16/08/2026
გუშინ ხევსურებთან სტუმრად რომ ვიყავი, მოულოდნელად მომთხოვა მასპინძელმა სადღეგრძელოს თქმა. თვალები დავხუჭე, ცოტა ავნერვიულდი :), მაგრამ მალევე მივხვდი, რისი თქმაც მინდოდა. ახლა თქვენც გაგიზიარებთ ცოტა უფრო გაშლილად, რადგან ვფიქრობ, თქვენც გეფიქრებათ ხოლმე ამ თემაზე
ყველას გვინდა, რომ ცხოვრება ჩვენებურად „მოვირგოთ“ - ყოველდღიურობაში მეტი გვქონდეს ის, რაც გვინდა და ნაკლები ის, რაც არ გვინდა. მაგრამ ადამიანი საშინლად მარტივად ექცევა გარემოებების (და მისი სისუსტეების) გავლენის ქვეშ და საერთოდ კარგავს იმის შეგრძნებას, თუ რა უნდა მას სინამდვილეში. საბოლოო ჯამში, კი ემსგავსება პატარა ბორბალში მორბენალ ზაზუნას, რომელსაც გაუჩერებლად მოძრაობა წინსვლა ჰგონია.
ნეტავ რათ მინდოდა ის ბუტაფორიული ურთიერთობები, სადაც ერთმანეთის არც სიყვარული გვქონდა და არც პატივისცემა. ან ის „პრესტიჟული“ სამსახური, ოფისში რომ მივდიოდი და სახეწაშლილი მხვდებოდა ყველა თანამშრომელი. ან ის მოგზაურობები, მხოლოდ კლუბებში სიარული რომ მაინტერესებდა და სხვა ქვეყანაში თუ ვიყავი საერთოდ ვერ ვხვდებოდი. ან ის ქალურობა, სადაც მთავარი რაღაც გაურკვეველი სიძლიერე იყო. :) :)
გულით დღესაც იგივე ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემს ძველ განცდებთან და მისწრაფებებთან 0 მაქვს საერთო. როცა ეს გარდასახვა პირველად ვიგრძენი, თავიდან არ მჯეროდა იმდენად უცხო იყო ჩემთვის. რამდენიმე წელი უბრალოდ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და პარალელურად რამდენიმე ქალს ვეხმარებოდი იგივე გზის გავლაში. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ ეს ცვლილება რეალური იყო, ჩემთვის ვეღარ დავიტოვე და ბევრი ადამიანისთვის მომინდა გაზიარება.
ასე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ გამოცდილების სხვებამდე მიტანა იქნებოდა. ჩემთვის, თითოელი დადებული პოსტი, ვიდეო, თქვენთან შეხვედრა, გაცნობა და დახმარება არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემთვის ამაზე დიდი წარმატება არ არსებობს