Rst.mag

Rst.mag Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Rst.mag, Magazine, Irakli Abashidze Str. #61, Tbilisi.

დავიწყეთ სიყვარული და ურთიერთობების თემაზე ჟურნალის შექმნით.. 🧚🏻‍♀️
პროცესში გაღვივდა იდეები..
მალევე ურთიერთობების ფსიქოლოგიის მიმართულებით პროექტად ჩამოვყალიბდით.. 💅🏻
Stay Tuned!
დეტალებისთვის ვებ-გვერდზე გადმოდი.. 🤍

🌸 "ვალენტინოსა და ჯანკარლო ჯამეტის კავშირი თითქმის ანდამატივით ძლიერი იყო.. ჯამეტი არა მხოლოდ ვალენტინოს ბიზნეს პარტნიორ...
21/05/2026

🌸 "ვალენტინოსა და ჯანკარლო ჯამეტის კავშირი თითქმის ანდამატივით ძლიერი იყო.. ჯამეტი არა მხოლოდ ვალენტინოს ბიზნეს პარტნიორი, არამედ მისი ცხოვრებისეული საყრდენიც გახდა.. მათ ერთად შექმნეს მოდის იმპერია, რომელმაც ვალენტინო მსოფლიო მოდის სიმბოლოდ აქცია! ჯამეტი მას აძლევდა სიმშვიდეს, სტაბილურობას, ოჯახის შეგრძნებას — იმ ყველაფერს, რაც თითქოს სწორი და უსაფრთხო იყო..
მაგრამ.. "

სრული სტატიის სანახავად გადადი ბმულზე 🥂
https://rstmag.com/valentino-წითელი-კაბა/

🪷 "მისი ცხოვრების გზა, ერთი შეხედვით, მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან დაიბადა საკმაოდ ცნობილ და მდიდარ, არისტოკრატულ ოჯახშ...
28/04/2026

🪷 "მისი ცხოვრების გზა, ერთი შეხედვით, მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან დაიბადა საკმაოდ ცნობილ და მდიდარ, არისტოკრატულ ოჯახში, თუმცა....
ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიიღო, პირდაპირ გამომდინარეობდა ბავშვობის დროინდელ სიყვარულის ნაკლებობასთან და იმ ტრავმებთან, რაც მას საკუთარმა ოჯახმა მიაყენა.."

სრული სტატიის სანახავად გადადი ბმულზე 🌸

https://rstmag.com/ტრავმირებული-ბავშვობიდა/

🌸"ხშირად ვფიქრობ, როგორ აყალიბებს სიყვარული – მისი არსებობაც და არარსებობაც – შემოქმედებითობას?! სკიაპარელის ცხოვრება, სწორედ ამის მაგალითია: ტკივილი და იმედგაცრუება, მისთვის, არა მხოლოდ დასასრული, არამედ ახალი დასაწყისი გახდა.. მისმა ცხოვრებამ გვანახა, რომ მოდა, ეს ქსოვილსა და ფერებში დაწერილი სულიერი დღიურია.."

სრული სტატიის სანახავად გადადი ბმულზე 🌸

https://rstmag.com/ტრავმირებული-ბავშვობიდა/

💌 "სინამდვილეში, არაფრის გამოგონებაც არ გვჭირდება.. ყველაფერი უკვე ჩვენშია, ჩაფლული და დამალული, იმ ყველაფრის ქვეშ, რაც ...
08/08/2025

💌 "სინამდვილეში, არაფრის გამოგონებაც არ გვჭირდება.. ყველაფერი უკვე ჩვენშია, ჩაფლული და დამალული, იმ ყველაფრის ქვეშ, რაც ცხოვრების მანძლზე გვისწავლია, გამოგვიცდია, გაგვიგია გვიფიქრია, თუ გადაგვიტანია.. უბრალოდ უნდა ადგე და ჩაიხედო შენს თავში, იმ სიღრმეში, სადაც შენი ბავშვობის გატაცებების მიმართ, დიდი ხნის წინ დაკარგე კავშირი..
როგორც კი, კავშირის აღდგენას მოახერხებ, ყველაფერი თავისით დალაგდება.."

სრული ბლოგის სანახავად გადადი ბმულზე💌
https://rstmag.com/რობერტ-გრინის-იანვარი/

🌸"თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, თავისი უნიკალური ენერგია, განწყობა და პიროვნული თვისებები ახასიათებს; ინტერესებიც – რომანტიკუ...
11/07/2025

🌸"თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, თავისი უნიკალური ენერგია, განწყობა და პიროვნული თვისებები ახასიათებს; ინტერესებიც – რომანტიკულ, სათავგადასავლო, ისტორიულ, თუ მისტიკურ ჟანრებზე ნაწილდება.. სწორედ ამიტომ, საზაფხულო საკითხავი, ამ მახასიათებლების გათვალისწინებით შევარჩიე და ვფიქრობ, თუ ქვემოთ მოცემული წიგნები ჯერ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად ჩაუჯექით.."

სრული ბლოგის სანახავად გადადი ბმულზე 🌸
https://rstmag.com/საზაფხულო-საკითხავი-ზოდი/

🌸"რობაქიძის ცხოვრებაში ეს სიყვარული არ დასრულებულა – არც დაწყებულა ბოლომდე. ამ ქალს ვერ ეკუთვნოდა. ოჯახი კი სხვა ქალთან ...
07/07/2025

🌸"რობაქიძის ცხოვრებაში ეს სიყვარული არ დასრულებულა – არც დაწყებულა ბოლომდე. ამ ქალს ვერ ეკუთვნოდა. ოჯახი კი სხვა ქალთან ჰქონდა. მან სამუდამო სიჩუმე და სიმარტოვე არჩია.

სწორედ მირანდა და მისდამი გრძნობები არის რობაქიძის შემოქმედების ის ლანდი, რომელიც ყველა მის სიტყვაში იგრძნობა.."

სრული ბლოგის სანახავად გადადი ბმულზე 🌸
https://rstmag.com/დუმილი/

🫶🏻"თუ დაუკვირდები — ყველაზე მეტად, მაინც იმ სიჩუმის გეშინია, რომელიც მაშინ გაჩნდება, როცა ვიღაც მთელი ხმაურით დასახლდება...
29/06/2025

🫶🏻"თუ დაუკვირდები — ყველაზე მეტად, მაინც იმ სიჩუმის გეშინია, რომელიც მაშინ გაჩნდება, როცა ვიღაც მთელი ხმაურით დასახლდება შენში.. მერე კი დუმს..
პასუხი არ მოდის.. არც ფიზიკური, არც ემოციური..
პანიკურად გეშინია იმის, რასაც მთელი არსებით განიცდი.."

სრული ბლოგის სანახავად ეწვიეთ ბმულს🫶🏻
https://rstmag.com/შიში-და-სიყვარული/

🌸"ვინც ამ ენაზე „საუბრობს“, მისთვის ქმედება ბევრად მეტია, ვიდრე სიტყვა! შეიძლება „სიყვარულის ახსნამ“  ნაკლებად იმოქმედოს...
27/06/2025

🌸"ვინც ამ ენაზე „საუბრობს“, მისთვის ქმედება ბევრად მეტია, ვიდრე სიტყვა! შეიძლება „სიყვარულის ახსნამ“ ნაკლებად იმოქმედოს, თუ რეალური ქმედითი მხარდაჭერა არ მოჰყვება!

ასეთი ადამიანი სიყვარულს იქ ხედავს, სადაც გამხელილ გრძნობას რეალური ფორმა აქვს!

რა უნდა გაითვალისწინო, თუ შენ გვერდით ამ სიყვარულის ენაზე მოსაუბრე ადამიანია?"

სრული ბლოგის სანახავად გადადი ბმულზე 🌸
https://rstmag.com/ქმედებით-გამოხატული-სიყვ/

❣️"სიყვარული იყო – უბრალოდ ის, ვინც დაგრჩა.ვინც არ წავიდა, როცა შეგეძლო არაფერი მიგეცა მისთვის.სიყვარული არ აკეთილშობილე...
01/06/2025

❣️"სიყვარული იყო – უბრალოდ ის, ვინც დაგრჩა.
ვინც არ წავიდა, როცა შეგეძლო არაფერი მიგეცა მისთვის.
სიყვარული არ აკეთილშობილებს ადამიანებს, უბრალოდ აჩენს მათსავე სისუსტეს — მოულოდნელად, დაუფარავად.
როცა გიყვარს, შენს თავს ვეღარ იცავ ბოლომდე.
გაბედავ, ტირილი არ შეგრცხვება.
გაბედავ, სიჩუმით უთხრა ყველაფერი.
გაბედავ, დარჩე — მაშინაც კი, როცა გაქცევა უფრო მარტივია."

სრული ჩანახატის სანახავად გადადი ბმულზე ❣️
https://rstmag.com/მას-ვინც-დარჩება/

🥂"როცა დროის ერთად გატარებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, არა უბრალოდ ერთად ყოფნას, არამედ სრულ ფოკუსს ერთმანეთზე.. ამ დროს ...
27/05/2025

🥂"როცა დროის ერთად გატარებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, არა უბრალოდ ერთად ყოფნას, არამედ სრულ ფოკუსს ერთმანეთზე.. ამ დროს ტელეფონები, სოციალური ქსელები და სხვა ყურადღების გამფანტავი ფაქტორები, გვერდით იწევს – სცენაზე მხოლოდ თქვენ ორნი რჩებით!
ეს არის თქვენი დრო, თქვენი სივრცე – მომენტი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით."

სრული ბლოგის სანახავად გადადი ბმულზე 🥂
https://rstmag.com/დროის-ერთად-გატარება/

🫶🏻 "თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მისთვის ძვირფასი არ ხარ, ან ის ადამიანი გაუფერულდა შენში.. უბრალოდ, ცხოვრებაში, ხ...
24/05/2025

🫶🏻 "თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მისთვის ძვირფასი არ ხარ, ან ის ადამიანი გაუფერულდა შენში.. უბრალოდ, ცხოვრებაში, ხანდახან ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც გგონია, გინდა… უფერულდება ის ურთიერთობა, რაც ოდესღაც გქონდათ, მაგრამ რჩება პატივისცემა, მოგონებები და წარსული, რომელიც ასეთი ტკბილია…"

სრული ბლოგის სანახავად გადადი ბმულზე 🫶🏻
https://rstmag.com/მეგობრები-თავისით-მოდიან/

Address

Irakli Abashidze Str. #61
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rst.mag posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category