23/08/2026
გიფიქრიათ რა განსხვავებაა ე.წ "ღარიბულ აზროვნებასა" და "მდიდრულ აზროვნებას" შორის?
სხვანაირად, ადამიანის ტვინის ამ ორ განსხვავებულ მდგომარეობას სიუხვისა და რესურსების დეფიციტური გამოცდილების აზროვნების სტილს უწოდებენ.
საქმე ისაა, რომ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა ყოველთვის არ განსაზღვრავს მის აზროვნებას, -
ზოგჯერ ადამიანს ფაქტობრივად ყველაფერი აქვს, მაგრამ მუდმივად ეშინია დაკარგვის, ზოგჯერ კი, მას ვისაც ფინანსურად მცირე რესურსი აქვს, მაინც სჯერა, რომ ცხოვრება შესაძლებლობებით არის სავსე!
ჩემს პრაქტიკაში, რომელიც უკვე 16 წელზე მეტს ითვლის ფინანსებში, ფსიქოლოგიასა და კონსულტირების სხვადასხვა დარგში, ხშირად შევხვედრივარ ორივე ტიპის აზროვნების მქონე ადამიანებს და მათ ერთმანეთისგან ერთი ფუნდამენტური რამ განასხვავებთ:
დეფიციტური აზროვნების სტილის ადამიანი მუდმივად განიცდის შიშს, რომ რაღაც აღარ დარჩრბა, გაუთავდება, ვიღაც მასზე მაგარი გამოჩნდება, მისთვის რაღაცის ყიდვა ძალიან ძვირია, "მისნაირი" ადამიანებისთვის შესაძლებლობები შეზღუდულია, ფული ხელის ჭუჭყია, ფინანსური კეთილდღეობა მხოლოდ სულით ღარიბ ადამიანებს აქვთ და ა.შ...
ამ დროს კი, როგორ ფიქრობსს სიუხვეზე ორიენტირებული აზროვნების სტილი: - რა გავაკეთო იმისთვის, რომ განვავითარო ის, რაც ახლა მაქვს, როგორ ვისწავლო მეტი, სად და როგორ გავაჩინო ახალი შესაძლებლობები, როგორ შევქმნა ჩემი პირადი ღირებულება...
ვფიქრობ, ძალიან თვალსაჩინოა, რომ განსხვავება ფულის რაოდენობაში კი არა, სამყაროს მიმართ ჩვენს შინაგან პიზიციაშია.
დეფიციტის აზროვნება ადამიანს მუდმივად არჩევანის დაკარგვის შიშში ამყოფებს. ამიტომ ის ხშირად ეჭიდება იმას, რაც უკვე აქვს - დროს, ფულს, ადამიანებს, ნივთებს, შესაძლებლობებს, სამსახურს, ურთიერთობას.
სიუხვის აზროვნება კი ადამიანს აძლევს სხვა განცდას: - „თუ რაღაც დავკარგე, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დავკარგე. მე შემიძლია თავიდან შევქმნა!“
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიუხვის აზროვნება არ ნიშნავს მხოლოდ პოზიტიურად ფიქრს, ვარდისფერი სათვალეების მორგებას და რეალური პრობლემების უარყოფას.
თუ ადამიანს არ აქვს საკმარისი ფული, მხოლოდ იმის თქმა, რომ „მდიდრულად იფიქრე“, მის მდგომარეობას ვერ შეცვლის.
მაგრამ აზროვნების ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს ის, როგორ ხედავს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს, რისკებს, რესურსებსა და მომავალს.
საბოლოოდ, სიმდიდრე მხოლოდ ის არ არის, რაც ანგარიშზე გაქვს. ყველაზე დიდი კაპიტალი და რესურსი არის შენი შინაგანი რწმენა:
„მე შემიძლია შევქმნა ის, რაც დღეს ჯერ არ მაქვს!“
სწორედ აქედან იწყება სიუხვე!
დაწერე კომენტარში აფირმაცია -
"მე ვარ სიუხვე, მე ვქმნი სიუხვეს, მე მაქვს სიუხვე!"
თუ გინდა შეცვალო შენი აზროვნების სტილი და გახდე შენი ცხოვრების საუკეთესო სცენარის ავტორი, მომწერე ვოთსაფზე და ჩაეწერე პირად ფსიქოლოგიურ სეანსზე. 🤍
Whatsapp (+995) 555 35 38 65
© Eka's Space | Gate 22 🤍