Chronicles of Gnosis შემეცნებათა მატიანე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Chronicles of Gnosis შემეცნებათა მატიანე

Chronicles of Gnosis შემეცნებათა მატიანე Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Chronicles of Gnosis შემეცნებათა მატიანე, Publisher, Tbilisi.

📔 ამონარიდი წიგნიდან: “ეზოთერული სწავლება ჩასახვის თავიდან აცილებისა და აბორტის შესახებ”.🟡 “აბორტი არის დაუბადებელი ბავშ...
11/07/2025

📔 ამონარიდი წიგნიდან: “ეზოთერული სწავლება ჩასახვის თავიდან აცილებისა და აბორტის შესახებ”.

🟡 “აბორტი არის დაუბადებელი ბავშვის მკვლელობა, და იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, თუ საფრთხე დედის სიცოცხლეს ემუქრება. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლე კვერცხუჯრედში განაყოფიერების მომენტიდან ისადგურებს, ანუ ქალი ასეთ დროს ცოცხალი სულის მატარებელი ხდება, იმის მიუხედავად, რომ სული ამ დონეზე მიკროსკოპულ ფაზაში იმყოფება. ინკარნაციაში შემოსული ეგო უხილავი კავშირებით ეკვრის იმ კვერცხუჯრედს, რომლის განაყოფიერებასაც იგი მეთვალყურეობდა, და ნებისმიერ ზიანს, რაც მის ფიზიკურ მექანიზმს მიადგება, უშუალოდ განიცდის - არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნაადრევი ან განუვითარებელია ასეთი სხეული. ცხადია, ზიანი უფრო სერიოზული ხდება მისი გამოცოცხლების შემდეგ, რა დროსაც ეგო საბოლოოდ შედის ფიზიკურ სხეულში ნაცვლად იმისა, რომ მას მხოლოდ ჩრდილივით მოევლინოს - და ამას ჩვენი საზოგადო კანონებიც აღიარებენ.

🟡 ეგო, რომელმაც ინკარნაციის პროცესი დაიწყო და შემდეგ ძალადობრივად შეაჩერეს, ძლიერ შოკსა და ტანჯვას განიცდის, რომ აღარაფერი ვთქვათ დროის ფუჭ ხარჯვაზე, რომელიც ამ პროცესით არის გამოწვეული, რადგან დაბადება გაცილებით უფრო რთული პროცესია, ვიდრე სიკვდილი. როდესაც ორი ადამიანი შვილის გაჩენის მიზნით ერთიანდება, ისინი ფაქტობრივად შეთანხმებას დებენ, რომელიც იმ უფლებასაც მოიცავს, რომ კონკრეტულმა ეგომ ამ გზით ინკარნაცია განიცადოს. თუ ასეთი სული ამ შესაძლებლობით ისარგებლებს, წყვილის მხრიდან მისი ფიზიკური სხეულის განადგურება უმძიმეს დანაშაულად ითვლება. ანალოგიურად, თუ ისინი გაუმართლებლად იყენებენ კონტრაცეპტივებს და სულებს დაბადების შესაძლებლობაზე უარს ეუბნებიან, მაშინ ისინი ვერ აღასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს უფლის წინაშე, რომელმაც მათ სიცოცხლე უბოძა".

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #ავგაროზი #მაგია #შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #მისტერია #გამომცემლობა #ეზოთერულიწიგნები #ეზოთერულიმაღაზია #დიონფორჩნი #სიყვარულისმაგია #სექსუალურიმაგია #ეზოთერულიფსიქოლოგია #ფილოსოფია #ურთიერთობები #სექსუალურიენერგია

📔 ამონარიდი წიგნიდან: “სულებს შორის არსებული კავშირის ბუნება”.🟡 “კავშირის არსი რეაქციაა. ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი მეო...
10/07/2025

📔 ამონარიდი წიგნიდან: “სულებს შორის არსებული კავშირის ბუნება”.

🟡 “კავშირის არსი რეაქციაა. ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი მეორეს მიმართ ემოციას გრძნობს, კავშირს ვერ გამოიწვევს. კავშირი მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როცა ემოციის ობიექტი მასზე რეაგირებს, რადგან იგი სხვისგან გამომავალ ძალას თავის ბუნებაში იღებს და ამით ნივთიერების უწყვეტობას ქმნის, რამდენად ეთერულიც არ უნდა იყოს იგი, ხოლო, სწორედ ამ უხილავი ძაფის მეშვეობით ხორციელდება პრაქტიკული ოკულტიზმის - როგორც შავის, ასევე თეთრის - მრავალი სამუშაოს შესრულება.

🟡თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ეს სიყვარული კი საპასუხოდაც მიღებულია, შედეგად კავშირი იქმნება. თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს, მაგრამ სიყვარული სანაცვლოდ სიძულვილით, უპატივცემულობით, ზიზღით, ან რაიმე სახის პროტესტითა და თვალთმაქცობით უბრუნდება - კავშირი ასეთ დროსაც იქმნება, და მთელი მათი ინკარნაციის განმავლობაში ეს ურთიერთობა განცდილი ემოციების ინტენსივობის მიხედვით გავლენას მოახდენს იმ ადამიანების ცხოვრებაზეც, რომელთაც ისინი უკავშირდებიან. მხოლოდ სრული გულგრილობა უშლის ხელს კავშირის ჩამოყალიბებას, ხოლო, ყოველგვარი ემოციური რეაქცია ამგვარ კავშირს ქმნის.

🟡ქმედება და მისი საპასუხო რეაქცია ნებისმიერი სფეროში ურთიერთობას წარმოქმნის, იქნება ეს ინსტინქტების გაღვიძება მეორე სფეროში, ემოციების გამოხატვა მესამე სფეროში, მასწავლებლისა და მოწაფის ან თანასწორი სტუდენტების ურთიერთობა მეოთხე სფეროში თუ მღვდლის, სულიერი ლიდერის ან თანამსახურის ურთიერთობა მეექვსე სფეროში. სადაც არ უნდა მოხდეს მოქმედება და რეაქცია, ასეთ ადგილას ორ მოქმედ ერთეულს შორის კავშირი იქმნება".

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #ავგაროზი #მაგია #შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #მისტერია #გამომცემლობა #ეზოთერულიწიგნები #ეზოთერულიმაღაზია #დიონფორჩნი #სიყვარულისმაგია #სექსუალურიმაგია #ეზოთერულიფსიქოლოგია #ფილოსოფია #ურთიერთობები #სექსუალურიენერგია

📔 ამონარიდი წიგნიდან: "სრულყოფილი ქორწინება"🟡 "სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი “სურვილის სხეულის” მიზეზით დაწყვილებას ჩქარო...
08/07/2025

📔 ამონარიდი წიგნიდან: "სრულყოფილი ქორწინება"

🟡 "სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი “სურვილის სხეულის” მიზეზით დაწყვილებას ჩქარობს და ქორწინებას პირველივე საპირისპირო სქესის მქონე ადამიანთან იწყებს, როგორც ერთადერთ საშუალებას შეუჩერებელი სურვილის დაკმაყოფილების მიზნით. ნაჩქარევი გადაწყვეტილებისას ემოციური აღტყინება ჭეშმარიტ კავშირში ეშლებათ, რადგან ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ თავიანთი ბუნების შესაძლებლობებს, რომელიც შესაძლებელია, რომ ქორწინების შემდეგაც განვითარდეს. დაქორწინებული წყვილისთვის კარგი იქნება, თუ მათი ზრდა თანაბარი და თანადროული იქნება. ისინი ოჯახურ ცხოვრებაში აღმოაჩენენ მათი სიყვარულის გაღრმავებას და გამდიდრებას, რადგან სხეულიდან სხეულამდე ფუნქციონირება იზრდება და მეწყვილეს იმ სახლამდე ხვდება, რომლის სიმაღლეც სასუფევლამდე აღწევს. თუ სრულ ზრდას ერთმა მიაღწია, ხოლო, მეორეს ჯერ კიდევ აქვს ზრდის შესაძლებლობა, ბედნიერად დაწყებული ქორწინება კომპრომისით ან წარუმატებლობით დასრულდება, რადგან ამ ორს შორის უფრო განვითარებული ისეთ საჭიროებებს გააცნობიერებს, რომლის გაგებას ან დაკმაყოფილებას მეორე ვერ შეძლებს.

🟡თუმცა, სრულყოფილი ქორწინების შემთხვევაში, ორივე მათგანი წყვილდება უმაღლეს სხეულში, ხოლო, როდესაც იგი ფუნქციონირებაში მოდის, თითოეული დაწყვილება სიყვარულის ახალ სიღრმეებს განიცდის. ფიზიკური ერთობის ორმხრივი სურვილი მათ მისცემთ ნერვული სისტემის ჰარმონიას და სიმშვიდეს. სურვილებში და მიზნებში შერწყმა ორ პიროვნებას ერთიანად აქცევს. ცოდნის საერთო მარაგის შეძენა მათ კავშირს უფრო დააახლოებს. იდენტური კონცეფციებისა და პრინციპებისადმი რწმენა ცხოვრების ერთ ხაზზე გატარების საშუალებას მისცემთ. იმავე წესრიგის სულიერი მიზნები და იდეალები მათ კავშირს ჭეშმარიტ ერთობაში აღასრულებს. ეს იქამდე მოხდება, სანამ ცნობიერება სულიწმიდის დონემდე არ ამაღლდება და ეს უკიდეგანო სიყვარული, რომელიც ორ სულს შორის წარმოიქმნება, ყველა ზღუდეს გადალახავს და მთელს სამყაროს მათი კავშირის საზღვრებში მოიყვანს. როდესაც ასე მოხდება, ეზოთერული ფილოსოფოსები თვლიან, რომ ფიზიკური სფეროსთვის მინიჭებული ყველაზე დიდი სტიმული, ევოლუციასთან შესაბამისობაში მოდის. ეს ორი სული, რომელიც ყველა სფეროში დაწყვილდა, “სინათლეში შევა და უკან აღარ დაბრუნდება”, როგორც ცალკეული ინდივიდი, არამედ, ისინი გარდაიქმნებიან ერთ ინდივიდად, ორმხრივი ბუნებით, რომელიც სრულყოფილი და თვითქმნილია. თუმცა, ასეთი არსებები ცხოვრების უფრო მაღალ წესრიგში გადადიან, რომლის გაგებაც ჩვენს შეგრძნებებს არ შეუძლიათ".

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #ავგაროზი #მაგია #შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #მისტერია #გამომცემლობა #ეზოთერულიწიგნები #ეზოთერულიმაღაზია #დიონფორჩნი #სიყვარულისმაგია #სექსუალურიმაგია #ეზოთერულიფსიქოლოგია #ფილოსოფია #ურთიერთობები #სექსუალურიენერგია

🌟სიახლე, ეზოთერიკის მოყვარულთათვის!📔 წიგნი უკვე მაღაზიებში გელოდებათ!🟡 დიონ ფორჩუნის "სიყვარულისა და ქორწინების  ეზოთერუ...
06/07/2025

🌟სიახლე, ეზოთერიკის მოყვარულთათვის!
📔 წიგნი უკვე მაღაზიებში გელოდებათ!

🟡 დიონ ფორჩუნის "სიყვარულისა და ქორწინების ეზოთერული ფილოსოფია" ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაშრომია, სადაც იგი ქორწინებისა და სიყვარულის ოკულტურ მნიშვნელობას, სექსისა და პოლარობის პრინციპების გამოვლინებათა სახით აღწერს, როგორც უნივერსალურ ძალას, რომელიც სამყაროს უმაღლეს და უმდაბლეს სფეროებში თანაბრად ფუნქციონირებს. ნაშრომში განხილული თემები მოიცავს სრულყოფილ ქორწინებას, სულთა შორის არსებულ "კარმულ კავშირებს", ასევე იმას, თუ როგორ პოულობენ სულები თავიანთ მეწყვილეებს და რა იგულისხმება "ტყუპ სულებში".

🟡 წიგნი თანაბრად ეხება კონტრაცეპტივების, მასტურბაციისა და აბორტის თემებსაც, რომელიც ხშირად მოძველებულ საკითხებად ეჩვენებათ, მაგრამ ფორჩუნი საფუძვლად მტკიცე ეზოთერულ არგუმენტებს იყენებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თანამედროვე მორალის ჭკუათმყოფელობას.

🟡 მოცემული ნაწარმოები ბრიტანეთში თავდაპირველად 1924 წელს გამოქვეყნდა, რომლის ქართულ ენაზე დაბეჭდვაც სიმბოლურად ემთხვევა იღბლიან თარიღს, რადგან გამოქვეყნებიდან ზუსტად 101 წლის თავზე, ქართველი მკითხველი ამ ნაშრომს პირველად ეზიარება.

📚წიგნის შეძენა შეგიძლიათ:
👉🏻 წიგნის მაღაზია “აქტი” - შ.რუსთაველის 18
👉🏻“წიგნის სახლი ბახტრიონზე” - ბახტრიონის 11 ბ
👉🏻წიგნის მაღაზია “სამშობლო” - ალ. ყაზბეგის 4
👉🏻ლატერნა - ც.დადიანის 7 (ქარვასლა)
👉🏻შაქრო ბაბუ - ა. ჭავჭავაძის 17ბ
👉🏻გამომცემლობა “სიესტა” - ი. აბაშიძის 33
👉🏻სანტა ესპერანსა:
▫️ქ.თბილისი, სანქტ-პეტერბურგის ქ. 12
▫️ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 73
▫️ქ.ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. 13
📬 ონლაინ შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #ავგაროზი #მაგია #შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #მისტერია #გამომცემლობა #ეზოთერულიწიგნები #ეზოთერულიმაღაზია #დიონფორჩნი #სიყვარულისმაგია #სექსუალურიმაგია #ეზოთერულიფსიქოლოგია #ფილოსოფია #ურთიერთობები #სექსუალურიენერგია

📗ამონარიდი წიგნიდან: "აფორიზმთა პირველი შვიდეული" 🟢პირველი აფორიზმი:ვისაც საიდუმლოთა შეცნობა სურს, ჯერ შეისწავლოს, როგორ...
02/07/2025

📗ამონარიდი წიგნიდან: "აფორიზმთა პირველი შვიდეული"

🟢პირველი აფორიზმი:
ვისაც საიდუმლოთა შეცნობა სურს, ჯერ შეისწავლოს, როგორ შეინახოს საიდუმლოება საიდუმლოდ. გახსნას მხოლოდ ის, რაც გასახსნელია, ხოლო, დალუქოს ის, რაც დასალუქია. ჩვენი უფალი ბრძანებს: “ნუ მისცემთ ძაღლებს სიწმინდეს: ნურც ღორებს დაუყრით თქვენს მარგალიტებს”. დაიცავით ეს კანონი, და თქვენი გონიერი თვალი საიდუმლოთა მიმართ გაიხსნება, რათა საიდუმლოებები შეიცნოთ, და მიიღებთ ყოველივეს, რის გამოცხადებასაც თქვენი გონება განიზრახავს. მოგეცემათ ღმერთის ანგელოზები და სულები, მორჩილნი და მზადმყოფნი, რამდენადაც ამას ადამიანური გონი განიზრახავს.

🟢მეორე აფორიზმი:
ყოველ საქმეში მოიხმე უფლის სახელი: ნუ შეეცდები რაიმეს კეთებას ან რამეზე ფიქრს უფლისა და მისი მხოლოდშობილი ძისადმი ლოცვის გარეშე. სიჩქარისა და ქედმაღლობის გარეშე გამოიყენე ღვთის მაცნეებად მოვლენილი სულები, რომლებიც მსახურებად მოგენიჭა, სულთა უფლისადმი უღრმესი პატივისცემით. გაატარე დარჩენილი ცხოვრება მშვიდობით, ღვთის დიდებით, საკუთარი არსებისთვის და მოყვასისათვის სიკეთის ბოძებით.

🟢მესამე აფორიზმი:
იცხოვრე საკუთარ არსებასთან და შთაგონებასთან ერთად: ერიდე მრავალთა მეგობრობას. იყავი მომჭირნე დროის მიმართ, მაგრამ სარგებლიანი ყოველი ადამიანისათვის. გამოიყენე შენთვის ბოძებული ტალანტი, იფხიზლე შენს მოწოდებაში და ნურასოდეს მისცემ ღვთის სიტყვას, ბაგეთაგან განშორების უფლებას.

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#მაგია #შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #ოკულტურიმედიცინა #მისტიკა #შელოცვა #რიტუალი #ასტრალი #ალქიმია #ავგაროზი #გრიმუარი #პირველიგრიმუარიქართლად #შელოცვები #შელოცვებისწიგნი #არბატელი #ძველთამაგია #ასტროლოგია #შუასაუკუნეებისგრიმუარი #შუასაუკუნეებისმიგია #მისტერია #გამომცემლობა #ეზოთერულიწიგნები #ეზოთერულიმაღაზია

📗ამონარიდი წიგნიდან: "პირველი ინგლისურენოვანი მთარგმნელის წინასიტყვაობა." რობერტ ტურნერი, 1654 წლის აგვისტო, ლონდონი:🟢 "...
01/07/2025

📗ამონარიდი წიგნიდან: "პირველი ინგლისურენოვანი მთარგმნელის წინასიტყვაობა."

რობერტ ტურნერი, 1654 წლის აგვისტო, ლონდონი:
🟢 "მიუკერძოებელ მკითხველს:
ვინაიდან, ადამიანის დაცემამ თავად მისი შთამომავლობა და ყველა დანარჩენი ქმნილება ამაოებას დაუქვემდებარა, ამავე მიზეზით, ყველაზე კეთილშობილი და აღმატებული ხელოვნებანი, რომლითაც რაციონალური სამშვინველი იყო შემკული, დროის ჟანგიანმა წყლულებმა ხრწნილებამდე მიიყვანა. თვით მაგია, რომელსაც ძველი ხალხი ღვთაებრივ ჭვრეტად თვლიდა, დღევანდელ დროში, დამცირებული და შერაცხულია ეშმაკეულ ჯადოქრობად. ეს ხელოვნება, როგორც მირანდოლა ამბობს: “ცოტას თუ ესმის, მრავალნი გმობენ და ძაღლებივით უყეფენ მათ, ვისაც რაიმე გაეგება” - ამგვარად განიკითხავენ და სძულთ ის, რაც არ ესმით.

🟢ბევრია ისეთი, ვისაც თავად სიტყვა “მოგვი ” სძულს, მოგვი სიმონის გამო, ვინც მოგვის მაგივრად, სინამდვილეში, წარწყმედილი იყო, ანუ ბოროტი სულების მოკავშირე, ხოლო მოგვის წოდებას უსამართლოდ მიიწერდა საკუთარ თავზე. მაგია და ჯადოქრობა ერთმანეთისგან განსხვავებული მეცნიერებებია. ამის შესახებ პლინიუსმა არაფერი იცოდა, ამიტომაც დასცინოდა ამ წმინდა მეცნიერებას. ასევე იმ მიზეზითაც, რომ ნერონმა , მიუხედავად იმისა, რომ (როგორც პლინიუსი წერს) აღმოსავლეთის საუკეთესო მოგვები სომეხთა მეფე ტირიდატე პირველმა გაუგზავნა, (და ვინც სამეფოს სწორედ ამ მოგვთა დახმარებით მართავდა) სწავლისა და მცდელობების შემდეგ, ეს ხელოვნება თავიდან ბოლომდე სასაცილოდ მიიჩნია. ჯადოქრობა კი ეშმაკისეულია, რომელიც, - ადამიანებთან გარკვეული შეთანხმების დადების ფასად, - მათ, როგორ ინსტრუმენტს, ისე იყენებს თავისი ბოროტი მიზნების მისაღწევად. ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, როგორც წმინდა წერილიდან, ასევე ყველა ეპოქის, ხალხისა და ქვეყნის ისტორიიდან.

🟢მოგვი წარმოშობით სპარსული სიტყვაა, რომელიც ისეთ ადამიანს აღნიშნავს, ვინც ღვთაებრივ საქმეთა ცოდნას ფლობს. როგორც პლატონი ამტკიცებს, მაგიის ხელოვნება არის უფლის თაყვანისცემა: სპარსელები თავიანთ ღმერთს აჰურა მაზდას უწოდებენ, სწორედ აქედან გამომდინარე აცხადებს აპოლონიუსი , რომ მოგვი არის ან θεολόγος (Theologos), ან φιλόσοφος (Philosophos), რაც ნიშნავს, რომ მოგვი ზოგჯერ ბუნებით ღვთაებრივს ეწოდება, ზოგჯერ კი ღვთის მსახურს”.

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#მაგია #შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #ოკულტურიმედიცინა #მისტიკა #შელოცვა #რიტუალი #ასტრალი #ალქიმია #ავგაროზი #გრიმუარი #პირველიგრიმუარიქართლად #შელოცვები #შელოცვებისწიგნი #არბატელი #ძველთამაგია #ასტროლოგია #შუასაუკუნეებისგრიმუარი #შუასაუკუნეებისმიგია #მისტერია #გამომცემლობა #ეზოთერულიწიგნები #ეზოთერულიმაღაზია

🎉სიახლე, პირველი გრიმუარი ქართულ ენაზე📗წიგნი უკვე მაღაზიებში გელოდებათ!🟢 მაგიის შესახებ დაწერილ წიგნთა შორის, “არბატელი”...
30/06/2025

🎉სიახლე, პირველი გრიმუარი ქართულ ენაზე
📗წიგნი უკვე მაღაზიებში გელოდებათ!

🟢 მაგიის შესახებ დაწერილ წიგნთა შორის, “არბატელი” მრავალი თვალსაზრისით უნიკალური ნაშრომია. ოკულტური ტექსტების უმრავლესობისგან განსხვავებით, იგი მკაფიო, ლაკონური და დახვეწილი სტილითაა დაწერილი.

🟢 არბატელის მაგია სავსეა საოცრებებით და თავისუფალია ავადსახსენებელი მუქარებისგან, რომელიც, როგორც წესი, ასეთი თემატიკის ტექსტებს თან ახლავს. მაგრამ, არბატელი სულაც არ ეხება მხოლოდ მაგიას. იგი სავსეა ყოველდღიური, ცხოვრებისეული სიბრძნით, მოყვასისადმი დახმარების მოწოდებით, ასევე დადებითი, მადლიერი განწყობის აუცილებლობით და დროის გონივრულად გამოყენებით. რაც მთავარია, არბატელი გვასწავლის ვიყოთ ყურადღებით, ვეძიოთ სასწაულები და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტი.

🟢 არბატელი თავდაპირველად ანონიმური ავტორის მიერ 1575 წელს გამოიცა ლათინურ ენაზე, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში. იგი 1655 წელს რობერტ ტურნერის მიერ პირველად ითარგმნა ინგლისურ ენაზე.

📚წიგნის შეძენა შეგიძლიათ:
👉🏻 წიგნის მაღაზია “აქტი” - შ.რუსთაველის 18
👉🏻“წიგნის სახლი ბახტრიონზე” - ბახტრიონის 11 ბ
👉🏻წიგნის მაღაზია “სამშობლო” - ალ. ყაზბეგის 4
👉🏻ლატერნა - ც.დადიანის 7 (ქარვასლა)
👉🏻შაქრო ბაბუ - ა. ჭავჭავაძის 17ბ
👉🏻გამომცემლობა “სიესტა” - ი. აბაშიძის 33
👉🏻სანტა ესპერანსა:
▫️ქ.თბილისი, სანქტ-პეტერბურგის ქ. 12
▫️ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 73
▫️ქ.ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. 13
📬 ონლაინ შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#მაგია #შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #ოკულტურიმედიცინა #მისტიკა #შელოცვა #რიტუალი #ასტრალი #ალქიმია #ავგაროზი #გრიმუარი #პირველიგრიმუარიქართლად #შელოცვები #შელოცვებისწიგნი #არბატელი #ძველთამაგია #ასტროლოგია #შუასაუკუნეებისგრიმუარი #შუასაუკუნეებისმიგია #მისტერია #გამომცემლობა #ეზოთერულიწიგნები #ეზოთერულილიტერატურა

📙 ამონარიდი წიგნიდან: "სრულად აღწერილი “რთული” ან “სულიერი” რიცხვები"🟣 როდესაც ადამიანი ერთიდან ცხრამდე მარტივ ციფრებს გ...
25/06/2025

📙 ამონარიდი წიგნიდან: "სრულად აღწერილი “რთული” ან “სულიერი” რიცხვები"

🟣 როდესაც ადამიანი ერთიდან ცხრამდე მარტივ ციფრებს გასცდება, ამის შემდეგ იწყება რთულ რიცხვთა დიდი სიმბოლიზმი, რაც ცხრის ხუთჯერ ნამრავლამდე, ანუ 45-მდე გრძელდება. ასეთ დროს იდუმალი ციფრი შვიდიანი, 45-ს ემატება და ჯამში გამოდის 52, რაც წელიწადის 52 კვირას განასახიერებს. 52 გამრავლებული 7-ზე გვაძლევს 364-ს, ანუ წელიწადში დღეები რაოდენობას, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უძველეს დროში კოლექტიურ თანხმობას ჯერ კიდევ ადგილი არ ჰქონდა. ეს ძველი და შესანიშნავი ხალხი, ყოველი წლის სამას სამოცდამეხუთე დღეს იყენებდა, როგორც “ერთ ყველაზე დიდ ფესტივალს”, რა დროსაც ყველანაირი საქმის გაკეთება იკრძალებოდა მამაკაცის, ქალის, ბავშვის ან პირუტყვის მიერ. 365 ეფუძნება მზის მიერ ზოდიაქოს თორმეტი დანაყოფის გავლას, რაც უკლებლივ ყველა ცივილიზაციაში წელიწადის პერიოდის გამოთვლის საფუძველს ქმნის.

🟣ათიანიდან მოყოლებული, რიცხვები ხდებიან რთულ რიცხვთა სიმბოლიზმის ნაწილები. მაგალითად, თუ 12-ს ავიღებთ, დავინახავთ, რომ იგი არის მარტივი ციფრი სამიანის საფუძველი, მაგრამ, იმავდროულად, 1 და 2, რომლისგანაც 12 შედგება, განასახიერებს “რთულ” რიცხვს, რომელსაც სამიანისგან განსხვავებული, საკუთარი მნიშვნელობა გააჩნია.

🟣ერთიდან ცხრამდე ციფრებისთვის მინიჭებული მნიშვნელობები ეხება საგნების მატერიალურ და ფიზიკურ მხარეს, ხოლო ათიდან დაწყებული “რთული” რიცხვები ასახავს ცხოვრების ოკულტურ ან სულიერ მხარეს. განსხვავებული სიმბოლიზმი რიცხვებს იდუმალ რიცხვ 52-მდე ენიჭებათ, ხოლო ამ სიმბოლიზმს ამჟამად ისეთი გასაგები ენით შემოგთავაზებთ, რამდენადაც მათი “თარგმნა” შესაძლებელია.

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #ავგაროზი #ასტროლოგია #ძველიასტროლოგია #ნუმეროლოგია #ქალდეულინუმეროლოგია #რიცხვთამაგია #ვედურინუმეროლოგია #ქირომანტია #კაირო #კაიროსრიცხვთაწიგნი #ციფრულინუმეროლოგია #ბედისწერა #რიცხვები #ბედისწერისრიცხვი #პირადირუქა #ციფრულიფსიქოლოგია

📙 ამონარიდი წიგნიდან: "ციფრი 8" “ყოველდღიური ცხოვრების უფრო ჩვეულებრივ ტრაგედიებს შორის, ჩვენ შეგვიძლია თვალსაჩინო მაგალ...
23/06/2025

📙 ამონარიდი წიგნიდან: "ციფრი 8"

“ყოველდღიური ცხოვრების უფრო ჩვეულებრივ ტრაგედიებს შორის, ჩვენ შეგვიძლია თვალსაჩინო მაგალითი ვიპოვოთ ჰარვი კრიპენის ცხოვრებისა და დასჯის შემთხვევით, რომელიც ცალსახად რვიანისა და ოთხიანის საშინელი კომბინაციის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

თუ მის კარიერას გადავხედავთ, განსაკუთრებით კი იმ მოვლენებს, რომლებიც გადახდა მას კანონის წინაშე, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს ციფრები ყველაზე დრამატულ როლს თამაშობდნენ ამ მამაკაცის ცხოვრებაში, რასაც შემდგომი ფაქტები ადასტურებს:
მისი დაბადების წელი არის 1862, რომელიც ჯამში რვიანს იძლევა. (1+8+6+2=17. 1+7=8).

მისი ცოლი ცოცხალი აღარ უნახავთ 31 იანვრიდან, მასთან სადილის შემდეგ, რომელიც ოთხიანს ასახავს. იანვრის თვეს ეწოდება სატურნის სახლი, რომლის ციფრიც არის 8.
მან 8 ივლისს ინსპექტორი დრიუს განცხადებით მიმართა. (რაც შემდგომში მის წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენეს).

ადამიანის სხეულის ნაწილები სარდაფში 13 ივლისს იპოვეს, რაც ისევ ოთხიანს ქმნის.

გაქცევის მცდელობისთვის მან აირჩია სახელი “რობინსონ”, რომელიც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, 8 ასოსგან შედგება.
იგი “მონტროუზის” ბორტზე 22 ივლისს იცნეს, რაც ისევ ოთხიანს უტოლდება.

გემის სახელი, რომელიც მან ევროპის დასატოვებლად აირჩია, (მონტროუზ) 8 ასოსგან შედგება, ხოლო გემს, რომელმაც იგი საბედისწერო დასასრულამდე მიიყვანა, “მეგანტიკ”-ი ერქვა - ასევე 8 ასო.

იგი დააკავეს გემის კანადაში ჩასვლისას, 31 ივლისის დილას, რაც ოთხიანს უდრის.

სასამართლო დასრულდა შაბათს, 22 ოქტომბერს, რომელიც ისევ ოთხიანია, ხოლო ოქტომბერი მიჩნეულია, როგორც “სატურნის დაზიანების” თვე, რაც რვიანს გვაძლევს.
ოკულტური ციფრი, რომლითაც შაბათი აღინიშნება, არის 8.

ჩამოხრჩობა 8 ნოემბერს ჩაინიშნა.

მიმართვა მოისმინეს და მასზე უარი განაცხადეს შაბათს, 5 ნოემბერს. 8 + 5, რომელიც შაბათის სიმბოლოა, ჯამში გვაძლევს 13-ს, რაც ისევ ოთხიანს უდრის.

როდესაც მისი გასაჩივრება ჩაიშალა, აღსრულების თარიღი შეიცვალა 23 ნოემბრით (5), ხოლო ნოემბრის მოცემული პერიოდის ზოდიაქალური დანაყოფი განასახიერებს სამიანს. თუ 23-ს სამიანს დავუმატებთ, მივიღებთ 26-ს, ანუ რვიანს. ასევე, თუ 23 დავუმატებთ სამიანს (26), ისევ რვიანი გამოდის.

შემიძლია აღვნიშნო, რომ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, რვიანის ოკულტური სიმბოლო გახლავთ “ადამიანური სამართლის სიმბოლო”.

და ბოლოს, როდესაც “საკვანძო ციფრებს” გავაერთიანებთ, მივიღებთ მისი ცხოვრების საბედისწერო წელს, რადგან იგი 48 წლის იყო, როდესაც ჩამოახრჩვეს.
©️Chronicles of Gnosis შემეცნებათა მატიანე

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #ავგაროზი #ასტროლოგია #ძველიასტროლოგია #ნუმეროლოგია #ვედურინუმეროლოგია #ქირომანტია #კაირო #კაიროსრიცხვთაწიგნი

📙 ამონარიდი წიგნიდან: 🟠 "ჩვენს მათემატიკაში არსებულ ყველა რიცხვით სისტემაში, ციფრები ერთიდან ცხრამდე, ასახავენ საფუძველს...
18/06/2025

📙 ამონარიდი წიგნიდან:

🟠 "ჩვენს მათემატიკაში არსებულ ყველა რიცხვით სისტემაში, ციფრები ერთიდან ცხრამდე, ასახავენ საფუძველს, რომელზედაც იძულებულნი ვართ ყველაფერი დავაშენოთ, ისევე, როგორც მუსიკის შვიდი დიდი ჰარმონია ქმნის ყოველი მელოდიის საფუძველს და შვიდი პირველადი ფერი წარმოადგენს ფერთა ყოველგვარი კომბინაციის საფუძველს. შეიძლება აღინიშნოს, რომ ბიბლიაში და სხვა წმინდა წიგნებში “შვიდიანი” ყოველთვის დაკავშირებულია სულიერ ან იდუმალ ღვთისმიერ ძალასთან, და ამ თვალსაზრისით, გამოყენებისას, საინტერესო მნიშვნელობებს ატარებს.
რამდენიმე მაგალითისთვის ავიღოთ შესაქმის შვიდი დღე (ან ციკლი), როგორც დაბადებაში არის ნახსენები.
🔸შვიდი სასუფეველი
🔸შვიდი ტახტი
🔸შვიდი ბეჭედი
🔸შვიდი ეკლესია

🟠 შვიდ დღიანი ლაშქრობა იერიქონის კედლების ირგვლივ, როდესაც “მეშვიდე დღეს” კედელი დაინგრა, სადაც ეს იდუმალი ღვთისმიერი ძალა ციფრ შვიდიანს აღნიშნავდა. ისიც აღსანიშნავია, რომ დავითიდან ქრისტეს დაბადებამდე ზუსტად შვიდი თაობა გვაქვს. იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ ღმერთის შვიდი სულის შესახებ, რომელსაც უფალი დედამიწაზე გზავნის. ეზეკიელი საუბრობს ღმერთის შვიდ ანგელოზზე, რომლებიც მთელს დედამიწაზე წინ და უკან მოძრაობენ, რაც შვიდი შემოქმედებითი პლანეტის მაგნიტურ ზეგავლენებს აღნიშნავს, რომლებიც დედამიწას ასხივებენ.
და კვლავ, ჩვენ გვაქვს ეგვიპტურ რელიგიაში მოხსენიებული შვიდი სული.
🔸ვედების შვიდი დევი
🔸სპარსული რწმენის შვიდი ამშასპანდი
🔸 ქალდეველთა შვიდი ანგელოზი
🔸 ებრაული კაბალას შვიდი სეფირა
🔸გამოცხადების შვიდი ანგელოზი და ასე შემდეგ...

🟠 მოდით, ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ ამ უცნაურ ციფრს. თუ ჩვენ განვიხილავთ ოკულტური სწავლების ყველა კლასს: ინდური, ჩინური, ეგვიპტური, ბერძნული და თანამედროვე სკოლიდან, რომელიც არ უნდა ავირჩიოთ, - გამონაკლისის გარეშე, - აღმოვაჩენთ, რომ შვიდიანის თვისება ბუნების ღვთისმიერ ძალას გამოხატავს, იმას, რაც აქამდე ვახსენეთ.

🟠 ოკულტური მეცნიერების უძველეს წესებში ვხვდებით დადგენილ წესდებას, რომ ციფრი 7 არის ერთადერთი, რომელსაც “უსასრულობის რიცხვის” გაყოფა შეუძლია, რასაც იქამდე განაგრძობს, სანამ თავად მოცემული უსასრულობა გრძელდება, და მაინც, იგი ყოველი დამატებით აწარმოებს ცხრიანს, ან სხვა სიტყვებით გამოხატავს ძირითად ციფრს, რომელსაც ყველა მატერიალისტური გამოთვლა ეფუძნება, რომელზედაც ყველა ადამიანია დამოკიდებული და რომელშიც აზროვნების მთელი კონსტრუქცია გამოხატულებას პოვებს."

📬 წიგნის შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #ავგაროზი #ასტროლოგია #ძველიასტროლოგია #ნუმეროლოგია #ქალდეულინუმეროლოგია #რიცხვთამაგია #ვედურინუმეროლოგია #ქირომანტია #კაირო #კაიროსრიცხვთაწიგნი #ციფრულინუმეროლოგია #ბედისწერა #რიცხვები #ბედისწერისრიცხვი #პირადირუქა #ციფრულიფსიქოლოგია

🌟სიახლე, ნუმროლოგიის მოყვარულთათვის!📙 წიგნი უკვე მაღაზიებში გელოდებათ!🟠 კაიროს “რიცხვთა წიგნი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ...
16/06/2025

🌟სიახლე, ნუმროლოგიის მოყვარულთათვის!
📙 წიგნი უკვე მაღაზიებში გელოდებათ!

🟠 კაიროს “რიცხვთა წიგნი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ნუმეროლოგიის სფეროში. გრაფი ლუი ჰამონი, ფსევდონიმით “კაირო” გახლდათ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ცნობილი ირლანდიელი ასტროლოგი, ქირომანტი და ნუმეროლოგი.

🟠 როგორც მისი მემუარებიდან ირკვევა, კაირომ თავისი ცოდნა ინდოეთში შეიძინა. იქ იგი შეხვდა, ინდოელ ბრაჰმანს, რომელმაც კონკანის რეგიონში მდებარე სოფელში წაიყვანა. გურუმ კაიროს უფლება მისცა, რომ უძველესი წიგნი შეესწავლა, სადაც ხელის გულზე ბედისწერის წაკითხვის შესახებ იყო მოთხრობილი. ორი წლის შემდეგ კაირო ლონდონში დაბრუნდა და ქირომანტიის დარგში დაიწყო მოღვაწეობა.

🟠 ავტორი აღწერს, თუ როგორ მოქმედებენ რიცხვები ადამიანის სიცოცხლეზე, ბედისწერაზე, ბედნიერებაზე, ფინანსებზე, ურთიერთობებზე და სხვა მრავალ საკითხზე. იგი გვიჩვენებს, თუ როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის იღბლიანი რიცხვები, ხოლო, მრავალი ისტორიული მაგალითის მოშველიებით, კაირო ცხადად განმარტავს რიცხვების მეცნიერების მნიშვნელობას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

🟠 “რიცხვთა წიგნის“ ქართულად გამოცემა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ეზოთერული ცოდნის კუთხით.

🟠 აღნიშნული გამოცემა წარმოადგენს ჩვენი გამომცემლობის პირველ ნაბიჯს ნუმეროლოგიის სფეროში - დასაწყისს ახალი, მრავალმნიშვნელოვანი თემატური ხაზისა, რაც ამ მოვლენას კიდევ უფრო განსაკუთრებულს და სიმბოლურად მნიშვნელოვანს ხდის როგორც ჩვენთვის, ისე მკითხველისთვის.

📚წიგნის შეძენა შეგიძლიათ:
👉🏻 წიგნის მაღაზია “აქტი” - შ.რუსთაველის 18
👉🏻“წიგნის სახლი ბახტრიონზე” - ბახტრიონის 11 ბ
👉🏻წიგნის მაღაზია “სამშობლო” - ალ. ყაზბეგის 4
👉🏻ლატერნა - ც.დადიანის 7 (ქარვასლა)
👉🏻შაქრო ბაბუ - ა. ჭავჭავაძის 17ბ
👉🏻გამომცემლობა “სიესტა” - ი. აბაშიძის 33
👉🏻სანტა ესპერანსა :
▫️ქ.თბილისი, სანქტ-პეტერბურგის ქ. 12
▫️ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 73
▫️ქ.ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. 13
📬 ონლაინ შესაძენად მოგვწერეთ პირადში

#შემეცნებათამატიანე #წიგნი #ეზოთერიკა #ოკულტიზმი #გამომცემლობა #მისტიკა #ავგაროზი #ასტროლოგია #ძველიასტროლოგია #ნუმეროლოგია #ქალდეულინუმეროლოგია #რიცხვთამაგია #ვედურინუმეროლოგია #ქირომანტია #კაირო #კაიროსრიცხვთაწიგნი #ციფრულინუმეროლოგია #ბედისწერა #რიცხვები #ბედისწერისრიცხვი #პირადირუქა #ციფრულიფსიქოლოგია

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Chronicles of Gnosis შემეცნებათა მატიანე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category