17/11/2025
🇮🇹 53 წლის ქართველი ქალი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა
ინფორმაცია შემთხვევის შესახებ AprioriTV-ს ქართველმა ემიგრანტებმა მოგვაწოდეს, რის შემდეგაც გავიგეთ, რომ მონოპოლის „ვიალე ალდო მოროზე„ 53 წლის ქართველ ქალს ავტომობილი დაეჯახა. დარტყმის შედეგად ქალი რამდენიმე მეტრში გადავარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მონოპოლის „San Giacomo“-ს საავადმყოფოში „წითელი კოდით“ გადაიყვანა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩვენ ბარის გენერალურ კონსულს, ირაკლი ქოიავას დავუკავშირდით. კონსულის დაუყოვნებლივ ჩარევამ უზრუნველყო, რომ ემიგრანტის ჯანმრთელობისა და მდგომარეობის შესახებ მეტი ყურადღება დათმობოდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში.
ქართველი ქალის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური - ექიმები ყველა საჭირო გამოკვლევასა და მკურნალობას უტარებენ.
საავდმყოფოსთან მონოპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალები შეიკრიბნენ, რომლებიც გვერდში ედგნენ თანამემამულეს სოლიდარობას უცხადებდნენ.
პოლიცია ინციდენტის დეტალური გარემოებების დადგენას განაგრძობს.
AprioriTV მუდმივად აკვირდება სიტუაციას და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.
#მონოპოლი #შემთხვევა #ავარია #ემიგრანტი