ODISHI TV

ODISHI TV www.odishi.ge
https://t.me/tvodishi
ტელე-რადიო კომპანია „ოდიში“

ტელეკომპანია ,,ოდიში,, როგორც პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია 1989 წელს ჩამოყალიბდა. ის იყო პირველი საკაბელო ტელევიზია საქართველოში, რომელმაც ანალოგიური დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შექმნის მაგალითი მისცა სხვა რეგიონებს. ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაფარვის ზონაში შედის სამეგრელოს რეგიონი, ნაწილობრივ სვანეთი და აფხაზეთი. ჰყავს 300000 (სამასიათასი) პოტენციური აუდიტორია.

პაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში
01/11/2025

პაპუაშვილი- საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლა...

ბოლო 5 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 29 ადამიანი დააკავეს
01/11/2025

ბოლო 5 დღეში გზის გადაკეტვის მიზეზით 29 ადამიანი დააკავეს

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 5 დღეში რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მიზეზით 29 .....

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა
01/11/2025

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა ....

⭕️ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი
31/10/2025

⭕️ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდე....

⭕️1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო მკაცრად იზღუდება
31/10/2025

⭕️1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო მკაცრად იზღუდება

1 ნოემბრიდან ძალაში შევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ...

🇺🇦 უკრაინაში ლიკვიდირებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალექსანდრე იაკუბოვსკი, რომელიც ასევე, მონაწილეობდა...
31/10/2025

🇺🇦 უკრაინაში ლიკვიდირებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალექსანდრე იაკუბოვსკი, რომელიც ასევე, მონაწილეობდა არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება
31/10/2025

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს უახლოეს დღეებში ევროპ.....

ვასილ ივანოვ -ჩიქოვანმა ფოთის იზოლატორი დატოვა
31/10/2025

ვასილ ივანოვ -ჩიქოვანმა ფოთის იზოლატორი დატოვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თავისუფალია – ჟურნალისტმა ფოთის იზოლატორი დატოვა სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩი.....

უკრაინას 1 500 000 ლარის გენერატორებს გავუგზავნით – კობახიძის მთავრობის ადმინისტრაცია
31/10/2025

უკრაინას 1 500 000 ლარის გენერატორებს გავუგზავნით – კობახიძის მთავრობის ადმინისტრაცია

კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, “საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის”. “განკარ....

ზურაბ ცეცხლაძე თავისუფალია – სინდისის პატიმრის მამამ იზოლატორი დატოვა
31/10/2025

ზურაბ ცეცხლაძე თავისუფალია – სინდისის პატიმრის მამამ იზოლატორი დატოვა

ზურაბ ცეცხლაძე თავისუფალია – სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ იზოლატორი დატოვა. ცეცხლაძეს 7 დღიანი ადმი....

კობახიძე-გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე
31/10/2025

კობახიძე-გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე

ქართული ოცნების მთავრობა “ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე” მუშაობას იწყებს. ეს ოცნების პრემიერმინისტ...

ირაკლი ქარსელაძის მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს – გაჩხრიკეს ქარსელაძის სახლიც
31/10/2025

ირაკლი ქარსელაძის მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს – გაჩხრიკეს ქარსელაძის სახლიც

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურე....

Address

ზ. გამსახურდიას # 19

2100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ODISHI TV posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ODISHI TV:

  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share

ტელეკომპანია ,,ოდიში”-TV ODISHI

✅ტელეკომპანია ,,ოდიში,, როგორც პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია 1989 წელს ჩამოყალიბდა. ის იყო პირველი საკაბელო ტელევიზია საქართველოში, რომელმაც ანალოგიური დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შექმნის მაგალითი მისცა სხვა რეგიონებს. ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაფარვის ზონაში შედის სამეგრელოს რეგიონი, ნაწილობრივ სვანეთი და აფხაზეთი. ჰყავს 300000 (სამასიათასი) პოტენციური აუდიტორია. თავდაპირველად ის იყო საკაბელო ტელევიზია, ხოლო 1991 წლიდან გადავიდა დეციმეტრულ მაუწყებლობაზე. თავიდან ტელეკომპანიის პროგრამა შედგებოდა ადგილობრივი საინფორმაციო გადაცემებისა და ფილმებისგან. 1995 წლიდან ტელეკომპანია საქართველოს სატელევიზიო ქსელში შედის. ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში სხვადასხვა დროს გადიოდა ახალგაზრდული გასართობი პროგრამა "ახალგაზრდული ტალღა", ლიტერატურულ–შემეცნებითი გადაცემები "ანტურაჟი" და "აპეირონი", მუსიკალურ-გასართობი პროგრამები და გათამაშებები პირდაპირ ეთერში. საინფორმაციო გუნდი ამზადებდა გადაცემას, რომელიც აჯამებდა კვირის მოვლენებს "სიგმა" "სპექტრი". პირველ საინფორმაციო გადაცემას ერქვა "ციონი", ხოლო 2004 წლიდან მისი სახელწოდებაა "დრო". ტელეკომპანია "ოდიში" მდებარეობს ცხელ წერტილში, აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში, აქედან გამომდინარე იზრდება მასმედიის საერთაშორისო ინტერესი. ჟურნალისტებს ხშირად უწევთ მუშაობა უცხოელ კოლეგებთან. 1995 წლიდან ტელეკომპანიამ დაიწყო გადაცემის ტრანსლაცია რუბრიკით "დიალოგი პირდაპირ ეთერში", იმართებოდა ტელედებატები და მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ტელეფონის მეშვეობით დაესვა შეკითხვები ადგილობრვი კანდიდატებისთვის. ტელეკომპანია პროექტს ახორციელებდა ფონდ "ევრაზიის" დაფინანსებით. მოგვიანებით ტელეკომპანიამ გრანტის საშუალებით და უცხოური ორგანიზაციების, ფონდ "ევრაზიისა" და "აირექსის" დაფინანსებით კიდევ ერთი წარმატებული თოქ–შოუ გააკეთა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სახელწოდებით "ინიციატივა", სადაც მოსახლეობას პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლო მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი პირდაპირ ეთერშივე მიეღო. ტელეკომპანია "ოდიში" წლებია თანამშრომლობს მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლესთან და ამზადებს ერთობლივ გადაცემებს, კერძოდ, ახალგაზრდულ და საბავშვო–მუსიკალურ პორგრამებს, რომლებიც მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. ასეთი გადაცემებია მ/ა სასახლის მუსიკალურ–თეატრალური სტუდია "რიბი–რაბოს" მიერ მომზადებული გადაცემა "რიბი–რაბოს კალეიდოსკოპი". 2008 წელს კი ერთობლივი, საკმაოდ წარმატებული პროექტი განხორციელდა სახელწოდებით "წლის ყველაზე საუკეთესო მუსიკალური კლიპი". ✅ტელეკომპანიის გადაცემათა ბადე მოიცავს საინფორმაციო პროგრამა "დროს", ყოველკვირულ შემაჯამებელ–ანალიტიკურ პროგრამას "ინფო–დაიჯესტი", ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გარასიმეს ლოცვა–კურთხევით მომზადებულ საეკლესიო გადაცემას "ქრისტეს გზა", რომელიც მიზნად ისახავს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პოპულარიზაციას, ასევე გადის გადაცემა " საუბრები მართმადიდებლობაზე". საეთერო ბადე ივსება სხვადასხვა ჟანრის მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით. ტელეკომპანია "ოდიში" აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასოციაციასთან, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არის. "ოდიშის" ეთერში ყოველდღიურად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" აფხაზურ ენაზე, ასევე დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასაციაციის მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემა "მრავალკუთხედი", რომელიც ყველა რეგიონის მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებს აშუქებს. ✅ტელეკომპანია ,,ოდიშის,, თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ტრენინგ-სემინარებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რომლის თემატიკა მოიცავს გლობალურ თემებს. ჟურნალისტები, დიზაინერები, პროგრამისტები, სარეკლამო აგენტები, ტელეკომპანია ,,ოდიშის,, მენეჯერები გარკვეული დროის განმავლობაში უცხოელი კოლეგებისგან სწავლობდნენ და ღებულობდნენ საჭირო ინფორმაციას, რათა აემაღლებინათ თავიანთი პროფესიული დონე. ✅2007 წლიდან ეთერში გავიდა რადიო ,,ოდიში+,,. იგი დღემდე წარმატებით მაუწყებლობს 102,9 მეგაჰერცსიხშირეზე. რადიოეთერში გადის რეიტინგული გადაცემები მუსიკალური ვიქტორინა, MTV ჩარტი, ექსკლუზივი, სტუმარი, +შოუ. ✅,,ოდიშმა,, უამრავი ჟურნალისტი გამოზარდა, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიებში, რადიოსა და ჟურნალ–გაზეთებში აგრძელებენ მოღვაწეობას.