17/05/2024
ვინ არიან ლომები?
ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სიამაყის გრძნობა. მისი განმასხვავებელი ნიშანი: სტუმართმოყვარეობაა.
ლომს ტიპიური უარყოფითი თვისებებიც აქვს. ესენია: თავისი თავის სიყვარული, თავდაჯერებულობა, საომარი შემართება, დოგმატიზმი და გარეგნული ბრწყინვალებისადმი მიდრეკილება. ლომს აქვს კიდევ ერთი უარყოფითი თვისება პატივმოყვარეობა ‘ და სიამაყე.
ლომი ყველაფერში მდგრადი ნიშანია. მათ შორის მცდარ მოსაზრებებშიც. ის ჯიუტია და საკუთარი დადებითი თვისებებიდან მოგებას ნახავს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაძლევს საკუთარ „მე“-ს და ცოტაოდენი დამთმობი მორჩილი გახდება. ეს ლომისთვის ნამდვილად რთული ამოცანაა, უნდა გაითვალიწინოთ, რომ ამ ბრძოლის მოსაგებად ლომი საკმაო ჯიუტია. ის დაჯილდოებულია ინტელექტით და მაგნიტიზმით, რაც იზიდავს ადამიანებს.ლომს ხშირად უწოდებენ სამეფო ნიშანს, რაც გამოწვეულია მისი განვითარებული გონები\ტ და გრაციოზული მანერებით. მისი ასტროლოგიური სიმბოლო-ლომი ცხოველების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა მმართველის მსგავსად, ლომმა უნდა ისწავლოს გვირგვინის მოკრძალებულად ტარება. მუდამ უნდა ახსოვდეს თავისი ყველაზე დიდი ცოდვა-პატივმოყვარეობა.
ტემპერამენტი–ქოლერიკი ლომის დადებითი და უარყოფითი თვისებები
დადებითი თვისებები:
ამ ნიშნის ადამიანი ნამდვილი ლიდერი და ხელმძღვანელია. მართლაც, მაკონტროლებელი პოზიცია სწორედ ისაა, რისკენაც ლომების უმეტესობა ისწრაფვის. ლომს მოსწონს საზოგადოებაში გამოსაჩენი ადგილის დაკავება მიღებების მოწყობა, მაგრამ ლომმა უნდა აღიაროს, რომ მწვერვალის მისაღწევად ადამიანმა დაბალი საფეხურიდან უნდა დაიწყოს. მაშინაც კი, თუ ვერ იტანს შავ სამუშაოს და ფიქრობს, რომ ასეთი სამუშაო მისთვის არაა.
დედამიწი ტერიტორიაზე, ზოდიაქოს გავლენას, გეოგრაფიული ასტროლოგია სწავლობს. ასეთი დაყოფა სასაათო ზოლის მიხედვით ხდება. საქართველოს–ლომის ზოდიაქო მართავს! ამიტომ არის ყველაქართველს რომ სიმღერა და ცეკვა შეუძლია! გარდა ჩვენი პარლამენტარების-80 % ხელოვნების სფეროდანაა
უარყოფითი თვისებები:
მამაკაცი-ლომი ძალიან მიზანდასახულია, ლომის განვითარების ტიპები, გაბრაზებისას, ზოგჯერ ფიზიკურ ძალას მიმართავენ, ჩხუბს იწყებენ მათთან, ვინც მის მოსაზრებას არ ეთანხმება.
განვითარებული ქალის ტიპი ცდილობს მოდური და დახვეწილი გამოჩნდეს და ამგვარად, უგემოვნოდ თვალში საცემად იცვამს, ხმარობს იაფფასიან სუნამოს, ლომი უნდა შეეცადოს არ გახდეს უბრალო პოზიორი, თეატრალურობისკენ მიდრეკილების გამო.
მამაკაცი ლომი
მამაკაცი ლომი კარგადაა „შეიარაღებული“ სიჯიუტით. დაჯილდოვებულია ინტელექტით და მაგნეტიზმით. რაც იზიდავს ადამიანებს, მაგრამ ის არ უნდა მბრძანებლობდეს მათზე. ლომს ხშირად სამეფო ნიშანს უწოდებენ, რაც გამოწვეულია მისი განვითარებული გონებითა და გრაციოზული მანერებით. მისი ასტროლოგიური სიმბოლო-ლომი ცხოველთა მეფედ ითვლება
ლომი: (23 ივლისი – 22 აგვისტო)
მმართველი პლანეტა–მზე.
ბედნიერი რიცხვები: 1, 2,9, 11.
სიმბოლო: ლომი, გედი.
ფერი: მეწამული, მოყვითალო ყავისფერი, ოქროსფერი, შავი, ალისფერი.
ქვები: ქარვა, ალმასი, ლალი, ტოპაზი, ქრიზოლიტი, ონიქსი, ესმერალდი.
მეტალი: ოქრო.
ყვავილები: იორდასალამი, გულყვითელა, გლადიოლუსი, ქრიზანთემა.
თილისმა: ლომი, არწივი, ჭიამაია.
წარმატებული დღე: შაბათი.
ქვეყნები: საფრანგეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, იტალია, ჩეხოსლოვაკია, არქტიკა, ანტარქტიდა, სიცილია.
ამ ნიშნის ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი ნებისყოფა. ძნელად ემორჩილება დიქტატს. ლომი სავსეა დიდსულოვნებით და კეთილშობილებით. თავდაჯერებულია, ამაყი და მამაცი. ძალაუფლების მოყვარული და მომთხოვნი. ზოგჯერ მფლანგველი. მას აქვს მიდრეკილება ქედმაღლობისაკენ, ფუფუნებისკენ და სიამოვნებით ემსახურება დიად იდეებს. არ ერიდება სხვების ნების დამორჩილებას. შეიძლება იყოს უხეში და ფეთქებადი. ზრუნავს ყველაზე, ვინც ადვილად ემორჩილება მზრუნველობას. უყვარს კარგი ცხოვრება, სიამოვნება და სპორტი. ამას თავადურ მიდრეკილებებს უხამებს. ლომი აერთიანებს მსხვერპლის გაღების უნარს და ღრმა გრძნობას ხელგაშლილობასთან, რომლის დროსაც არ ივიწყებს საკუთარ „მე”-ს.
მეტწილად ამ ნიშნის ადამიანი თბილი, მეგობრული და თანაგრძნობით სავსეა. მასში თითქოს ჩამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს და გადართავს მის გრძნობებს და ყოველთვის ირთვება მაშინ, როდესაც ლომის სიამაყე ხელყოფილია.
ვერცერთი სხვა ნიშანი ვერ მიატოვებს საყვარელს, ისეთი მოჩვენებითი გულგრილობით, როგორც ამას ლომი ახერხებს.
როდესაც ლომი ისწავლის მბრძანებლობის სურვილის დათრგუნვას და დაძლევს ზღვარგადასულ სიამაყეს, მშვენიერი გახდება. ამ შემთხვევაში: ლომი მართლაც დაიმსახურებს „სამეფო ნიშნის“ ტიტულს. მას შეუძლია იყოს ძალიან კეთილშობილი, როდესაც ლომი ისწავლის იყოს დემოკრატიული ადამიანებთან მიმართებაში, დაინახავს რომ ყველა ავტომატურად დააყენებს მას, ყურადღების ცენტრში. ლომმა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს ცოტაოდენი სცენური ხელოვნება, ნამდვილი წარმოდგენისთვის, პირადი ცხოვრებისთვის.
ქალი–ლომი:
ამ ნიშნის ქალი მამაკაცისათვის ძალიან მიმ ზიდველია. ქალი ლომის ინდივიდუალობის არსი ” წარმოადგენს, შეუსაბამობას-მის სექსუალურ ლტოლვასა (რომელსაც განიცდის) და „სექსის ძახილს“ (რომელსაც ის ასხივებს) შორის, პირველი სუსტადაა განვითარებული, მეორე აგრსიული და ყურადღების მიმპყრობია. ის ამჩნევს რომ მიმზიდველია და მისი ფლობის მსურეელი მამაკაცების მცდელობები ართობს, არ ესმის ამ თამაშის აზრი, რადგან თავად ლტოლ ვას არ გრძნობს. ქალ ლომს უყვარს მამაკაცების მართვა. აცნობიერებს თავის მიმზიდველობას და მის ხაზგასმას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ლომი არასოდეს გრძნობს ზღვარგადასულ ლტოლვას, უყვარს სექსი და ის, ადვილად აღწევს სიამოვნებას. მაგრამ სექსი იმდენად არ აინტერესებს, როგორც ეს, ერთი შეხედვით ჩანს. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის მამაკაცებს სხვა ქალი ჰგონიათ და ბევრი – მათგანი იმედგაცრუებული რჩება.
ლომის სიცოცხლის გზა:
საშუალოდ ლომს წარმატების მიღწევისთვის კარგი მონაცემები აქვს. ის დაჟინებით მიიწევს მიზნისკენ, ამასთან წარმატებას მხოლოდ საკუთარ თავს უმადლის. წარმატებას სიყვარულის და ბავშვების წყალობით მიაღწევს მხოლოდ, და ამით იმარჯვებს მტერზე.
ლომის ავადმყოფობები: ძლიერი და მიზანდასახული ლომი სინამდვილეში ძალიან სუსტია მას ახასიათებს: გულის და სისხლძარღვების დაავადებები, ნერვული სისტემის და სქესობრივი ცხოვრების დარღვევები, ზოგჯერ შეიძლება თირკმელების დაავადებებიც ჰქონდეს: ლომმა ცხოვრების ზომიერ წესს უნდა მისდიოს.
ავტორი:
ნატო ხარებავა - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღიარებული საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი ცნობილი ექიმი,კოსმოენერგეტიკოსი ნუმეროლოგი. ინფორმაციულ ტალღური თეორიის ინსტიტუტის თანამშრომელი ქალაქ Herdecke გერმანია
ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. მასთან ვიზიტზე კეთდება ადამიანის დიაგნოსტიკა 21 საუკუნის მოდელით,რაც გულისხმობს ცხოვრების ხაზის გამოთვლას დაბადების რიცხვიდან გამომდინარე სახელისა და გვარის ატანის კორეაციას პიდაგორის თეორემის მიხედვით სუსტ სისხლის ჯგუფის ტრანსული დეფექტის გამოთვლას. კონტაქტი: (+995) 599 64 16 16
ნატო ხარებავა - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღიარებული საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი ცნობილი ექიმი,კოსმოენერგეტიკოსი ნუმეროლოგი. ინფორმაციულ ტალღური თეორიის ინსტიტუტის თანამშრომელი ქალაქ Herdecke გერმანია. საკონტაქტო (+995) 599 64 16 16