10/06/2025
🟪 ტორტი "ზღაპარი"
ირინა ჩადეევას წიგნის მიხედვით მოვამზადე ყველაფერი.
ბისკვიტისთვის საჭიროა
4კვერცხი
120 გრამი შაქარი.120გრამი ფქვილი ან 100გრ ფქვილი და 20გრამი სახამებელი.
🟪მომზადება
პირველ თასში ოთხი კვერცხის გული ათქვიფეთ შაქრის ერთ მესამედთან ერთად ისე რომ მიიღოთ კარგი კონსისტენცია.
მეორე ჯამში ათქვიფეთ ცილები ისე რომ ღრუბელივით გადაიქცეს და შეურიეთ დარჩენილი შაქარი.
შემდეგ გულები ბეზეიან თასს შეურიეთ და დაამატეთ ფქვილი ნელ ნელა ,ურიეთ მხოლოდ ერთი მიმართულებით,ძალიან ნელა,ნაზად და ურიეთ კიდეებზე უმეტესად.
გადაიტანეთ ყალიბში ,რომელსაც ფსკერზე ცხიმი ექნება ან გამოსაცხობი ქაღალდი.
აცხვეთ 170გრადუსზე მზადყოფნამდე
შეგდით წინასწარ გახურებულ ღუმელში .
🟪ტორტის გვერდებზე მოსაყრელის მომზადება
რომ გაცივდება ბისკვიტი,ტილოში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ,მეორე დღეს გამოიღეთ ,ნაზად მოაჭერით გვერდები და ზედაპირი, ღუმელში შედგით110გრადუსსზე ვიდრე არ გამოშრება,ამასობაში ფერსაც შეიცვლის,ოდნავ გამუქდება და სწორეთ ეს გვჭირდება გვერდებზე მოსაყრელად.
გავაცივებთ და შემდეგ კარგად დავფშვნით
🟪კრემი
ცივი კრემი.400გრამი კარაქი ამოიყვანეთ კარგად,დაამატეთ ერთი ქილა შესქელებული რძე და ვანილი.
მე ასე მოვამზადე, ისე კლასიკურ რეცეპტში,ცივი კრემი ცალკე არ ჭირდება, შესქელებული რძით კრემი შარლოტი მზადეება.
მხოლოდ ამოყვანილო კარაქი და კრემი შარლოტა საკმარისია.
კრემი "შარლოტა"
კრემ შარლოტას კონდიტერიაში სიროფადაც მოიხსენიენებ.
კარაქიც და სიროფიც ანი კრემი შარლოტი,ათქვეფისას უნდა იყოს ერთსა და იმავე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურაზე), კარაქს ცხიმის შემცველობა მინიმუმ 82,5%. სტანდარტული პროპორცია არის 1,4 წილი სიროფი 1 ნაწილი კარაქი.
კრემი (300 გ)
125 გრ კარაქი
100 შაქარი
1 კვერცხი (20 გრ)
75 გრ შესქელებული რძე
1 პაკეტი (10 გ) ვანილის შაქარი
1 კრემისთვის ,გული შეურიეთ რძეს, გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და დადგით გაზქურაზე დაბალ ცეცხლზე. დაბალ ცეცხლზე გამუდმებული მორევით მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე (7-8 წუთი) და ადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ სიროფი შესქელებულ რძეს არ დაემსგავსება.
2 დაასხით მზა კრემი პატარა ჭურჭელში, დააფარეთ კონტაქტურად პარკი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
ცივი კრემი და კრემი შარლოტი შეურიეთ ერთმანეთს და თუ საჭიროა დაამატეთ ვანილი.
კრემს დაუმატეთ კონიაკი იმდენი,რომ არ აგეჭრეთ.
კრემს რომ მოამზადებთ, უნდა გაყოთ 4 ნაწილად.
ამოიღეთ ვარდისფერი და მწვანე ფერებისთვის ორი სამი სუფრის კოვზი კრემი თითო ფერისთვის,ერთი ნაწილი შეღებეთ მწვანედ და მეორე შეღებეთ ვარდისფერ ფერად.
დარჩენილი კრემი უნდა გაყოთ ორად, ორ ფენაზე თეთრი კრემის გამოსაყენებლად განსაზღვრეთ პირველ ფენაზე შედარებით ნაკლები კრემი და მეორე ფენაზე უფრო მეტი კრემი გამოიყენეთ.
კრემის მეოთხე ნაწილში კი მწარე კაკაო ჩააყარეთ რომ მიიღოთ ყავისფერი კრემი.
კრემები მზად არის.
სიროფი
ერთ ჭიქა წყალში ჩაყარეთ ორი ჭიქა შაქარი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ხუთი წუთი,გააცივეთ,გადააიტანეთ ქილაში და შედგით მაცივარში.
ვიწყებთ ტორტის აწყობას.
1 . საჭირო სიროფს შეურიეთ კონიაკი.
2. ტორტი გაჭერით სამ ნაწილად.
3 დანამეთ პირველი ფენა და გადაუსვით თეთრი კრემი
3.დაადეთ მეორე ფენა,დანამეთ და გადაისვით თეთრი კრემი.
4.დაადეთ მესამე ფენა ,დანამეთ და გადაუსვით ყავისფერი კრემი მთლიანად ბისკვიტს ,გალესეთ მთლიანად ყავისფერი კრემით .
5.ყავისფერი კრემი გადაიტანეთ საკონდიტრო პარკში რომელშიც ეკლერების დასაჯენი ფორმა გვაქს. მოთავსებული და ტორტს ზემოდან გავუკეთოთ ზოლები.
6.ვარდისფერი კრემი მოვათავსოთ საკონდიტრო პარკში და დავსვათ ყვავილები.
7.მწვანე კრემი მოვათავსოთ საკონდიტრო პარკში ,რომელშიც ფოთლის ფორმაა მოთავსებული და დავსვათ ფოთლები.
ტორტი მზად არის .
შეინახეთ მაცივარში და მეორე დღემდე არ გაჭრათ .
ირმა რევიშვილი