ლურჯი ოკეანე • Blue Ocean

ლურჯი ოკეანე • Blue Ocean Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლურჯი ოკეანე • Blue Ocean, Publisher, Tbilisi.

„ლურჯი ოკეანე“ ქართულ საგამომცემლო სივრცეში უკონკურენტო პროექტია, რომელიც 2015 წლიდან სთავაზობს ქართველ მკითხველს მსოფლიო ბიზნესლიტერატურის შედევრებს მშობლიურ ენაზე. პროექტი მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და ამ გზით ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობას.

საკუთარი შეხედულებების მუდმივი განახლება, ფაქტებზე აგებული აზროვნება, ემოციური ინ

ტელექტის განვითარება, თვითშემეცნება და ადამიანებზე ფოკუსირებული ბიზნესის კეთების უნარი - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის ბიზნესსამყაროში წარმატების მისაღწევადაა საჭირო და რომლის განვითარებაშიც „ლურჯი ოკეანის“ პროექტის ფარგლებში გამოცემული თითოეული წიგნი დაგეხმარებათ.

იკითხეთ „ლურჯი ოკეანე“, იმოგზაურეთ საკუთარი (ქვე)ცნობიერის სიღრმეებში და იპოვეთ პასუხი კითხვაზე „რატომ?“. პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნები თანაბრად საინტერესოა როგორც დამწყები პროფესიონალების, ისე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.

🗣 „ის, რომ შენ ახლა ხელში გიჭირავს ეს წიგნი, ჩემი, შენი, გამომცემლის, დისტრიბუტორის, წიგნის მაღაზიის კონსულტანტის და ამ ...
30/09/2025

🗣 „ის, რომ შენ ახლა ხელში გიჭირავს ეს წიგნი, ჩემი, შენი, გამომცემლის, დისტრიბუტორის, წიგნის მაღაზიის კონსულტანტის და ამ საქმეში ჩართული სხვა ავატარების (პერსონაჟების) მიერ წარმოებული შეთანხმებული რეალობაა. ჩვენ ერთდროულად დავუკვეთეთ სამყაროს, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, და სამყარომაც, რომელიც ასი მილიარდი ჰომო საპიენსის გამოცდილების ბაზას ატარებს, ამ შეკვეთას მალევე შეუსაბამა ისეთი ალგორითმები, რომლებმაც გამოიწვია რეალობა, სადაც ახლა შენ ამ წიგნს კითხულობ."

✍️ „კაცმანობის გარეშე: გზა გამთლიანებისკენ“ - საშა კაცმანის ავტორობით პიროვნული ტრანსფორმაციის თემაზე შექმნილი პირველი ქართული წიგნის შეძენას კვირის ბოლოდან ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და www.palitral.ge საიტზე შეძლებთ (ფასი: 19,95 ლარი).

საშა კაცმანი ანტრეპრენერი, პოდკასტერი, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორია, რომელიც ამ გზის გავლაში 3000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა.

რედაქტორი: მიხეილ ციხელაშვილი

Katsman Podcast - კაცმანის პოდკასტი კაცმანის სხვა პოდკასტი

🗣 „ჩამოყალიბდით: ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევი დამწყები მეწარმეებისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის“ - შო...
23/09/2025

🗣 „ჩამოყალიბდით: ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევი დამწყები მეწარმეებისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის“ - შოთა ჩინჩალაძის ავტორობით ბრენდინგის შესახებ შექმნილი პირველი ქართული წიგნის პრეზენტაცია რეგიონის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ფესტივალზე - Ad Black Sea - International Festival of Creativity შედგა.

შოთა ჩინჩალაძე ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, LEVEL C-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდ არქიტექტორი და ბრენდის სტრატეგიის ტრენერი და ლექტორია. ნამუშევარი აქვს 100-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიის შექმნაზე, გარდაქმნასა თუ კომუნიკაციაზე.

ჩამოყალიბება სტრატეგიული აზროვნების მოდელია. მას მარტივი მიზანი აქვს - მარადმწვანე ბრენდების შექმნაში დაგეხმაროთ. ჩამოყალიბების პროცესში ყველაფერი საკუთარ თავში, სურვილებსა და ინტერესებში მოგზაურობით დაიწყება და ბრენდის დანიშნულების, არსებობის მიზეზის გაცნობიერებით გაგრძელდება.

წინ საკმაოდ ინტენსიური მოგზაურობა გელოდებათ. „ჩამოყალიბდით“ კი უბრალოდ თქვენი გიდი იქნება ამ მოგზაურობაში. წიგნის შეძენას მომავალი კვირის ბოლოდან ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან www.palitral.ge-დან გამოწერით შეძლებთ (ფასი: 29,95 ლარი).

🔥 მანამდე კი, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი!

✨ სიხარულით გიზიარებთ, რომ სტარტაპ ბიურო და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean კვლავ ვაგრძელებთ ერთგულ პარტნიორობას! 🚀ლურჯი ოკეან...
16/09/2025

✨ სიხარულით გიზიარებთ, რომ სტარტაპ ბიურო და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean კვლავ ვაგრძელებთ ერთგულ პარტნიორობას! 🚀

ლურჯი ოკეანე (Blue Ocean) უკვე წლებია სტარტაპ ბიუროს სანდო მეგობარია და მხარში უდგას საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას.

📚 ლურჯი ოკეანე აგრძელებს განათლებისა და ახალი თაობის მხარდაჭერას – AI Hackathon: Beyond Chat-ის და NASA Space Apps Challenge-ის მონაწილეებს ისინი კვლავ გადასცემენ თავიანთი კოლექციის წიგნებს, რომლებიც შთაგონების, ახალი იდეებისა და ცოდნის წყაროა.

💡 დიდი მადლობა Blue Ocean-ს, რომ მუდმივად გვიდგანან გვერდით როგორც იდეების, ინოვაციების და მომავალი თაობის მხარდამჭერები!

თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი!დიდი იდეების უმეტესობა დიდ ბრენდებად იმიტომ ვერ იქცევა, რომ ადამიანებმა არ ...
05/09/2025

თქვენ ხართ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი!

დიდი იდეების უმეტესობა დიდ ბრენდებად იმიტომ ვერ იქცევა, რომ ადამიანებმა არ იციან, საიდან დაიწყონ ან, უბრალოდ, ჩამოუყალიბებლად იწყებენ და საკუთარ ბედს ნაუცბათევ გადაწყვეტილებებს მიანდობენ ხოლმე.

სუნ ძი „ომის ხელოვნებაში“ ამბობს, გამარჯვებული რაზმები ბრძოლას შეტაკებების წინ იგებენ და არა მათი მიმდინარეობისასო. ასეა ბრენდინგშიც - რაც უფრო უკეთ მომზადებული ხვდებით ბრძოლას, მით მეტია თქვენი ბიზნესიდეის დიდ ბრენდად ქცევის შანსი. ბრენდის სტრატეგიის ეს პრაქტიკული გზამკვლევიც სწორედ ამ ბრძოლისთვის თქვენს მზადებას ემსახურება.

#მალე (შენი) წარმატების ბიბლიოთეკას შოთა ჩინჩალაძის, ბრენდის სტრატეგისა და კონსულტანტის, ავტორობით ბრენდინგზე შექმნილი პირველი ქართული წიგნი შეემატება.

წიგნის შეძენას ექსკლუზიურად Ad Black Sea - International Festival of Creativity -ზე შეძლებთ. 12 სექტემბერს, 14:00 – 15:00 სთ-ში კი „ლურჯი ოკეანის“ სტენდთან ავტორი გიმასპინძლებთ კითხვებზე საპასუხოდ და წიგნზე ხელის მოსაწერად.

„ამ წიგნში ღრმა სულიერება შენთვის ხელმისაწვდომია. მასში იპოვი სარკეს, რომელშიც შენს უპირობო, წმინდა „მეს“ დაინახავ. თუ ე...
25/08/2025

„ამ წიგნში ღრმა სულიერება შენთვის ხელმისაწვდომია. მასში იპოვი სარკეს, რომელშიც შენს უპირობო, წმინდა „მეს“ დაინახავ. თუ ეძებ პრაქტიკულ სულიერებას, რომელიც კრედოებითა და რიტუალებით არ არის დამძიმებული, ეს წიგნი უნდა წაიკითხო“.

ადამიანმა თავისი სულიერი შრომა უნდა აღიქვას, როგორც ცხოვრება დაძაბულობის, პრობლემების, შიშის ან მელოდრამის გარეშე. სულიერი ზრდისთვის ცხოვრების გამოყენების ეს გზა ჭეშმარიტად უზენაესი გზაა. სინამდვილეში, დაძაბულობის ან პრობლემების არანაირი საფუძველი არ არსებობს. სტრესი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ცხოვრებისეულ მოვლენებს ეწინააღმდეგები. თუ არც ცხოვრებას არიდებ თავს და არც მისკენ მიისწრაფი, მაშინ არანაირ წინააღმდეგობას არ ქმნი. შენ უბრალოდ აწმყოში იმყოფები. ამ მდგომარეობაში უბრალოდ აკვირდები და განიცდი ცხოვრებისეული მოვლენების განვითარებას. თუ ამ გზით ცხოვრებას აირჩევ, დაინახავ, რომ ცხოვრება მშვიდობიან მდგომარეობაში შეიძლება გაატარო.

(შენი) წარმატების ბიბლიოთეკა გირჩევს წაიკითხო სულიერების თანამედროვე მასწავლებლის, მაიკლ სინგერის ტრანსფორმაციული წიგნი „გათავისუფლებული სული: მოგზაურობა საკუთარ თავს მიღმა“.

წიგნის შეძენას ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და ჩვენს საიტზე მომავალი კვირიდან შეძლებთ (ფასი: 16,95 ლარი).

ინგლისურიდან თარგმნა: სოფო ქორიძემ

🗣„ჩვენ ყველა ადამიანური რწმენების, იდეებისა და პრაქტიკების ღრმა ზღვაში ვცურავთ. ზოგიერთი მათგანი მშვენიერია და სიამოვნებ...
18/08/2025

🗣„ჩვენ ყველა ადამიანური რწმენების, იდეებისა და პრაქტიკების ღრმა ზღვაში ვცურავთ. ზოგიერთი მათგანი მშვენიერია და სიამოვნებას გვანიჭებს, სხვები - არასაჭირო, შემზღუდავი და ზოგჯერ დამაზიანებელიც. როგორც თევზი ვერ ხედავს, რომ წყალში დაცურავს, ჩვენც ხშირად ვერ ვამჩნევთ, ეს რწმენები - კულტურის ჩარჩოები - რამხელა გავლენას ახდენს ჩვენზე.“

საკუთარ მოწოდებას თავად ირჩევ თუ ის გირჩევს შენ? არსებობს რეალობის მოდელი, რომლის თანახმადაც, სამყარო გესაუბრება და შენ მხოლოდ ყური უნდა დაუგდო.

(შენი) წარმატების ბიბლიოთეკა გირჩევს წაიკითხო ვიშენ ლახიანის, საკუთარ თავზე დაოსტატების მიმართულებით მსოფლიოს #1 ონლაინ სასწავლო პლატფორმის, Mindvalley-ის შემქმნელისა და სულისჩამდგმელის, არაჩვეულებრივი წიგნი - არაჩვეულებრივი გონების საიდუმლო.

შეიძინეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან გამოიწერეთ ჩვენი საიტიდან (ფასი: 16,95 ლარი).

🗣„ყველაფერი გამოღვიძებით იწყება... იმის მიმართ, რასაც ჩვენი სხეული გამოხატავს, და იმის მიმართ, რასაც ჩვენი გონება ახშობს...
11/08/2025

🗣„ყველაფერი გამოღვიძებით იწყება... იმის მიმართ, რასაც ჩვენი სხეული გამოხატავს, და იმის მიმართ, რასაც ჩვენი გონება ახშობს”.

სულიერი და ქრონიკული დაავადებები ადამიანებში, დროდადრო, შეუჩერებლად იმატებს. როგორ მოვედით აქამდე? და რა გველოდება მომავალში?

ეს წიგნი სიცოცხლის ძალას აძლევს ადამიანს, რადგანაც გაბორ მატე ჩვენს პირად ტანჯვასა და თანამედროვე ცხოვრების შეუბრალებელ წნეხს ერთმანეთთან წერტილებით აკავშირებს - გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ზოგჯერ ჩვენი იმ ბუნებრივი მდგომარეობის ანარეკლია, რომელიც საკუთარ თავთან გაუცხოებას გვაგრძნობინებს და თითქოს ნელნელა გვაშორებს მას. ოთხწლიანი კლინიკური გამოცდილებითა და უამრავი ადამიანის ისტორიის გადმოცემით, რომლებმაც თავიანთი სხეული და გონება გარდაქმნეს, გაბორ მატე განკურნების დამაიმედებელ გზებს გვთავაზობს.

#მალე პანაცეას სერიას თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის, გაბორ მატეს ტრანსფორმაციული მსოფლიო ბესტსელერი „რა არის ნორმალური? მითი თუ სინამდვილე“ შეემატება.

🗣 Entrepreneur Georgia გირჩევთ წაიკითხოთ 👇შეიძინეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან გამოიწერეთ ჩვენი საიტიდან (ფასი: 40,00 ლ...
07/08/2025

🗣 Entrepreneur Georgia გირჩევთ წაიკითხოთ 👇

შეიძინეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან გამოიწერეთ ჩვენი საიტიდან (ფასი: 40,00 ლარი).

საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

🗣 „რა გვაღვიძებს ღამით ტკბილად ძილისას? კოშმარი, ხმაური გარეთ, ბუნებრივი მოთხოვნილება...მიზეზი ბევრია, მაგრამ საფუძველი ...
05/08/2025

🗣 „რა გვაღვიძებს ღამით ტკბილად ძილისას? კოშმარი, ხმაური გარეთ, ბუნებრივი მოთხოვნილება...მიზეზი ბევრია, მაგრამ საფუძველი ერთი: უნდა შეწუხდე, რომ გამოიღვიძო. მექანიზმი, რომელიც გაღვიძებისას თითს მაშინვე snooze ღილაკზე გვაჭერინებს, მუდმივად ასეა მომართული. ურჩევნია დარჩეს კოშმარში თუ ტკბილ სიზმარში და ნებისმიერი წამიერი გამოფხიზლებაც კი უგულებელყოს, გვერდი იცვალოს და ძილის გაგრძელება სცადოს.”

საშა კაცმანი ანტრეპრენერი, პოდკასტერი, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორია, რომელიც ამ გზის გავლაში 3000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა. ამავდროულად, ის არის ადამიანი, რომელიც კლასიკური გაგებით წარმატების ზენიტში მყოფი, „თვითშემეცნების ორმოში“ ჩავარდა, „გმირის მოგზაურობის გზას“ დაადგა და საკუთარი ხელით დაანგრია ქოხი, სარდაფში განძის მოსაძებნად.

გზა გამთლიანებისკენ რთული და მტკივნეულია - საკუთარი ეგოს მხილებას, სისუსტეების გამოაშკარავებასა და ტყუილების გაშიშვლებას მოითხოვს. ბოლოსდაბოლოს, ვინ არის საშა კაცმანი კაცმანობის - რეგალიების, ფულის, გავლენის, რეპუტაციისა და ძალაუფლების გარეშე? ვინ ხარ შენ - იმის გარეშე რაც გასწავლეს საკუთარ თავზე? რამდენად იცნობ შენს ეგოს? ის ხარ, ვინც აკვირდება, თუ ის, ვისაც აკვირდებიან?

✍️ #მალე (შენი) წარმატების ბიბლიოთეკას თვითგამორკვევისა და პიროვნული ტრანსფორმაციის თემაზე შექმნილი პირველი ქართული წიგნი - „კაცმანობის გარეშე: გზა გამთლიანებისკენ“ შეემატება.

რედაქტორი: მიხეილ ციხელაშვილი

✍️ „როცა იგი თავისი ქვეყნის მომავლის განჭვრეტას ლამობდა, მის აღორძინებას და წარმატებას ყოველთვის გრიგოლ ზანდაროვს უკავში...
05/08/2025

✍️ „როცა იგი თავისი ქვეყნის მომავლის განჭვრეტას ლამობდა, მის აღორძინებას და წარმატებას ყოველთვის გრიგოლ ზანდაროვს უკავშირებდა. დღევანდელი სოვდაგარი მას ხვალინდელ ფაბრიკანტად მიაჩნდა. ფულის ამ უბრალო დამგროვებელს ქორვაჭრის, ჩარჩის, მევახშის და მოგზაური ვაჭრის თვისებები იმ მომენტში უნდა დაკარგოდა, როცა ფუფუნების საგნების მყიდველთა გვერდით იაფი და ყოველდღიური მოთხოვნილების საქონლის მომხმარებლები დიდი რაოდენობით გაჩნდებოდნენ. ასე მოხდა დაწინაურებულ ქვეყნებში. ასევე უნდა მომხდარიყო საქართველოშიც.“

🧡 ნიკოლოზ გაბაონმა ამ რომანით ქართულ პროზაში ძეგლი დაუდგა XIX საუკუნის თბილისს, მისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟებით.

👉 შესაძენად გვეწვიე ბმულზე: https://www.palitral.ge/product/6058/aivniani-qalaqi, აპლიკაციაში და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში.

🗣 ფასდაკლების კვირეული გრძელდება! (შენი) წარმატების ბიბლიოთეკა უკვე 10 წელია ქართველი მკითხველის ბიზნესგანათლებასა და თვ...
24/07/2025

🗣 ფასდაკლების კვირეული გრძელდება!

(შენი) წარმატების ბიბლიოთეკა უკვე 10 წელია ქართველი მკითხველის ბიზნესგანათლებასა და თვითგანვითარებაზე ზრუნავს. 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 21-27 ივლისს, 20%-40% ფასდაკლებას გთავაზობთ.

ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებთ როგორც ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, ისე წიგნების საიტიდან www.palitral.ge გამოწერის შემთხვევაში.

წიგნების კატალოგი: https://online.fliphtml5.com/rkvbc/txei/

🗣 ფასდაკლების კვირეული დაიწყო! (შენი) წარმატების ბიბლიოთეკა უკვე 10 წელია ქართველი მკითხველის ბიზნესგანათლებასა და თვითგ...
23/07/2025

🗣 ფასდაკლების კვირეული დაიწყო!

(შენი) წარმატების ბიბლიოთეკა უკვე 10 წელია ქართველი მკითხველის ბიზნესგანათლებასა და თვითგანვითარებაზე ზრუნავს. 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 21-27 ივლისს, 20%-40% ფასდაკლებას გთავაზობთ.

ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებთ როგორც ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, ისე წიგნების საიტიდან www.palitral.ge გამოწერის შემთხვევაში.

წიგნების კატალოგი: https://online.fliphtml5.com/rkvbc/txei/

Address

Tbilisi

Telephone

+995595999972

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლურჯი ოკეანე • Blue Ocean posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ლურჯი ოკეანე • Blue Ocean:

Share

Category