TV Mtvare

TV Mtvare ტელეკომპანია "მთვარე" აჭარიდან.

ტელევიზია ხალხისთვის! ვემსახურებით საქართველოს! ტელეკომპანია "მთვარე"

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო
14/12/2023

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო

10/07/2023

ღია სცენა „თაკარა“ ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“ 6 აგვისტომდე უმასპინძლებს.
იხილეთ განახლებული პროგრამა და ქორეოგრაფიული იმპროვიზაციები, TV მთვარეს სიუჟეტში.

გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 1933 წლის 15 მაისს დაიბადა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და საქართველო...
15/05/2023

გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 1933 წლის 15 მაისს დაიბადა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი დღეს 90 წლის გახდებოდა.
#გივიბერიკაშვილი #გივიბერიკაშვილი

02/04/2023

რა ყოფილა გურია... 😊

🌨 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბა...
30/03/2023

🌨 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

❗❗მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.

21/03/2023

სუხიშვილები - ახალი თაობა

7 აპრილს, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე თევზის ფესტივალი ჩატარდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „...
17/03/2023

7 აპრილს, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე თევზის ფესტივალი ჩატარდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ განუცხადა, ღონისძიება აჭარაში 3 წელია არ ჩატარებულა, შესაბამისად, წელს ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

„ფაქტობრივად, ბოლო 3 წელი ვერ ჩავატარეთ თევზის ფესტივალი. თავიდან, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრანის ომმა, რადგან სადღესასწაულო გარემოება არ იყო არც მსოფლიოში და არც ჩვენთან. აქედან გამომდინარე, წელს ვგეგმავთ საკმაოდ პომპეზურ ღონისძიებას“, – აღნიშნა სოფო დიასამიძემ.

მან ფესტივალის დაარსების მთავარ იდეაზეც ისაუბრა. „გვინდოდა რომ თევზის კვებით ღირებულებაზე გაგვესვა ხაზი. ამიტომ, ჩვენს ფესტივალში არა მხოლოდ ფერმერები, არამედ რესტორნებიც მონაწილეობენ. წელსაც, გვეყოლება 20-მდე მონაწილე – ჩამოვლენ ფერმერები, ჩამოიტანენ მათ ნაწარმს და გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან რესტორნებიც, ჩატარდება თევზის მომზადების მასტერკლასები, იქნება გასართობი აქტივობებიც“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორებს ის 3 წელი, რომელიც ჩავარდა და ფესტივალი არ ჩატარებულა, აძლევს იმის სტიმულს, რომ აღნიშნული აქტივობა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადონ.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცი...
12/03/2023

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას აძლევს.

“რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას გასცემს. თუ თქვენ უკვე საქართველოში იმყოფებით, რეკომენდაციას ვიძლევით მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, თბილისისა და ბათუმის ისტორიულ, ცენტრალურ უბნებში”. – წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თუ...
01/03/2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები ( საერთო წონით 6 261 გრამი ), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული.

არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when TV Mtvare posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share