Ertoba • ერთობა

Ertoba • ერთობა Georgian International Foundation for Transformation (G.I.F.T.) Inc.

ორგანიზაცია „ერთობის“ ოფიციალური განცხადებაორგანიზაცია „ერთობა“ კატეგორიულად გმობს საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზე...
11/19/2025

ორგანიზაცია „ერთობის“ ოფიციალური განცხადება

ორგანიზაცია „ერთობა“ კატეგორიულად გმობს საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით!

ეს არ არის პროცედურული შესწორება ან ტექნიკური განახლება კანონმდებლობაში, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება გვაწვდის, არამედ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება და სამშობლო წაართვან და აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოაშორონ.

ქართული დიასპორა სწორად იაზრებს თუ რა ფასი აქვს შორიდან სამშობლოს სიყვარულს! სამშობლოში ხმის მისაცემად ერთი ფრენა შეიძლება მათი ერთი თვის შემოსავალზე მეტი ღირდეს. ჩვენ საზღვარგარეთ ვმუშაობთ, ვსწავლობთ და ოჯახებს ვინახავთ, ვაგზავნით თანხას რაც ჩვენს ოჯახებს და შინამეურნეობებს ცოცხლად ინარჩუნებს, ასევე, ეროვნულ ეკონომიკას სუნთქვის საშუალებას აძლევს. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერდით დიდი ხნით ადრე, სანამ მთავრობა დიასპორის ჩართულობაზე შიშით დაიწყებდა ლაპარაკს.

ჩვენ წინაშეა მთავრობა, რომელიც გვეუბნება: „გამოაგზავნეთ ფული შეგვინარჩუნეთ ეკონომიკური სტაბილურობა, მაგრამ გაჩუმდით.“

ისინი არამხოლოდ ხმის მიცემის უფლებას გვართმევენ ასევე სამშობლოს ართმევენ იმ ხალხს, ვინც მას სოციალურად და ეკონომიურად კიდევ აცოცხლებს.

მილიარდობით დოლარის გზავნილების მიღება და ამავე დროს იმავე მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მორალურად არასწორი ქმედებაა. ეს პოლიტიკურად საშიშია. ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომლის წარმომადგენლობაზე მთავრობას პრეტენზია აქვს.

„ერთობის“ პოზიცია

მთავრობა, რომელიც ნამდვილად აფასებს თავის ხალხს, აფართოებს მათ მონაწილეობას ქვეყნის სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტში.და არ სჯის მათ იმით რომ ბლოკავს მათთვის ხმის მიცემის უფლებას. მთავრობამ არ უნდა აქციოს გეოგრაფიული დისტანცია იარაღად.

ქართული დიასპორისთვის ხმის მიცემის შეზღუდვა:

არღვევს საქართველოს კონსტიტუციას

ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს

ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას იმ ჯგუფის გაუცხოებით, რომელიც ქვეყანას ფინანსურ სტაბილურობას უნარჩუნებს

ძირს უთხრის საქართველოს გრძელვადიან დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მდგრადობას

ჩვენ ვითხოვთ:

შემოთავაზებული ინიციატივის დაუყოვნებლივ უკან გაწვევას

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის თანამედროვე მექანიზმების შემუშავებას

უსაფრთხო ელექტრონულ ან საფოსტო კენჭისყრის ვარიანტებს

საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდას

დიასპორის სრულ პოლიტიკურ აღიარებას , როგორც ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილისა და მის ჩართვას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში

თუ საქართველო სარგებელს იღებს ჩვენი შრომისგან, მაშინ საქართველომ თითოეული ემიგრნტის საარჩევნო ხმასაც პატივი უნდა სცეს!

მივმართავთ ჩვენს თანამემამულე ყველა ემიგრანტს! ხმის მიცემა ფუფუნება არ არის. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი. ეს არის ის ზღვარი, რომელსაც ვავლებთ ვიქნებით მოქალაქეები, თუ მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილი “სამშობლოდან გადახვეწილი” ადამიანები! ნუ მისცემთ უფლებას, გაგაჩუმონ. თქვენი ხმა არის ის მთავარიიარაღი რითაც შეგიძლიათ ზემოქმედება მოახდინოთ საქართველოს მომავალზე.

ელზა გურგენიძის წიგნის - “ზაოდი” პრეზენტაცია ნიუ იორკში.New York
10/11/2025

ელზა გურგენიძის წიგნის - “ზაოდი” პრეზენტაცია ნიუ იორკში.
New York

10/08/2025

📚✨ წიგნის პრეზენტაცია ნიუ იორკში! ✨📚

11 ოქტომბერს, 12:30 საათზე, გიწვევთ ელზა გურგენიძის სადებიუტო რომანის „ზაოდის“ პრეზენტაციაზე.

რომანი, რომელშიც ეპიკური სიმძაფრით ვითარდება ტრაგიკომიკური მოვლენები, მოგვითხრობს ქუთაისის ინდუსტრიულ გარეუბანში — საბჭოთა ტოტალიტარიზმით დაზიანებულ ადამიანებზე.

შეხვედრაზე ავტორი ისაუბრებს წიგნის შექმნის წინაისტორიაზე — იმ რეალურ ტრაგედიაზე, რომელიც 1990 წელს ქუთაისში მოხდა და რომელიც რომანის შთაგონების წყაროდ იქცა.
გაიგებთ, როგორ იწერებოდა „ზაოდი“, რა ეტაპები გაიარა ავტორმა ოთხწლიანი მუშაობის განმავლობაში და როგორ დაიბადნენ რომანის პერსონაჟები.

ელზა გურგენიძე ასევე შეეხება ქალების როლს ლიტერატურაში, მწერლობის შინაგან პროცესებს, და იმ კითხვას, რომელიც ხშირად ისმის — „რისი თქმა უნდოდა ავტორს?“
ასევე იქნება დისკუსია საქართველოს დღევანდელ რეალობასა და მომავალ ხედვებზე.

შაბათი, 11 ოქტომბერი, 12:30 PM
157 Montague Street, Brooklyn, New York 11201

ერთობისათვის შემოწირულებები ($250+) ფედერალური საშემოსავლო კოდექსის თანახმად, წლიური დეკლარაციის შევსებისას, სრულად ექვი...
09/30/2025

ერთობისათვის შემოწირულებები ($250+) ფედერალური საშემოსავლო კოდექსის თანახმად, წლიური დეკლარაციის შევსებისას, სრულად ექვითება შემომწირველ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს. შესაწირავების გაკეთება შესაძლებელია ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით: www.ertoba.ngo.

2025 წლის 30 სექტემბერიერთობა – ქართულმა საერთაშორისო ფონდმა ცვლილებისთვის მიიღო 501(c)(3) საგადასახადო ვალდებულებისგა...

ორგანიზაცია ერთობამ ოფიციალურად, ფედერალურ დონეზე, შემოსავლების სამსახურისგან მოიპოვა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი...
09/30/2025

ორგანიზაცია ერთობამ ოფიციალურად, ფედერალურ დონეზე, შემოსავლების სამსახურისგან მოიპოვა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

Press ReleaseFOR IMMEDIATE RELEASESeptember 30, 2025Georgian International Foundation for Transformation (Ertoba) Receives 501(c)(3) Tax-Exempt Status from the IRSNew York, NY – The Georgian International Foundation for Transformation, Inc. (DBA ERToba) is proud to announce that the Internal Reven...

09/30/2025

Address

77-25 86th Street
New York, NY
11385

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ertoba • ერთობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ertoba • ერთობა:

Share