LearnEra with Elena

LearnEra with Elena ტრენინგები, გაკვეთილები და საგანმანათლებლო რესურსები ინგლისურის სწავლისა და სწავლებისათვის ✨

🚨დარჩა მხოლოდ 5 ადგილი - რეგისტრაცია მალე დასრულდება!თუ ონლაინ გაკვეთილის დროს ხშირად ფიქრობ:„როგორ ჩავრთო ყველა მოსწავლ...
26/08/2026

🚨დარჩა მხოლოდ 5 ადგილი - რეგისტრაცია მალე დასრულდება!

თუ ონლაინ გაკვეთილის დროს ხშირად ფიქრობ:

„როგორ ჩავრთო ყველა მოსწავლე?“
„როგორ შევინარჩუნო მათი ყურადღება ეკრანს მიღმა?“
„როგორ გავხადო ონლაინ გაკვეთილი უფრო ინტერაქტიული და შედეგიანი?“
„როგორ შევამოწმო მათი ცოდნა?“

მაშინ ეს ტრენინგი სწორედ შენთვისაა.

💻 „ეფექტური ონლაინ სწავლების ფორმულა: სტრატეგიები და პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებისთვის“

ეს არ იქნება ტრენინგი, სადაც მხოლოდ თეორიას მოისმენ.

მიიღებ კონკრეტულ სტრატეგიებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და მზა იდეებს, რომელთა გამოყენებასაც პირდაპირ შენს ონლაინ გაკვეთილზე შეძლებ.

✨ როგორ ჩართო მოსწავლეები გაკვეთილის პირველივე წუთებიდან;

✨ როგორ დაგეგმო ონლაინ გაკვეთილი CONNECT → CLARIFY → EXPLORE → APPLY → CHECK მოდელის მიხედვით;

✨ როგორ გამოიყენო ჩატი და Breakout Rooms არა უბრალოდ ფუნქციებად, არამედ სწავლების ეფექტურ ინსტრუმენტებად;

✨ როგორ მოარგო დავალებები მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებს;

✨ როგორ გამოიყენო ინტერაქტიული პლატფორმები, ქვიზები და AI ინსტრუმენტები;

✨ როგორ აქციო პასიური ონლაინ კლასი აქტიურ სასწავლო სივრცედ.

📌 ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 5 თავისუფალი ადგილი.

თუ რეგისტრაციას გეგმავდი, გადადება აღარ ღირს -
დაიკავე დარჩენილი ადგილებიდან ერთ-ერთი.

რა თქმა უნდა, მიიღებთ ტრენინგის ჩანაწერს მუდმივი წვდომით გამოყენებულ და დამატებით საჭირო მასალებთან ერთად!

👇 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://forms.gle/gC4HNeeESJyuhY3S9

ონლაინ გაკვეთილი აღარ არის არჩევანი, ეს ჩვენი ყოველდღიური საჭიროებაა!

სწორად დაგეგმვის შემთხვევაში კი ის შეიძლება გახდეს ცოცხალი, ინტერაქტიული და შედეგიანი სასწავლო გამოცდილება. 💻✨

25/08/2026

🎬 ინგლისურის მასწავლებლებო, ასეთ ანიმაციას თქვენს გაკვეთილზე გამოიყენებდით?🐉

ეს პატარა ვიდეო AI-ის დახმარებით შევქმენი Giving Directions & Prepositions of Place- ის სწავლებისთვის.

პერსონაჟები საუბრობენ, მოძრაობენ და ახალ მასალას ბავშვი კონტექსტში სწავლობს. ✨

📩 გინდათ ვიდეო?

კომენტარში დაწერეთ “მინდა“და პირადად გამოგიგზავნით. თქვენ კი ამ ვიდეოს საშუალებით გაკვეთილს განსაკუთრებულობას მიანიჭებთ!

🔥 ხოლო ასეთი ვიდეოების შექმნას თავადაც ისწავლით 5–6 სექტემბრის ორდღიან ტრენინგზე

“AI აპლიკაციები ინგლისურის მასწავლებლებისთვის“

📍 ცემი | მთის კურორტი „განთიადი“

#ინგლისური #ტექნოლოგია

„ჩართე კამერა“ - ალბათ ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა ონლაინ გაკვეთილზე.მაგრამ სანამ კიდევ ერთხელ ვეტყვით ბავშვს „ჩართე ...
25/08/2026

„ჩართე კამერა“ - ალბათ ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა ონლაინ გაკვეთილზე.

მაგრამ სანამ კიდევ ერთხელ ვეტყვით ბავშვს „ჩართე კამერა“, მოდი, ერთი წუთით დავფიქრდეთ:

რატომ არ რთავს?

შეიძლება ერიდება საკუთარი თავის ეკრანზე დანახვის.

ან არ არის მიჩვეული, რომ მთელი ჯგუფი მას უყურებს.

თუნდაც ეშინია, რომ რაღაცას არასწორად იტყვის და სხვები დასცინებენ.

შეიძლება სახლში ისეთი გარემო აქვს, რომლის ჩვენებაც არაკომფორტულად ეჩვენება.

ამიტომ, ჩემი აზრით, კამერის ჩართვა ბავშვისთვის მოთხოვნა კი არა, თანდათანობით შექმნილი კომფორტი და შინაგანი სურვილი უნდა გახდეს.

ამიერიდან სანამ კამერის ჩართვას კატეგორიულად მოითხოვთ, ეს რამდენიმე მეთოდი სცადეთ: 👇

1. პირველივე წუთზე ნუ მოითხოვთ - „ჩართე კამერა“.

დაიწყეთ პატარა აქტივობით, სადაც კამერის ჩართვა ბუნებრივად გახდება საჭირო.

მაგალითად:

„მოდი, ყველამ 10 წამით დავუქნიოთ ხელი ერთმანეთს და გავიცნოთ.“

ან:

„დღეს ერთი სახალისო კითხვა მაქვს და პასუხი მხოლოდ მიმიკით უნდა მაჩვენოთ.“

ამ დროს ბავშვი კამერას უკვე არა ვალდებულებად, არამედ აქტივობის ნაწილად აღიქვამს.

2. პირველი რამდენიმე წუთი დაუთმეთ ერთმანეთთან კავშირის დამყარებას.

ონლაინ გაკვეთილზე პირდაპირ საგანზე გადასვლა ზოგჯერ ძალიან ცუდი იდეაა.

დასვით მარტივი კითხვა:

„ერთი სიტყვით მითხარი, როგორი დღე გაქვს.“

ან:

„დღევანდელ განწყობას რომ ერთი ემოჯი შეესაბამებოდეს, რომელს აირჩევდი?“

ეს პატარა საუბარი შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ბავშვი ნელ-ნელა ეცნობა გარემოს და მასწავლებელთანაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

3. კამერის ჩართვას პატარა ფუნქცია მიეცით.

მაგალითად:

„ახლა 30 წამით კამერები ჩავრთოთ და ყველამ ვაჩვენოთ, რა მოვამზადეთ.“

ან:

„ვინც მზად არის, კამერით მაჩვენოს თავისი პასუხი.“

ან:

„ახლა თქვენი რეაქცია მინდა დავინახო - პასუხი მხოლოდ სახის გამომეტყველებით მაჩვენეთ.“

ანუ კამერა უბრალოდ ჩართული კი არ არის, მას ფუნქცია აქვს.

4. ნუ ელოდებით, რომ ყველა ბავშვი ერთნაირი სისწრაფით ჩაერთვება.

ზოგს პირველივე გაკვეთილზე მოუნდება კამერის ჩართვა.

ზოგს რამდენიმე შეხვედრა დასჭირდება.

ზოგს კი - უფრო მეტი დრო.

და ეს ნორმალურია.

ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ ბავშვმა კამერა ნებისმიერ ფასად ჩართოს, მას სურვილი უნდა გავუჩინოთ და ვაჩვენოთ ჩართული კამერის მნიშვნელობა.

და როცა ბავშვი, რომელიც აქამდე კამერას არ რთავდა, ერთ დღეს თვითონ გეტყვით:

„მასწავლებელო, დღეს კამერა ჩავრთო?“

აი, მაშინ მგონია, რომ რაღაც სწორად გავაკეთეთ. ❤️

რადგან ეს უკვე მხოლოდ ჩართული კამერა აღარ არის.

ეს არის ნდობა, კომფორტი და ჩართულობა.

სწორედ ასეთი დეტალებისგან შედგება კარგი ონლაინ გაკვეთილი.

ამ და კიდევ ბევრ პრაქტიკულ საკითხზე ვიმუშავებთ 30 აგვისტოს ტრენინგზე „ონლაინ სწავლების ფორმულა“ - როგორ შევქმნათ ონლაინ გარემო, სადაც ბავშვი უბრალოდ გაკვეთილს კი არ ესწრება, არამედ რეალურად ერთვება სასწავლო პროცესში.

ტრენინგზე სარეგისტრაციო ბმული იხილეთ კომენტარებში👇

მასწავლებლებო, თქვენთან როგორ არის - ბავშვები მარტივად რთავენ კამერას თუ თქვენც ხშირად გესმით ფრაზა: „კამერის ჩართვა არ მსურს”. 💬

24/08/2026

ონლაინ გაკვეთილი ნამდვილად უხარისხოა? 🤔

ინსტრუმენტი, რომელიც ონლაინ გაკვეთილის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას აგვარებს 👀როგორ გავიგოთ, მართლა გაიგო თუ არა მოსწავლემ ი...
23/08/2026

ინსტრუმენტი, რომელიც ონლაინ გაკვეთილის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას აგვარებს 👀

როგორ გავიგოთ, მართლა გაიგო თუ არა მოსწავლემ ის, რაც რამდენიმე წუთის წინ ავუხსენით?

ონლაინ გაკვეთილზე ეს განსაკუთრებით რთულია.

ეკითხები:

_ „გასაგებია?“

_ „კი, მას.“

და აგრძელებ გაკვეთილს.

მერე დავალების შესრულებისას აღმოაჩენ, რომ… არც ისე გასაგები ყოფილა. 😄

სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მინდა ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი გაგიზიაროთ - Whiteboard.fi.

მისი ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის ის არის, რომ მოსწავლეების ნამუშევარს მაშინვე ხედავ.

ყველა მოსწავლე ერთდროულად მუშაობს საკუთარ დაფაზე, შენ კი შეგიძლია დაინახო, რა ხდება თითოეული მათგანის სამუშაო დაფაზე და რეაგირება მოახდინო.

ამიტომ Whiteboard.fi ჩემთვის უბრალოდ კიდევ ერთი ონლაინ ინსტრუმენტი არ არის.

მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ ონლაინ გაკვეთილზე მასწავლებელს ეხმარება დაინახოს მოსწავლის პროგრესი თუ რეგრესი.

და ეს მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ ყველაფრის, რაც კარგ ონლაინ გაკვეთილს ქმნის.

🎓 სწორედ ამიტომ შევქმენი ტრენინგი „ეფექტური ონლაინ სწავლების ფორმულა“.

აქ მხოლოდ აპლიკაციებზე არ ვისაუბრებთ.

ვისაუბრებთ როგორ დავგეგმოთ ონლაინ გაკვეთილი, როგორ შევინარჩუნოთ მოსწავლის ყურადღება, როგორ გავზარდოთ ჩართულობა, როგორ ვასწავლოთ ონლაინ ეფექტურად, როგორ შევამოწმოთ ცოდნა, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები და AI სწორ დროს და რაც მთავარია - როგორ არ ვაქციოთ ონლაინ გაკვეთილი მასწავლებლის ერთსაათიან მონოლოგად.

ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია, სარეგისტრაციო კომენტარებში 👇

📌 შეინახე Whiteboard.fi იქნებ შემდეგ ონლაინ გაკვეთილზე ზუსტად ეს დაგჭირდეს.

იხილეთ საიტის ლინკი კომენტარებში 👇

22/08/2026

დიახ, დიახ! არ მოგესმათ! ❤️

უყურეთ ვიდეოს ბოლომდე ✅❤️

💜 დიდი ხანი ითხოვდით ონლაინ ტრენინგს... აი, ისიც!ამჯერად შევარჩიეთ თემა, რომელიც ონლაინ სწავლებისას თითქმის ყველა მასწავ...
22/08/2026

💜 დიდი ხანი ითხოვდით ონლაინ ტრენინგს... აი, ისიც!

ამჯერად შევარჩიეთ თემა, რომელიც ონლაინ სწავლებისას თითქმის ყველა მასწავლებლისთვის აქტუალურია:

🎓 „ეფექტური ონლაინ სწავლების ფორმულა“

როგორ შევინარჩუნოთ მოსწავლეთა ყურადღება ეკრანის მიღმა?
როგორ გავზარდოთ მათი ჩართულობა?
როგორ შევქმნათ დინამიკური გაკვეთილი და არ ვაქციოთ ონლაინ სწავლება უბრალოდ „მასწავლებელი საუბრობს, მოსწავლე უსმენს“ ფორმატად?

ტრენინგზე გაგიზიარებთ კონკრეტულ მეთოდებს, პრაქტიკულ ხერხებსა და აქტივობებს, რომელთა გამოყენებასაც თქვენს ონლაინ გაკვეთილებზე მაშინვე შეძლებთ.

📌 ვისაუბრებთ:
✔️ პრაქტიკულ მიდგომებზე ეფექტური ონლაინ გაკვეთილისთვის
✔️ მოსწავლეთა ჩართულობის სტრატეგიებზე
✔️ ყურადღებისა და მოტივაციის შენარჩუნებაზე
✔️ ონლაინ კომუნიკაციის ეფექტურ ხერხებზე

ეს იქნება პრაქტიკული ტრენინგი მასწავლებლებისთვის, ნაკლები თეორია და მეტი ისეთი იდეა, რომელიც რეალურ გაკვეთილზე მუშაობს.

📅 30 აგვისტო
⏰ 12:00
💻 Google Meet

თუ ონლაინ ასწავლით და გინდათ, რომ თქვენი გაკვეთილები გახდეს უფრო ცოცხალი, ინტერაქტიული და ეფექტური, გელოდებით! 💜

📩 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/ZwAPZKdBTPgMtPip8

როგორც იცით, ონლაინ ფორმატის მიუხედავად, მონაწილეთა რაოდენობას ვზღუდავთ, რათა ტრენინგი მაქსიმალურად ინტერაქტიული და პრაქტიკული იყოს.

“ონლაინ გაკვეთილები საერთოდ არ მუშაობს…“ეს ფრაზა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა. იგი აღნიშნავდა რომ მოსწავლეები ესწრებოდ...
22/08/2026

“ონლაინ გაკვეთილები საერთოდ არ მუშაობს…“

ეს ფრაზა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა. იგი აღნიშნავდა რომ მოსწავლეები ესწრებოდნენ, კამერებიც ჩართული ჰქონდათ, მასალაც მომზადებული იყო… მაგრამ გაკვეთილის ბოლოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი საათი მარტომ ილაპარაკა.

ის გულისტკივილს გამოთქვამდა რომ ერთი მოსწავლე საერთოდ არ ერთვებოდა.
მეორე მხოლოდ მაშინ პასუხობდა, როცა პირდაპირ მიმართავდნენ.
მესამე კამერასთან იჯდა, მაგრამ აშკარად სხვაგან იყო.

თუმცა, პრობლემა ნამდვილად ონლაინ გაკვეთილში იყო?

შეიძლება პრობლემა იმაშია, რომ ჩვეულებრივი გაკვეთილი ონლაინ სივრცეში პირდაპირ გადავიტანეთ, მაშინ როცა ონლაინ გაკვეთილს სრულიად განსხვავებული მეთოდები სჭირდება ეფექტურობისთვის!

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომლებსაც მე ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად მივყვები: 👇

1. გაკვეთილის პირველი 2 წუთი

„არავინ ისმენს, ყველა აკეთებს“

ნუ დაიწყებ გაკვეთილს:

„დღეს ვისწავლით…“

ამის ნაცვლად, ეკრანზე გამოიტანე ერთი კითხვა და უთხარი:

„პასუხი ჩატში დაწერეთ, მაგრამ ჯერ არ გამოაგზავნოთ.“

რატომ მუშაობს?

თუ ერთი ძლიერი მოსწავლე პირველივე წამს სწორ პასუხს დაწერს, დანარჩენები ხშირად უბრალოდ იმავე პასუხს იმეორებენ.

როცა ყველა დამოუკიდებლად ფიქრობს, შენ უკვე ხედავ რეალურ ცოდნას და არა ერთმანეთისგან გადაწერილ პასუხებს.

2. ყოველი ახსნის შემდეგ - “ახლა შენ“ ტექნიკა

თუ 5 წუთი რაღაცას უხსნი, შემდეგ აუცილებლად მიეცი მოსწავლეს მოქმედება.

მაგალითად, ასწავლი Present Perfect-ს.

ნუ გააგრძელებ კიდევ 5 წუთი ახსნას.

უთხარი:

„ახლა 40 წამი გაქვთ. დაწერეთ 2 წინადადება თქვენს ცხოვრებაზე Present Perfect-ში. ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი.“

ასე ძალიან მარტივად გაიგებ, გაიგო თუ არა მოსწავლემ შენი ახსნილი.

3. Speaking-ისთვის გამოიყენე „3-2-1“

თუ მოსწავლეებს speaking უჭირთ, ნუ ეტყვი უბრალოდ:

„ახლა ისაუბრეთ თქვენს პარტნიორთან.“

მიეცი ჩარჩო:

3 კითხვა უნდა დაუსვან ერთმანეთს.
2 ახალი სიტყვა აუცილებლად გამოიყენონ.
1 საინტერესო პასუხი დაიმახსოვრონ პარტნიორისგან.

შემდეგ გამოკითხვისას ჰკითხე:

„რა გაიგე შენი პარტნიორის შესახებ?“

ახლა უკვე მოსწავლეს აქვს მიზეზი, რომ ნამდვილად მოუსმინოს პარტნიორს.

4. გაკვეთილის ბოლოს - ერთი შეკითხვა, რომელიც ყველაფერს გაჩვენებს

არ გჭირდება რთული შეფასების ფორმა.

უბრალოდ უთხარი:

„ჩატში დაასრულეთ შემდეგი წინადადებები:
Today I finally understood…“
„Today I still need help with…“

შეაგროვე მათი პასუხები და შემდეგი გაკვეთილი შესაბამისად დაგეგმე!

და კიდევ ერთი პატარა რამ:

ონლაინ გაკვეთილზე ყოველი აქტივობისთვის ახალი აპლიკაცია ნამდვილად არ გჭირდება. ამით გაართულებ გაკვეთილს და დროს დაკარგავ.

ხშირად საკმარისია:

ჩატი.
ეკრანის გაზიარება.
ერთი კარგი კითხვა.
და დავალება, რომელიც მოსწავლეს აიძულებს, რაღაც გააკეთოს.

იმიტომ, რომ მთავარი კითხვა არ არის:

„რამდენად საინტერესო მასალა მოვამზადე?

არამედ:

„ამ 10 წუთში მოსწავლემ რამდენი წუთი გაატარა აქტიურად?“

📌 შეინახე ეს პოსტი და შემდეგ ონლაინ გაკვეთილზე ერთი მეთოდი მაინც სცადე.

თუ ონლაინ გაკვეთილებს ატარებ, რომელი ხერხი მუშაობს შენთან ყველაზე კარგად? 👇

გაგვიზიარე კომენტარებში ✨

🐔 Chicken Talks & Oh, Punishment. 😈ეს მხოლოდ სახელია… მაგრამ რა იმალება მის უკან? 👀ეს არის ჩვენი 5-6 სექტემბრის გასვლითი...
20/08/2026

🐔 Chicken Talks & Oh, Punishment. 😈

ეს მხოლოდ სახელია… მაგრამ რა იმალება მის უკან? 👀

ეს არის ჩვენი 5-6 სექტემბრის გასვლითი ტრენინგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული აქტივობა, რომელსაც ჯერ არ ვამხელთ!

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 5-6 სექტემბერს გამოცდით რა იმალება ამ ინტრიგის მიღმა!

🎁 ვინც მიხვდება რას გულისხმობს აქტივობა „Chicken Talks & Oh, Punishment“ დასაჩუქრდება ლერნერასგან!

აბა, რას ფიქრობთ? 🐔😃

17/08/2026

კომენტარებში დაგხვდებათ ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ! ❤️

აქვე, შეგახსენებთ 5,6 სექტემბერს საოცარი გასვლითი ტრენინგი გველოდება ცემში! ❤️

#ტექნოლოგია #განათლება #ინგლისური

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LearnEra with Elena posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share