24/10/2025
ახლახანს კომპანია OpenAI-მ ChatGPT Atlas წარადგინა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე, ChatGPT-ზეა სრულიად დაფუძნებული.
სამ ალტმანი OpenAI-ის CEO ამბობს, "ბრაუზერი რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით მოქმედებს უფრო ახლოს მიგვიყვანს სუპერ ასისტენტთან, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში." ამჟამად იგი მხოლოდ MacOS-ზეა ხელმისაწვდომი თუმცა წლის ბოლომდე Windows-ზე და ანდროიდზეც იქნება შესაძლებელი მისი გამოყენება.
ამასთან ერთად კომპანია Microsoft-მა თავისი ბრაუზერი Microsoft Edge კიდევ უფრო დახვეწა და დაამატა Copilot Mode, სადაც შესაძლებელია პერსონალური AI აგენტის გამოყენება, რომელსაც კონკრეტულ დავალებებს შეასრულებინებთ. მოსალოდნელია, რომ მთავარი ყურადღება ყურადღება მომავალი რამდენიმე წელი AI Browsing-ს დაეთმობა.