21/01/2025
განცხადება :
"მრავალკუთხედი" - პირველი სტუდენტური ონლაინმედია, რომელიც ეფუძნებოდა სამოქალაქო ჟურნალისტიკის პრინციპებს, წყვეტს საქმიანობას.
ჩვენ უკვე 4 კვირაზე მეტია, რაც არსებული ვითარების ( ტექნიკური თუ ფინანსური რესურსების არარსებობის) გამო, აღარ ვაწარმოებთ მედიაკონტენტს.
ჩვენი გუნდი ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა ენთუზიაზმითა და პირადი რესურსებით. ამ პერიოდის განმავლობაში : შევძელით და გავაშუქეთ საპარლამენტო არჩევნები, მუდმივად გთავაზობდით მედიაპროდუქტს ქვეყანაში თუ უნივერსიტეტებში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციიდან ( მათ შორის, გვქონდა ექსკლუზიური მასალები), თქვენამდე მოგვქონდა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა სათქმელი, ვიყავით მათთვის მედიუმი სხვა მედიებთან ურთიერთობის დროს და ა.შ. თუმცა, ახლა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, გაჩერება გვიწევს.
იმედი გვაქვს, ჩვენი ეს გადაწყვეტილება დროებითია და "მრავალკუთხედი" ისევ დაბრუნდება როგორც მედია, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ პარტიულ მხარეს.
აქვე, ჩვენი სოლიდარობა ტელეკომპანია "ბორჯომსა" და TV 25-ს, რომელთაც, ჩვენ მსგავსად, გაჩერება მოუწიათ.