Chai Khana

Chai Khana მედია რეალობაზე, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე ახალ ამბებში ჩანს.

At Chai Khana, we believe that open access to information, through issue-based multi-media content, could be a catalyst for positive change. We believe that if we invest in building up the skills of young journalists, they will create positive returns for themselves, their communities, and the region at large.

პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნამ ბევრს გაახსენა საბჭოთა მეთოდი, რომელიც  ...
04/08/2025

პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნამ ბევრს გაახსენა საბჭოთა მეთოდი, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ იძულებით მკურნალობას იყენებდა. ჟურნალისტი ნაზი შამანაური 1983 წელს იძულებით მკურნალობას ემსხვერპლა.

დოკუმენტალისტმა, ანნა ძიაპშიპამ, 2020 წელს ექსპერიმენტული ვიდეო გადაიღო, რომელიც საქართველოს ახლო ისტორიის ინდივიდუალურ პროტესტებს ერთმანეთთან ასოციაციურად აკავშირებს. მათ შორისაა, ნაზი შამანაურის ისტორიაც. დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე, ავტორს წლების წინ მომზადებულ თემასთან დაბრუნება ვთხოვეთ:

„დამზაფვრელია იმის წარმოდგენა, როგორ ვუბრუნდებით ჩვენს გადაუაზრებელ წარსულს, როგორ გვახსენებს ის თავს, განსაკუთრებით ქალების წინააღმდეგობის და მათი გაჩუმების მხრივ. თითქოს რამდენი რამე შეიცვალა, მაგრამ როგორც ჩანს, შეუძლებელია განვითარება წარსულის ცოდნის და გადააზრების გარეშე”.

საქართველოს უახლესი ისტორია პროტესტის ისტორიაა, მათ შორის ინდივიდუალური პროტესტის

01/08/2025

მზია ამაღლობელის განაჩენი ცნობილი მალე გახდება, მისი საქმე დასკვნით ეტაპზეა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელის ნამდვილი ამბავი ნახეთ სალომე ჯაშის ფილმში სერიიდან „სინდისის პატიმრების ამბები ქართველი კინემატოგრაფების ფილმებში“.

31/07/2025

საფრანგეთში ემიგრირებული ქართველები სიცოცხლის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძვიან. ტურისტული ატრაქციებით ცნობილი ქალაქი მათი თავშესაფარი და ბოლო იმედია. ემიგრანტების შიშებს და გაუცხოებას თარჯიმანი ამსუბუქებს, რომლის მისიაც კულტურებს შორის ხიდის გადებაა.

„პარალელური მოძრაობები” საზღვრებს გარეთ გასული მიგრანტების საქართველოა. ის იმ ქართველების ამბავს ეხმიანება, ვინც უკვე წავიდა, მიდის, ან მომავალში დატოვებს ქვეყანას, ვისთვისაც ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხე კიდევ უფრო ხელშესახებია.

რეჟისორი: შორენა თევზაძე

ფილმის სრული ვერსია ნახეთ Chai Docs-ის Youtube არხზე.

25/07/2025

კახა კინწურაშვილი აფხაზეთიდან დევნილია. დემონსტრაციების წინა ხაზზე ის 2023 წლიდან ჩნდება, როცა ქვეყანაში ე.წ. „აგენტების კანონს” იღებენ. მალევე მის კოლეგას და მეგობარს პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის აპატიმრებენ. საპასუხოდ, არტისტების ნაწილი ერთიანდება და უწყვეტი წინააღმდეგობის კერებს ქმნის.

„დევნა” სახლიდან ერთხელ უკვე გამოდევნილი ადამიანის ამბავს ჰყვება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იგივე აღარ გამოცადოს.

რეჟისორი: ნინიკო ლეკიშვილი

ფილმის სრული ვერსია ნახეთ Chai Docs-ის Youtube არხზე.

„კარზე ბრახუნი დაიწყეს, თან ყვიროდნენ. უცებ გამოვფხიზლდი. ჩაცმა არ მაცალეს. დამცინავი კომენტარები ჰქონდათ, სახლში რომ შე...
22/07/2025

„კარზე ბრახუნი დაიწყეს, თან ყვიროდნენ. უცებ გამოვფხიზლდი. ჩაცმა არ მაცალეს. დამცინავი კომენტარები ჰქონდათ, სახლში რომ შემოვიდნენ, იკას უთხრეს, ამაზე კარგ პირობებში კი მიგვყავხარო. თან დაგვცინოდნენ”.

19 წლის ირაკლი მიმინოშვილი ერთ-ერთია იმ 11 ადამიანს შორის, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Chai Khana ამ სერიით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა.

ნელ-ნელა მოემზადეთ, ცოტა შეიძლება გაიწელოს ჩემი აქ ყოფნა და არ ინერვიულოთ

უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოგზაურობის კომფორტი არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ასევე შესაძლებლობაა, წლობით გაყოფილი...
16/07/2025

უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოგზაურობის კომფორტი არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ასევე შესაძლებლობაა, წლობით გაყოფილი ოჯახები დროებით მაინც გაერთიანდნენ და ემიგრაციის გამო მორღვეული სოციალური ქსოვილი მცირე ხნით მაინც გამთლიანდეს.

უვიზო მიმოსვლა არის შესაძლებლობა, ემიგრაციის გამო მორღვეული სოციალური ქსოვილი მცირე ხნით მაინც გამთლიანდეს.

„კორპუსში რომ შედიხარ, კიბის უჯრედს განსაკუთრებით ეტყობა ბზარები. ჩემს სახლშიც ბევრი ბზარია და ამბობენ ხოლმე „კორპუსი და...
15/07/2025

„კორპუსში რომ შედიხარ, კიბის უჯრედს განსაკუთრებით ეტყობა ბზარები. ჩემს სახლშიც ბევრი ბზარია და ამბობენ ხოლმე „კორპუსი დაჯდაო”. ესეც მითია, როგორ შეიძლება ბზარი საშიში არ იყოს? თან როცა ყოველ წელს ახალ-ახალი ემატება?!”

სტატია Chai Khana-ს არქივიდან ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების ყოფას აღწერს.

ოქტომბერში, ბათუმში, ხუთსართულიანი კორპუსის ჩამონგრევისას 9 ადამიანი დაიღუპა.

❗ მედია პლატფორმა Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა დღეს, 10 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფ...
10/07/2025

❗ მედია პლატფორმა Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა

დღეს, 10 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, ვისთანაც ევროკომისია საქართველოში თანამშრომლობს.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასული ინფორმაციის თანახმად, Chai Khana-მ ევროკომისიისგან 31 947 ევრო მიიღო და კონტრაქტის მიხედვით, ჯამში 532 117 ევროს მიიღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სიუჟეტში დასახელებული თანხა, 532 117 ევრო, არის ექვს ბენეფიციარ ქვეყანაზე გათვალისწინებული თანხა, რომელიც, სხვადასხვა მოცულობით გადანაწილდა შემდეგ ქვეყნებზე:

▪︎ჩეხეთი ​​(273 855,13 €)
▪︎უნგრეთი (89 139,99 €)
▪︎რუმინეთი (74 822,85 €)
▪︎სლოვაკეთი (32 180,79 €)
▪︎ხორვატია (56 537,52 €)
▪︎საქართველო (31 947€)

შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასახელებული თანხის, 532 117 ევროს, 94% არ წარმოადგენს Chai Khana-ს ბიუჯეტს, დასახელებული თანხა რეალურად ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების ბიუჯეტია.

მეტიც, პროექტის ფარგლებში, Chai Khana-მ ვერ მიიღო მისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 31 947 ევრო, რადგან „რუსული კანონის“ მიღების გამო, კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა. შესაბამისად, Chai Khana-ს მიღებული თანხის რეალური ოდენობა შეადგენს მხოლოდ 5 581 ევროს და არა 31 947 ევროს, როგორც ამას ტელეკომპანია „იმედი“ ამტკიცებს.

პროექტის ფარგლებში Chai Khana-სთვის განკუთვნილი თანხა, 31 947 ევრო, ორ წელს მოიცავდა და მიზნად ისახავდა Kinedok პლატფორმის მეშვეობით საუკეთესო ევროპული და ქართული დოკუმენტური ფილმების ჩვენებას საქართველოს მასშტაბით, ასევე ქართული დოკუმენტური კინოპროდუქციის გავრცელებას ქვეყნის გარეთ.

ინფორმაცია დაფინანსებული პროექტის, Kinedok-ის, შესახებ საჯაროა ევროკომისიის ვებგვერდზე, სადაც ასევე მითითებულია დაფინანსების ოდენობა, რომელიც Chai Khana-მ მიიღო. ბმული იხილეთ კომენტარების ველში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედია პლატფორმა Chai Khana ტელეკომპანია „იმედის“ დეზინფორმაციის სამიზნე ხდება. ტელეკომპანიამ ახლო წარსულშიც მოამზადა სიუჟეტები ნეგატიურ კონტექსტში Chai Khana-ს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ.

„იმედის“ ეთერით დღეს გასულ ინფორმაციას მოჰყვება „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასება, რომელიც ახსენებს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”, იგივე ფარას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის განზრახვას და მისი დაშინების მცდელობას.

09/07/2025

სოფელ შუქრუთის მკვიდრი, გიორგი ნეფარიძე, რომელიც ახლა სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული, ჭიათურაში უწყვეტი პროტესტის ისტორიას ჰყვება და აღწერს, რა ელის შუქრუთს უახლოეს მომავალში.

ჭიათურაში ახლაც შიმშილობენ, პროტესტის უკიდურესი ფორმით ადამიანები ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლებას ითხოვენ.

ფილმი „მარგანეცს შეწირული სოფელი“ ჩვენი არქივიდან სრულად ნახეთ Chai Doc-ის Youtube არხზე.

სიტყვა გენდერის დამკვიდრება გარდაქმნიდა მთლიანად ძალოვან სისტემას, მათ მიდგომებს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გა...
08/07/2025

სიტყვა გენდერის დამკვიდრება გარდაქმნიდა მთლიანად ძალოვან სისტემას, მათ მიდგომებს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას; სახელმწიფო აღიარებდა იმ გარემოებებს, რის გამოც ქალზე ძალადობდნენ.

ახალი კანონმდებლობის პირობებში, უფლებადამცველები ქალების უფლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას მოელიან.

ახალი კანონმდებლობის პირობებში, უფლებადამცველები ქალების უფლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას .....

საქართველოში არ არის ბევრი ადგილი, სადაც  ტკივილისგან, ბრაზისგან და ტრავმისგან გათავისუფლებაში გეხმარებიან. ანჯაფარიძის ...
01/07/2025

საქართველოში არ არის ბევრი ადგილი, სადაც ტკივილისგან, ბრაზისგან და ტრავმისგან გათავისუფლებაში გეხმარებიან.

ანჯაფარიძის 9 ნომერში, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი”, სადაც 24 წელია, სასტიკი მოპყრობის, ჩაგვრის, ადამიანის ღირსების შელახვის ამბებს უსმენენ. ამ ამბებს შორისაა პროევროპული აქციების სახელით ცნობილ პროტესტზე დაკავებული მოქალაქეების ამბებიც.

ანჯაფარიძის 9 ნომერში ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა ცენტრი, სადაც 24 წელია წამების, სასტიკი მ.....

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Chai Khana posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Chai Khana:

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share