რადიო ,,ჩემი ხმა / my voice"

  • Home
  • რადიო ,,ჩემი ხმა / my voice"

რადიო ,,ჩემი ხმა / my voice" ონლაინ რადიო „ჩემი ხმა“ წარმოგიდგენთ

ჰელფინგ ჰენდის ონლაინ რადიო „ჩემი ხმა“ არის პირველი მოხალისეთა რადიო, რომლის მიზანია ახალგაზრდებისათვის მედია სივრცის შექმნა, სადაც მოხალისეები ახდენენ საკუთარი ინიციატივების, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კრეატიული იდეების პოპულარიზაციას.
პერიოდულობით ხდება ჰელფინგ ჰენდის მოხალისეების რადიო ჟურნალისტებად მომზადება და გადაცემებზე მუშაობა. იმართება შეხვედრები და იგეგმება

კვირის გადაცემები. მოხალისეები ასევე სწავლობენ გადაცემების მონტაჟს და მონაწილეობენ რადიოსთვის მუსიკალური პროგრამების შექმნაში.
მიმდინარე რადიო გადაცემები:
1. „სოციალური რაკურსი“ - ხდება სოციალური პრობლემების გაშუქება, სხვადასხვა ექსპერტებთან ინტერვიუები და საკითხის გადაჭრის გზების შეთავაზება მსმენელისათვის.
2. „ჩემი დღიურები“ - აუდიო ჩანაწერები, რომელშიც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები საუბრობენ კონფლიქტზე და დღემდე არსებულ პრობლემებს. გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს.
3. „კულტურის დრო“ - გადაცემაში განხილულია კვირის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. ინტერვიუები მომღერლებთან, პოეტებთან და მწერლებთან.
4. მოხალისის ხუთი წუთი - მოხალისეთა ისტორიები, მათი მიღწევები და სირთულები
5. „კვირის საუბრები” - მოზარდების (და არა მარტო მოზრდების) დაინტერესება შემეცნებით-გასართობი თემებით. რუბრიკა „პროფესია“ მიზნად ისახავს მოზარდებს დავეხმაროთ მომავალი პროფესიის არჩევაში და მივაწოდოთ არსებული ინფრმაცია.
6. „უხილავი ბავშვები“ - გადაცემა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ.

16/03/2025
16/03/2025
16/03/2025

თბილისში 2024 წლის საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ.კონკურსის გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით სპე...

16/03/2025

🇪🇺🇬🇪 ევროკავშირის მხარდაჭერა ახალგაზრდების მიმართ საქართველოში ურყევია!

📣📣 შესაძლებლობა 16-24 წლამდე ახალგაზრდებისათვის დუშეთიდან, კასპიდან, ქარელიდან და მარნეულიდან.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი” აცხადებს კონკურსს ახალგაზრდული ინიციატივების დასაფინანსებლად კლიმატის ცვლილებების თემაზე. პროექტის მიზანია ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შერბილებისა და ადაპტაციის პროცესში.

🗓️ განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვალი.
ℹ️ გაიგეთ მეტი: https://bit.ly/40T0ddY
***
🇪🇺🇬🇪 EU’s support for young people in Georgia is unwavering!

📣📣 Opportunity for young people aged 16-24 from Dusheti, Kaspi, Kareli and Marneuli.

EU supported civil society organization Helping Hand announces a call for participants for its Youth Initiative on Climate Change. This initiative aims to strengthen young people's capacity to address climate change by building their skills in mitigation and adaptation.

🗓️ Deadline is 20 February, 2025.
ℹ️ Learn more here: 🔗https://bit.ly/4gjdfpD

16/03/2025
16/03/2025

"წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო" ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ეს ნიშნავს უფრო მეტი შემართებით, მეტი დრო დავუთმო მოხალისეობასა და მხარდაჭერა აღმოვუჩინო თანატოლებს, რათა გაიზიარონ დიდი სიხარული და წარმატება, რაც ჯილდოსა და აღიარებას მოაქვს.

ჩემთვის მოხალისეობა უპირველესად, უანგაროდ სიკეთის კეთება, ადამიანების მხარდაჭერა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეული საქმეა. ეს კონკურსი საუკეთესო გზაა და ხელს უწყობს მოხალისეობა, ჩემმა თანატოლებმა სკოლიდანვე დაიწყონ" - ვალერი ნარიკაევი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაციაში "გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ეკოლოგია".

ვალერი სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის, ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლეა. ის გორის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი და საინტერესო მოხალისეობრივი საქმიანობით გამოირჩევა.

Მის მოხალისეობრივ საქმიანობას უკავშირდება თანხების მოძიება სკოლებში მზის პანელის მონტაჟისთვის, პლასტმასის ნარჩენების მართვის საკითხებზე ათობით საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ა.შ

ის, გახლავთ ეკო-კლუბის ერთ-ერთი აქტიური მოხალისე, სადაც გარემოსდაცვით საკითხებსა და ეკოლოგიის მიმართულებით თანატოლებთან ერთად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამზადებდა რეპორტაჟებს, ორგანიზებას უწევდა გამწვანების აქციებს.

ვალერი მოხალისეობდა სამოქალაქო ორგანიზაცია "ბილიკში", სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოზარდებს დახმარებას უწევდა, მათ მიერ შეკერილი აქსესუარების რეალიზებაში.

ვალერი ასევე გახლდათ სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე და თანატოლებთან ერთად არაერთი გამორჩეული სასკოლო პროექტის ავტორი და გამარჯვებულია.

#2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯიდლოსგამარჯვებული
#ახალგაზრდობისსააგენტო
#ჰელფინგჰენდ

16/03/2025

პროექტის “ახალგაზრდა ლიდერები კლიმატის ცვლილებებისათვის” მონაწილეების შერჩევის მიზნით “ჰელფინგ ჰენდი” კონკურს აცხადებს!
პროექტის მიზანია ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შერბილებისა და ადაპტაციის პროცესში; დაგეგმილი საქმიანობები დაეხმარება ახალგაზრდებს (16 -24 წელი) მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის გააზრებაში, ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას
ადგილობრივ თემში. პროექტი ხორციელდება ‘GIZ’ მხარდაჭერით.
ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-24 წლამდე ახალგაზრდებს დუშეთიდან, კასპიდან, ქარელიდან და მარნეულიდან. განაცხადის მიღება მიმდინარეობს
ელექტრონულად, ამა წლის 20 თებერვლამდე, იხ. ბმული:
https://forms.gle/XYpnnJngJTdv1BU7A
რას მოიცავს პროექტი?
პროექტის პირველ ეტაპზე, კონკურსის გზით შერჩეული ახალგაზრდები გადამზადებიან
თანატოლ-განმანათლებლებად და გაივლიან სასწავლო კურსს კლიმატის ცვლილებისა
და გარემოსდაცვითი მოხალისეობის საკითხებზე, ხოლო შემდეგ ეტაპზე, ახალგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თანატოლებს გაუზიარებენ საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში.
პროექტის თანასწორ-განმანათლებლები ასევე შეიმუშავებენ და განახორციელებენ მცირე პროექტებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
პროექტის განხორციელების ვადა:
მარტი -მაისი, 2025 წელი

#ახალგაზრდალიდერებიკლიმატისცვლილებებისათვის

#ჰელფინგჰენდ

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when რადიო ,,ჩემი ხმა / my voice" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რადიო ,,ჩემი ხმა / my voice":

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share