Tech-ნიუს

  • Home
  • Tech-ნიუს

Tech-ნიუს ახალი ამბები სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სიახლეებზე

მარსზე პირველი ჩინური მარსმავალი დაჯდამარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩინური ექვსბორბლიანი რობოტი Zhurong წარმატებით დაეშ...
15/05/2021

მარსზე პირველი ჩინური მარსმავალი დაჯდა

მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩინური ექვსბორბლიანი რობოტი Zhurong წარმატებით დაეშვა. წარმატებული დაჯდომის შემდეგ რობოტს 7 წუთი დასჭირდა მზის პანელების გასაშლელად და სიგნალის დასაბრუნებლად. ამჟამად მარსი ჩვენგან 320 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, ამ მანძილის დაფარვისთვის და დედამიწაზე მოსაღწევად რადიოსიგნალს 18 წუთი სჭირდება. აპარატი პლანეტაზე ფოტოებს გადაიღებს და სხვადასხვა ინსტრუმენტის საშუალებით გამოიკვლევს მარსის მიწას.

წყარო : https://www.bbc.com/news/science-environment-57122914

მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, არ გამოტოვოთ ტექნოლოგიური სიახლეები!

ჰიუნდაიმ ბოსთონ დინამიქსი 1 მილიარდ დოლარად შეიძინასამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა ჰიუნდაიმ რობოტების მწარმოე...
11/12/2020

ჰიუნდაიმ ბოსთონ დინამიქსი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა

სამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა ჰიუნდაიმ რობოტების მწარმოებელი კომპანია ბოსთონ დინამიქსი 1 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ბოსთონ დინამიქსი რობოტების მწარმოებელი ფირმაა, რომელსაც მსოფლიო რობოტი-ძაღლი სფოთით უფრო იცნობს. ძაღლი 4 ფეხზე დადის შეუძლია გარკვეულ ტერიტორიაზე იაროს და დაზვეროს, ან გარემოს სამგანზომილებიანი რუკა შექმნას. ჰიუნდაის ამ გარიგების უკან შორსმიმავალი გეგმები დგას. კომპანიამ ჯერ კიდევ შარშან წარადგინა 4 ფეხზე მოძრავი ავტომობილის კონცეპტი, რომელიც ნებისმიერ ზედაპირზე გაივლის. პროექტის სახელია Hyundai Elevate. ვნახოთ რა გამოვა ერთობლივი მუშაობის შემდეგ.

ვიდეოს ბმული იხილეთ ქვემოთ:
Hyundai Elevate Concept
https://youtu.be/A33Yu-9rgxo

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tech-ნიუს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tech-ნიუს:

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share