გზა ქრისტესკენ...

გზა ქრისტესკენ... "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი❤️
(1)

01/10/2025
28/09/2025

✨ მამა პაისი გვახსენებს — ადამიანები ორ გზას ირჩევენ: ერთი ბუზივით მხოლოდ ჭუჭყს ხედავს და სხვებსაც აბრკოლებს, მეორე კი ფუტკარივით მხოლოდ ყვავილებს პოულობს და სიხარულს იზიარებს. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას ავირჩევთ… 🌸🐝

როგორც კი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მოვუხმობთ, მაშინვე ჩვენს დასახმარებლად ისწრაფვის. ვერ ასწრებ თქმას: „ყოვლადწმიდაო ღმ...
25/09/2025

როგორც კი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მოვუხმობთ, მაშინვე ჩვენს დასახმარებლად ისწრაფვის. ვერ ასწრებ თქმას: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შემეწიე მე!“, რომ მაშინვე, როგორც ელვა, გონებას გინათებს და გულს ნათლით გივსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, გულს კი – სიყვარულისკენ.
+ წმინდა იოსებ ისიქასტი
გზა ქრისტესკენ...

20/09/2025

ღვთისმშობლის მადლი და პატრიარქის დალოცვა მოეფინოს მთელ საქართველოს 🌿🇬🇪 უფალმა დალოცოს საქართველოდან უცხოეთში წასული ემიგრანტები, დედა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიმტკიცე, ჯანმრთელობა და სიხარული. ღვთისმშობელმა დაგიფაროთ ყველგან და ყველა გზაზე, მოგცეთ ძალა მონატრების ასატანად და მალე მშვიდობით დაგაბრუნოთ სამშობლოში 🌿🇬🇪
გზა ქრისტესკენ...

❤️
03/09/2025

❤️

სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი  მამა გაბრიელის დაბადების დღეს💝ღირსი მამა გაბრიელი ფარავდეს ბოროტისა და განსაცდელისგან...
26/08/2025

სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი მამა გაბრიელის დაბადების დღეს💝
ღირსი მამა გაბრიელი ფარავდეს ბოროტისა და განსაცდელისგან საქართველოს და ყველა ჩვენგანს💝

ტროპარი💝
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი💝
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
გზა ქრისტესკენ...

- ნუ გვავიწყდება რომ უცოდველი ქრისტეს გვერდით ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა შეიგრძნო საკუთარი ცოდვების სიმძიმე და იწამა ჭეშმა...
24/08/2025

- ნუ გვავიწყდება რომ უცოდველი ქრისტეს გვერდით ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა შეიგრძნო საკუთარი ცოდვების სიმძიმე და იწამა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა. უდიდესი სიმდაბლით შესთხოვა უფალს ცოდვათა მიტევება. ავაზაკმა მხოლოდ საკუთარი წარსულის უარყოფითა და სინანულის გზით მოიპოვა სასუფეველში ცხონების უფლება.

მომიხსენიე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა !

და უფალმა მიუგო:

- დღეს ჩემთან იყო სამოთხესა 🕊️✨

ნუ გვავიწყდება, რომ იუდა იყო მოციქულთა შორის, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის, მაგრამ მათი სულის ცხონება წუთიერად, წამში შეიცვალა, რამეთუ ადამიანის სიცოცხლე თავად ღმერთია.
სადაც განსაცდელი და სინანული არ არის, იქ არც სულის ცხონებაა.

"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”!
✞ ამინ 🙏

Address

Tbilisi
TBILISI,GEORGIA

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გზა ქრისტესკენ... posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

orthodoxy