
11/09/2025
🔴 "თბილისური კვარტეტი" "ბრავო რექორდსში" კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერების პოპურს წერს.
კვარტეტის რეპერტუარშია ქალაქური ჟანრის კომპოზიციები. თბილისური კვარტეტი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებსა და კონცერტებში, სატელევიზიო შოუებსა და გადაცემებში; ჯგუფის სიმღერები ჟღერს საქართველოს წამყვან რადიოსადგურების ეთერებში.
კვარტეტს გამოცემული აქვს მუსიკალური ალბომი.
თბილისური კვარტეტის წევრები არიან: რატი მეზვრიშვილი (ტენორი), ილია ბახუაშვილი (ტენორი), დაჩი ბახუაშვილი (ბარიტონი) და ლუკა ანთიძე (ბანი). 🎼🎵🎙