Apriori TV • აპრიორი ტვ

  • Home
  • Apriori TV • აპრიორი ტვ

Apriori TV • აპრიორი ტვ საინფორმაციო გვერდი

📌 როგორ ხდება „პერმესო სპეჩიალეს“ „სუბორდინატოზე“ გადაცვლა„პერმესო სპეჩიალეს“ „პერმესო სუბორდინატოზე“ კონვერტაციის პროცე...
22/08/2025

📌 როგორ ხდება „პერმესო სპეჩიალეს“ „სუბორდინატოზე“ გადაცვლა
„პერმესო სპეჩიალეს“ „პერმესო სუბორდინატოზე“ კონვერტაციის პროცედურა რეგულირდება იტალიის მოქმედი კანონმდებლობით და მოითხოვს შემდეგ ეტაპებს:
1️⃣ სამუშაო კონტრაქტის არსებობა – განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს გააჩნია დამსაქმებლის მიერ გაფორმებული მოქმედი შრომითი კონტრაქტი.
2️⃣სტატუსის ცვლილების მოთხოვნა – განცხადება უნდა წარდგეს იმ კვესტურაში, სადაც აღებულია მოქმედი პერმესო, ფორმით conversione del permesso di soggiorno.
3️⃣დოკუმენტაციის წარმოდგენა – აუცილებელია თანდართული იქნას დამსაქმებლის განცხადება, შრომითი კონტრაქტი, პირადი დოკუმენტაცია და გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
4️⃣საგადასახადო ვალდებულებები – სავალდებულოა სახელმწიფო მოსაკრებლის (contributo) გადახდა და „marca da bollo“-ს წარდგენა.
5️⃣ დამუშავება და გაცემის პროცედურა – განაცხადის განხილვის შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უცხოელს გადაეცემა ახალი ნებართვა „permesso di soggiorno per lavoro subordinato“-ის ტიპით.
გაფრთხილება 👉 საბოლოოდ, „პერმესო სპეჩიალე“ „სუბორდინატოზე“ გადაცვალა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ხრთ დასაქმებული გაქვთ და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

იტალიაში ახალი ელჩი – თამარ ლილუაშვილი ბარიში ქართველ ემიგრანტებს შეხვდებაიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩი, ქ...
22/08/2025

იტალიაში ახალი ელჩი – თამარ ლილუაშვილი ბარიში ქართველ ემიგრანტებს შეხვდება

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩი, ქალბატონი თამარ ლილუაშვილი, ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართულ სამრევლოს ეწვევა.

📌 შეხვედრა გაიმართება კვირას, 24 აგვისტოს. დილით, Chiesa di Santa Chiara-ს ტაძარში, ელჩი ოჯახთან ერთად დაესწრება წირვას, რის შემდეგაც ქართველ ემიგრანტებს მიეცემათ შესაძლებლობა პირადად გაიცნონ და უმასპინძლონ მას.

📣 სამრევლო ქართველ ემიგრანტებს სთხოვს, გაავრცელონ ინფორმაცია და აცნობონ ერთმანეთს, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

#ელჩი #თამარლილუაშვილი #ბარი #იტალია #ქართულიეკლესია #წმინდანიკოლოზი #ქართულიემიგრანტები #ქართველებარიში

🇮🇹 🇬🇪 2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთ...
14/08/2025

🇮🇹 🇬🇪 2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს.

✈️ ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია

წყარო: ფორმულა

🚯 იტალიაში მკაცრი ჯარიმები დაწესდა მანქანიდან ნაგვის გადაგდებაზე‼️2025 წლის 9 აგვისტოდან, იტალიაში ამოქმედდა ახალი კანონ...
12/08/2025

🚯 იტალიაში მკაცრი ჯარიმები დაწესდა მანქანიდან ნაგვის გადაგდებაზე‼️

2025 წლის 9 აგვისტოდან, იტალიაში ამოქმედდა ახალი კანონი (დეკრეტი №116/2025), რომელიც მკაცრად სჯის ტრანსპორტიდან ნაგვის გადაგდებას — როგორც მოძრაობისას, ისე გაჩერებულ მდგომარეობაში.

ახლა დამრღვევის დასაჯელად პოლიციას აღარ სჭირდება ადგილზე შეჩერება, ჯარიმა შესაძლებელია კამერების ჩანაწერების საფუძველზეც და შეიძლება რამდენიმე დღეში პირდაპირ სახლში მივიდეს.

📌 ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს გარემოს დაცვის კუთხით უფრო მკაცრ კონტროლს.

ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება – თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს ა...
07/08/2025

ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება – თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს ახალი დაცვა დაემატა

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამიერიდან, თავშესაფრის ე.წ. „აზილო“-ს  მაძიებ.....

🏠 რა არის „ოსპიტალიატა“ და როგორ კეთდება?ე.წ. „ოსპიტალიატა“ (იტალ. ospitalità) არის პროცესი ან შეთანხმება, როდესაც ემიგრ...
03/08/2025

🏠 რა არის „ოსპიტალიატა“ და როგორ კეთდება?

ე.წ. „ოსპიტალიატა“ (იტალ. ospitalità) არის პროცესი ან შეთანხმება, როდესაც ემიგრანტს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ბინადრობის ან რეგულარული ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, იტალიაში მცხოვრები მოქალაქე ან რეზიდენტი თავზე იღებს მასპინძლობას.

იტალიაში ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება:

თავშესაფრის პროცედურებში
დროებითი ბინადრობის მოთხოვნისას
არასრულწლოვანი ემიგრანტების დასახმარებლად
არალეგალური სტატუსის მქონე პირთა რეგულარიზაციისას
Comune-ში უცხოელის მისამართის რეგისტრაციისას

📝 როგორ კეთდება „ოსპიტალიატა“ – ეტაპობრივად:

1. 📄 მასპინძლის დოკუმენტები:
პირი, რომელიც გთავაზობთ ospitalità-ს, უნდა იყოს:

იტალიის მოქალაქე ან რეგულარულად მცხოვრები უცხოელი (Permesso di soggiorno)
უნდა ფლობდეს ან ქირაობდეს ბინას/სახლს

აუცილებელი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობა (Carta d’identità ან პასპორტი)
Codice fiscale
ბინის ქირავნობის კონტრაქტი ან საკუთრების დამადასტურებელი საბუთი
ბინაში მცხოვრებთა შემადგენლობის სერტიფიკატი (Certificato di stato di famiglia)

2. 🏠 მასპინძლობის დადასტურება:
მასპინძელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა — „დეკლარაცია მასპინძლობაზე“ (dichiarazione di ospitalità), სადაც უნდა მიუთითოს:

რომ აცნობიერებს პასუხისმგებლობას უცხო პირის მიღებაზე
ემიგრანტის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მოქალაქეობა
რამდენ ხანს დარჩება პირი მის მისამართზე

📍 ეს დოკუმენტი მზადდება:

Comune-ში (მუნიციპალიტეტში)
Questura-ში (იმიგრაციის პოლიციაში)
ან თვითდამოწმების ფორმით (PDF ან Word ფორმატი), რომელსაც ბევრი მუნიციპალიტეტი აწყობს თავის ვებსაიტზე

📬 დამატებითი ნაბიჯები:
განცხადება უნდა წარადგინონ 48 საათში მას შემდეგ, რაც ემიგრანტი დასახლდება მისამართზე
წარდგენა შესაძლებელია პირადად ან რეკომენდებული ფოსტით (raccomandata A/R)

📌 AprioriTV — ემიგრანტის ხმა ევროპაში

🔗 მეტი ინფორმაციისა და „ოსპიტალიტას“ PDF ნიმუშის გადმოსაწერად გადადით ბმულზე: www.aprioritv.com

#ოსპიტალიატა #იტალიაშიცხოვრება #ემიგრანტისგზამკვლევი #ბინადრობისუფლება #თავშესაფარი #მასპინძლობა

⚖️ ევროკავშირის სასამართლომ მიგრანტების „უსაფრთხო ქვეყნების“ განსაზღვრა მოსამართლეებს გადააბარა – იტალიის მთავრობა გადაწ...
01/08/2025

⚖️ ევროკავშირის სასამართლომ მიგრანტების „უსაფრთხო ქვეყნების“ განსაზღვრა მოსამართლეებს გადააბარა – იტალიის მთავრობა გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

✅ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მიგრანტების „უსაფრთხო ქვეყნებზე“ – პოლიტიკურ უფლებამოსილებაზე იურისდიქციის პრეცედენტი?

📌 ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკა:

➡️ გადაწყვეტილებით, ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნების“ განსაზღვრის საკითხი – რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავშესაფრის მოთხოვნების განხილვაში – აღარ იქნება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პარლამენტის კომპეტენცია. ამის ნაცვლად, ნებისმიერი ეროვნული მოსამართლე შეძლებს გადამწყვეტი სიტყვის თქმას, შესაძლოა კერძო წყაროებზე დაყრდნობითაც კი.

⚠️ Ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ეროვნულ პოლიტიკურ ავტონომიას იმიგრაციის საკითხში და ამცირებს მთავრობისა და პარლამენტის შესაძლებლობას, თავად მართონ თავშესაფრისა და დეპორტაციის პროცედურები.

🧭 მთავრობა ამ ფაქტს აფასებს, როგორც მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის და საზღვრების დაცვის პოლიტიკის შესუსტებას – განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სულ რამდენიმე თვეში უნდა ამოქმედდეს ევროკავშირის ახალი მიგრაციული პაქტი, რომელიც თავად ევროკავშირის ინსტიტუტების – კომისიის, პარლამენტისა და საბჭოს – თანხმობით იქნა მიღებული.

🇮🇹 იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ დარჩენილი ათი თვის განმავლობაში ყველა შესაძლო ტექნიკურ და საკანონმდებლო ბერკეტს გამოიყენებს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება.

📍 საკითხი კვლავაც ღიაა: ვინ უნდა წყვეტდეს მიგრაციულ პოლიტიკას – დემოკრატიულად არჩეული პარლამენტები თუ სასამართლოები?

🔵 AprioriTV – ემიგრაციის სანდო მედია - ხმა ევროპაში!

📲 გინდა ყოველთვის იყო ინფორმირებული მიგრაციის შესახებ?
გვითხარი შენი აზრი კომენტარებში და გააზიარე ეს პოსტი👇

#მიგრაცია #ევროკავშირი #უსაფრთხოქვეყნები #ევროპულისასამართლო #იტალიისმთავრობა #თავშესაფარი #არალეგალურიმიგრაცია #სასამართლოსგადაწყვეტილება #ემიგრანტებისხმა

რა ხდება ტრიესტეში? – ქართველი ემიგრანტების ოთხშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშეა #ემიგრანტებისხმა  #...
01/08/2025

რა ხდება ტრიესტეში? – ქართველი ემიგრანტების ოთხშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშეა

#ემიგრანტებისხმა #ტრიესტე #ქართველებიიტალიაში #მიგრანტებისუფლება #თავშესაფარი #ბინადრობისნებართვა #დახმარება

AprioriTV | იტალია

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება – დასავლეთ ნილოსის ცხელება #დასავლეთნილოსივირუსი  #ჯანმრთელობაწინარესია  #იტალ...
01/08/2025

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება – დასავლეთ ნილოსის ცხელება

#დასავლეთნილოსივირუსი #ჯანმრთელობაწინარესია #იტალია #კოღოსნაკბენი #ემიგრანტებისინფორმირება #პრევენცია #ვირუსულიინფექციები #ემიგრანტებისთვის #საზაფხულოჩვენებები

იტალიის ჯანმრთელობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს: ქვეყანაში გამოვლინდა დასავლეთ ნილოსის ვირუსით (West Nile Virus...

არ დასაჯოთ მიგრანტები, დაარტყით იმ რეჟიმებს, ვინც მათ იყენებს - ევროკავშირის ადამიანის უფლებების სააგენტოევროკავშირის ად...
30/07/2025

არ დასაჯოთ მიგრანტები, დაარტყით იმ რეჟიმებს, ვინც მათ იყენებს - ევროკავშირის ადამიანის უფლებების სააგენტო

ევროკავშირის ადამიანის უფლებების სააგენტომ (FRA) მკაფიო გზავნილი გაავრცელა:
👉 მიგრანტები არ უნდა გახდნენ პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი.
👉 აუცილებელია სანქციები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მიგრაციას იყენებენ როგორც იარაღს სხვა ქვეყნებზე ზეწოლისთვის.

იტალიური ენის უფასო კურსები და საბავშვო საზაფხულო ბანაკები რომში #რომი  #აპრიორიტივი
30/07/2025

იტალიური ენის უფასო კურსები და საბავშვო საზაფხულო ბანაკები რომში

#რომი #აპრიორიტივი

AprioriTV გთავაზობთ ახალ ინფორმაციას, რომში იტალიური ენის უფასო კურსებისა და საბავშვო საზაფხულო ბანაკების შესახებ.

🟣 მარტოხელა დედა და თავშესაფარი იტალიაში – რას უნდა ელოდო თუ ქალაქ ბარში თავშესაფრის მოთხოვნა გსურს? #მარტოხელადედა   #თ...
29/07/2025

🟣 მარტოხელა დედა და თავშესაფარი იტალიაში – რას უნდა ელოდო თუ ქალაქ ბარში თავშესაფრის მოთხოვნა გსურს?

#მარტოხელადედა #თავშესაფარი #ქართველიემიგრანტი #იტალიაში #ემიგრანტისგზა #ბარში #დაცვა #ლტოლვილი #ემიგრაცია

📍 AprioriTV - ემიგრანტისთვის საჭირო ინფორმაცია იტალიიდან

Address


70013

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apriori TV • აპრიორი ტვ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Apriori TV • აპრიორი ტვ:

  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share