29/09/2025
⭕ „გამოუსწორებელი სიბრიყვე სჭირთ „ქოცებს“ და მათ პროპაგანდას. ფიქრობენ, რომ მათი პრობლემა არის მხოლოდ პარტიები და ცალკეული ლიდერები, ამიტომ დაიჭირეს თითქმის ყველა აქტიური ლიდერი, მაგრამ არც ამან უშველათ. მერე შეეშინდათ ლევან ხაბეიშვილის და 4 ოქტომბრის, დაატყვევეს ისიც. ამანაც არ უშველა მათ შიშებს, ახლა პროპაგანდა მიადგა და ცდილობს გააშავოს პაატა ბურჭულაძე.
სულ ტყუილად წვალობთ, შეიგნეთ „ქოცებო“, თქვენ პრობლემა გაქვთ ქართველ ხალხთან და საქართველოსთან და ამას მთელი სიცხადით დაინახავთ 4 ოქტომბერს, სადაც ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის, უზურპატორი უნდა წავიდეს“ - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.