ

ავია, რომ ყველა მარკეტინგული/მედია ინვესტიცია პროგნოზირებადია. თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგად, კი კამპანიის ეფექტის გაზომვა ხდება.
აესევე , UM Georgia ციფრულ სტრატეგიებს ავითარებს , მისი მარკეტინგული გუნდი კი უზრუნველყოფს სოფთვეარის დანერგვას , ბიზნესის KPI-ზე კროს-მედიის გავლენის ანალიზისთვის. UM is the full-service media agency that helps brands with their offline and online communication and media usage. Together with a customer, our team of field specialists develops integrated communication and media strategies in order to help the customer reach their goals within the given budget. Our media planners provide detailed media elaboration and optimization of the developed strategy. Moreover, all marketing and media investments are measurable, predictable and optimizable. Also, effects of campaigns are measured by conducting both quantitative and qualitative researches. UM Georgia develops integrated digital strategies for branding and performance. Even the Marketing team develops tools and software to make real-time analyzes of cross-media effects on business KPIs

💡 წარმატებული კამპანიების საფუძველი A/B ტესტირებაა, მეთოდი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მონაცემებზე დაფუძნებული გად...
21/07/2025

💡 წარმატებული კამპანიების საფუძველი A/B ტესტირებაა, მეთოდი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

✍️ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ შეადაროთ თქვენი კონტენტის ან პროდუქტის სხვადასხვა ვერსია (მაგალითად, ვიზუალი A და ვიზუალი B) და დაადგინოთ, რომელი მუშაობს უკეთ.

📈 პროცესი შემდეგნაირია - აუდიტორიას შემთხვევითობის პრინციპით უჩვენებთ განსხვავებულ ვერსიებს, აგროვებთ მონაცემებს და აანალიზებთ, რომელმა გამოიწვია მეტი ჩართულობა ან გაყიდვა. ამ შემთხვევაში თქვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება რეალურ მონაცემებს და არა მხოლოდ ვარაუდებს.

💻A/B ტესტირება აუცილებელია ციფრულ მარკეტინგში, რადგან გეხმარებათ კამპანიის ძირითადი კომპონენტების - სამიზნე აუდიტორიის, პლატფორმების თუ კონტენტის - ოპტიმიზაციაში. თანამედროვე სარეკლამო პლატფორმები კი ავტომატურად ანაწილებენ ბიუჯეტს ყველაზე ეფექტურ ვარიანტზე.

✅ თუ გსურთ წარმატებული კამპანიები, ენდეთ მონაცემებს და გამოიყენეთ A/B ტესტირება!

🔗 რაში გვეხმარება კონკურენტების ანალიზი?გონივრული სტრატეგიის საფუძველი დეტალებშია.💬 კონკურენტების ანალიზი ერთ-ერთი ყველა...
17/07/2025

🔗 რაში გვეხმარება კონკურენტების ანალიზი?გონივრული სტრატეგიის საფუძველი დეტალებშია.

💬 კონკურენტების ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისას. ის გვეხმარება არა მარტო იმაში, რომ დავინახოთ რას აკეთებენ სხვები, არამედ იმაშიც, როგორ შეგვიძლია უკეთ შევასრულოთ ჩვენი მისია.

პირველ რიგში, კონკურენტების ანალიზი გვაძლევს საშუალებას:

▪️გავიგოთ ბაზრის სტანდარტები

▪️აღმოვაჩინოთ მოთხოვნები და ავითვისოთ ახალი შესაძლებლობები

▪️ვისწავლოთ სხვისი წარმატებული თუ წარუმატებელი ქმედებებიდან

▪️დავხვეწოთ ჩვენი სარეკლამო მიმართულებები და შეთავაზებები.

📈ცხადია, სტრატეგია, რომელიც ემყარება კონკრეტულ ფაქტებს და არა ვარაუდებს, არის გაცილებით მძლავრი და შედეგზე ორიენტირებული.

🎯კონკურენტების ანალიზი არ ნიშნავს კოპირებას, ის ნიშნავს სიღრმისეულ გააზრებას და საკუთარი ხაზის გამოკვეთას ბაზარზე.

🎯 დღეს, მარკეტინგში ინტუიცია საკმარისი აღარ არის - მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი გვეხმარება გადაწყვეტ...
14/07/2025

🎯 დღეს, მარკეტინგში ინტუიცია საკმარისი აღარ არის - მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში არა ვარაუდებზე, არამედ ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

📊 რატომ არის ის აუცილებელი? ის უზრუნველყოფს მომხმარებლის სიღრმისეულ შესწავლას იმისათვის, რომ გავიგოთ - რა უნდა მომხმარებელს და შევთავაზოთ ზუსტად ის, რაც მას ნამდვილად სჭირდება.

📈 გარდა ამისა, ის იძლევა ზუსტი თარგეთინგის საშუალებას – თქვენი რეკლამა მიდის სწორ ადამიანებთან, საჭირო დროს, შესაბამისი შეთავაზებით.

💡 Data-Driven მარკეტინგი გვეხმარება სტრატეგიების მუდმივ დახვეწაში, რადგან შეგვიძლია კამპანიები რეალურ დროში მიღებული მონაცემებით გავაუმჯობესოთ.

🌟 ყოველი ნაბიჯი გამყარებულია მტკიცე ციფრებით, რაც უზრუნველყოფს არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს.

10/07/2025

👉🏻 გაიცანით თათია პაპავა – UM Georgia-ს გუნდის გამორჩეული წევრი, რომელიც კომპანიას 2024 წლის სექტემბერში შემოუერთდა. ის დიჯიტალ ექაუნთ მენეჯერის პოზიციას იკავებს და პასუხისმგებელია სხვადასხვა ბრენდის სოციალური მედიის არხებში წარმატებულ მართვაზე და შედეგზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

📈 მისი ყველაზე ძლიერი მხარეებია სტრატეგიული დაგეგმვა, პროცესების გამართული მართვა და ანალიტიკური ხედვა, რაც მას ეხმარება სწრაფად მოერგოს ცვალებად გარემოს და მიაღწიოს მაღალხარისხიან შედეგებს.

🎯თათიასთვის პროფესიაში ყველაზე მიმზიდველი ისაა, რომ ციფრული მარკეტინგი სტრატეგიული აზროვნების, ანალიტიკისა და კრეატიული მუშაობის სინთეზია. ის მოტივირებულია მრავალფეროვანი პროექტებითა და გუნდთან ერთად მიღწეული წარმატებებით.

🌟თათია საკუთარ თავს მიზანდასახულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანად აღწერს. გუნდთან ურთიერთობისას მისთვის მთავარია პატივისცემა, სამართლიანობა და ღია კომუნიკაცია. მისი სამუშაო ფილოსოფია კი ასეთია: „შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება ყოველთვის ანალიზით იწყება.“

✨UM-ის ნაწილად ყოფნის სურვილს მას ის გარემო აძლევს, სადაც ხარისხი სისტემურ მუშაობას ემყარება და განვითარება ყოველდღიური სტანდარტია. მაღალი პროფესიული კულტურა, თანამშრომლობაზე ორიენტირებული გუნდი და გამოწვევებით სავსე პროექტები ქმნის იმ სივრცეს, სადაც მისი წვლილი რეალურ შედეგებს განაპირობებს.

📹 ვიდეო კონტენტი ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება, YouTube კი ამ სფეროში კვლავაც ლიდერობს, როგორც გრძელი, ისე მოკლე...
08/07/2025

📹 ვიდეო კონტენტი ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება, YouTube კი ამ სფეროში კვლავაც ლიდერობს, როგორც გრძელი, ისე მოკლე ვიდეოების რეკლამირების მძლავრი პლატფორმა.

🎯მილიარდობით მომხმარებლითა და 100 მილიონზე მეტი გამომწერით, YouTube-ზე სწორი სტრატეგიით თქვენი რეკლამები აუცილებლად მიაღწევს სამიზნე აუდიტორიას.

👉მოდით, გადავხედოთ 2025 წლის მთავარ ტენდენციებს YouTube რეკლამირებაში:

🔗Shorts-ი, მოკლე ვიდეოები, სიახლეების მოსაყოლად იდეალურია. ლაივ სტრიმინგი დაგეხმარებათ გაზარდოთ წვდომა და ჩართულობა რეალურ დროში.

🔗შოპინგისთვის ადაპტირებული რეკლამები კი საშუალებას გაძლევთ, მომხმარებლებმა პროდუქტი პირდაპირ ვიდეოდან შეიძინონ. ხელოვნური ინტელექტი (AI) მეტ სიზუსტეს შემოიტანს რეკლამების ჩვენებაში, ხოლო ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეხმარებათ ახალი აუდიტორიის მოზიდვაში.

💬 2025 წელს YouTube რეკლამირება კვლავაც ციფრული მარკეტინგის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.ამიტომ ბრენდებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ტენდენციები და მაქსიმალურად გამოიყენონ YouTube რეკლამების პოტენციალი ზრდისა და წარმატებისთვის.

ჩვენი ჯგუფის და „პლატფორმა მადამ სომელიეს“ თანამშრომლობა წარმატებით შედგა.🤝
04/07/2025

ჩვენი ჯგუფის და „პლატფორმა მადამ სომელიეს“ თანამშრომლობა წარმატებით შედგა.🤝

🇬🇪 „Advertising.ge“-მ დაიწყო ახალი და განსაკუთრებული თანამშრომლობა პლატფორმა „მადამ სომელიესთან“ და ერთობლივად ვიმუშა....

💡ციფრული მარკეტინგის ტერმინოლოგიაში, "Frequency" ნიშნავს, რამდენჯერ ნახა რეკლამა საშუალოდ ერთმა მომხმარებელმა.ასე მაგალი...
03/07/2025

💡ციფრული მარკეტინგის ტერმინოლოგიაში, "Frequency" ნიშნავს, რამდენჯერ ნახა რეკლამა საშუალოდ ერთმა მომხმარებელმა.

ასე მაგალითად:👇

თუ Reach არის 1,000 ადამიანი და Impressions არის 3,000, მაშინ Frequency იქნება - 3, ანუ თითო მომხმარებელმა რეკლამა საშუალოდ 3-ჯერ ნახა.

📈 რატომ აქვს მნიშვნელობა Frequency-ს? რომ განვიხილოთ, ძალიან დაბალი შედეგია, როცა აუდიტორია ვერც იმახსოვრებს ბრენდს ხოლო არ არის სახარბიელო, როცა მომხმარებელს იმდენჯერ ხვდება, რომ ღიზიანდება და შესაბამისად, რეკლამა ეფექტს დაკარგავს.

✅ იდეალური ბალანსია, როცა რეკლამა შეინიშნება, მაგრამ არ აწუხებს მომხმარებელს.

რეკომენდებული საშუალო მაჩვენებელი კი, ორჯერ ან სამჯერ ნახვაა თითოეულ მომხმარებელზე.

📊 Lifetime Budget VS Daily Budget -  რომელი უფრო გამოგადგებათ?📌ფეისბუქ კამპანიის დაგეგმვისას ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნ...
30/06/2025

📊 Lifetime Budget VS Daily Budget - რომელი უფრო გამოგადგებათ?

📌ფეისბუქ კამპანიის დაგეგმვისას ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი კითხვა სწორედ ეს არის:
ყოველდღიური ბიუჯეტი დავაყენოთ თუ მთლიანი?

აი რაც უნდა იცოდეთ:
✅Daily Budget
▪ ყოველდღიურად დგინდება ფიქსირებული ბიუჯეტი
▪ მარტივად კონტროლდება და პროგნოზირებადია
▪ იდეალურია გრძელვადიანი და სტაბილური კამპანიებისთვის

✅Lifetime Budget
▪ ერთიანად განისაზღვრება მთლიანი ბიუჯეტი
▪ თანხას ხარჯავს მაშინ, როცა შედეგი მაქსიმალურია
▪ საუკეთესოა მოკლევადიანი და შედეგზე ორიენტირებული კამპანიებისთვის

🔄დასკვნა:
მიზანი განსაზღვრავს ყველაფერს
თუ სტაბილურობის და თანაბარი ხარჯვის მოყვარული ხართ - აირჩიეთ Lifetime Budget.

თუ შედეგზე სწრაფად და ეფექტურად ორიენტირდებით - დაგეგმეთ Daily Budget.

🤔  ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის Nike ასეთი განსაკუთრებული? საქმე მხოლოდ პროდუქტში არ არის. Nike-მა შექმნა ემოციური კავში...
26/06/2025

🤔 ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის Nike ასეთი განსაკუთრებული? საქმე მხოლოდ პროდუქტში არ არის. Nike-მა შექმნა ემოციური კავშირი, რომლის საწყისიც გმირია.

🎬 გახსოვთ ფილმი "ფორესტ გამპი"? როცა ფორესტი ჯენისგან საჩუქრად Nike Cortez-ის ფეხსაცმელებს იღებს, ის მათ "ყველაზე საუკეთესო საჩუქარს" უწოდებს. ეს ფეხსაცმელი იმ მომენტში არ იყო უბრალოდ "პროდუქტი".

📣როცა ფორესტმა სირბილი დაიწყო, რომელიც წლობით გაგრძელდა, მას ყოველთვის Nike-ის ფეხსაცმელი ეცვა. "Run, Forrest, run" – ეს არ არის უბრალოდ სირბილის მოწოდება, ეს არის ცხოვრების გზა, რომელზეც გამძლეობა და ბრძოლა გჭირდება. და ამ გზაზე, Nike შენი ერთგული თანამგზავრია.

Nike გვაჩვენებს, რომ ბრენდი მხოლოდ პროდუქტი კი არა, ფასეულობაა.

და სწორედ ესაა ბრენდის ნამდვილი ღირებულება შექმნას ისტორია, რომელშიც შენ ხარ მთავარი გმირი.🧑‍🚀

2025 წელს, მცირე და საშუალო ბიზნესების 94%-მა უკვე დაგეგმა მარკეტინგული ხარჯების ზრდა. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, ...
20/06/2025

2025 წელს, მცირე და საშუალო ბიზნესების 94%-მა უკვე დაგეგმა მარკეტინგული ხარჯების ზრდა. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ მარკეტინგი აღარ არის უბრალოდ "ხარჯი", ის გახდა ინვესტიცია, რომელიც რეალურ ზრდას ქმნის.📈

💡რატომ იზრდება ბიუჯეტები? - ბრენდებს სჭირდებათ მეტი რესურსი, რომ გამორჩეულები იყვნენ ბაზარზე. მომხმარებლის ქცევა მუდმივად იცვლება - ეს მოითხოვს მოქნილ სტრატეგიას და ახალ პლატფორმებზე მუშაობას.

🎯 ზუსტი ანალიტიკა და შედეგებზე ორიენტირება - ბიზნესები მეტად აფასებენ ხარისხიან სარეკლამო აქტივობებს, რომლებიც რეალურ ROI-ს გვაჩვენებენ.

🔄 პარტნიორობა პროფესიონალებთან - უფრო მეტი კომპანია ირჩევს სააგენტოებთან თანამშრომლობას, რათა მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

თუ კი, კომპანიის ბიუჯეტი იზრდება დროა, მასთან ერთად გაიზარდოს სტრატეგიაც.

19/06/2025

👩‍💻გაიცანით, ეს ნინა აჯოიანია, UM Georgia-ს გუნდს 2024 წელს შეუერთდა დიჯიტალ ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

📊მისი მთავარი პასუხისმგებლობა ბრენდების ციფრული კამპანიების მართვა, მედია გეგმის სტრატეგიული დაგეგმვა და კამპანიების შედეგების ანალიზი და მონიტორინგია.

ნინა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან, რაც მის სამუშაოს ყოველდღიურად მრავალფეროვანსა და საინტერესო გამოცდილებით სავსეს ხდის.

🎯 მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე სტრატეგიული ხედვაა. უნარი, რომლითაც რთულ ამოცანებში სწრაფად პოულობს გამოსავალს. გარდა ამისა, გამოირჩევა ორგანიზებულობით, დეტალებზე ორიენტირებულობითა და ანალიტიკური უნარებით.

ნინასთვის პროფესიის მთავარი ღირსება სწორედ ის მრავალფეროვნებაა, რასაც სხვადასხვა პროექტზე მუშაობა მოაქვს.

📌საკუთარ თავს კი, სამ სიტყვაში ამგვარად ახასიათებს: პასუხისმგებლიანი, მიზანმიმართული და კომუნიკაბელური. სამუშაო პროცესში კი მშვიდი, ორგანიზებული და პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

ნინას მუშაობის პროცესში მთავარ მოტივაციას ყოველდღიურად კლიენტების კმაყოფილება, მიღწეული შედეგები და მუდმივი პროფესიული განვითარება აძლევს.

💬ყველაზე ხშირად მისგან გაიგონებთ : „ვიპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტა!“ და სწორედ ამ დამოკიდებულებით ქმნის შედეგზე ორიენტირებულ, მაღალი სტანდარტის მქონე კამპანიებს.

🚀ციფრული მარკეტინგის სამყარო მუდმივად იცვლება, 2025 წელს კი მთავარ ტენდენციად ვიდეო კონტენტის ზრდა სახელდება! IAB-ის უახ...
17/06/2025

🚀ციფრული მარკეტინგის სამყარო მუდმივად იცვლება, 2025 წელს კი მთავარ ტენდენციად ვიდეო კონტენტის ზრდა სახელდება!

IAB-ის უახლესი კვლევის მიხედვით ("2025 Digital Video Ad Spend & Strategy Report"), ციფრული ვიდეო რეკლამაზე დანახარჯების ორნიშნა ზრდაა მოსალოდნელი თითქმის ყველა კატეგორიაში. ეს ნიშნავს, რომ ბრენდები სულ უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებენ ვიდეო რეკლამაში!

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995322207399

Alerts

Be the first to know and let us send you an email when UM Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to UM Georgia:

Share

Category