16/10/2025
📸 ცნობისმოყვარე ფოცხვერმა ფოტოხაფანგში სელფი დაგვიტოვა
🐆 მას და სხვა უამრავ სახეობას საკვებით, წყლით თუ თავშესაფრით იორის ჭალის ტყე უზრუნველლყოფს, რომელიც სამიგრაციო გზის ფუნქციასაც ასრულებს.
⚠️ სამწუხაროდ, არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია გამოიწვია და მის აღსადგენად, ტრადიციული ღონისძიებების გარდა, ინოვაციური მიდგომებიც გამოვიყენეთ. 💡
🪨 ასეთი იყო 2022 წელს, იორის კალაპოტში მოწყობილი ქვაყრილი, რომელმაც შეძლო რამდენიმე ჰექტარი ჭალის ტყე საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელი რაოდენობის წყლით უზრუნველყო. 💪 რადგან მოტანილი შედეგი ასეთი ხელშესახები გამოდგა, ახლახან მეორე ქვაყრილიც მოვაწყვეთ და იმედი გვაქვს, ჭალის ტყის აღდგენაში თავის როლს ისიც წარმატებით შეასრულებს. 🌟
📌 ამ პროცესზე დაწვრილებით აქ გიყვებით - https://shorturl.at/YUzIP