"ანიმა"

  • Home
  • "ანიმა"

"ანიმა" ახალგაზრდული ჟურნალი

2011 წლის ნოემბერში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდული ჟურნალის „ანიმას“ სახით კიდევ ერთი პროექტი წარმოადგინა.
“ანიმა” პოლიგრაფიულად მაღალი ხარისხის ჟურნალია, რომელიც ყველა უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გავრცელდება. ნომერში მკითხველი მრავალ საინტერსო რუბრიკას შეხვდება. მასში თავმოყრილი იქნება მხოლოდ პოზიტიური მასალები. მათ შორის– გართობა, განათლება, დაიწერება– სხვადასხვ

ა ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ. მკითხველი აგრეთვე იხილავს – სტუდენტურ თემაზე მომზადებულ ფოტოსესიებს. დიდი ყურადღება დაეთმობა ნიჭიერი სტუდენტების აღმოჩენას, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებულნი არიან. რედაქცია აგრეთვე, მზად არის ჟურნალის გვერდები დაუთმოს ისეთ პრობლემურ თემებს, რომელიც სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია.
ჟურნალის კონცეფციიდან გამომდინარე, რედაქცია მოტივირებულია დაასაქმოს და გაზარდოს სტუდენტების აქტივობა. ვინც ეუფლება სარედაქციო საქმიანობას, აქვს წერის გამორჩეული სტილი და საინტერესო ხედვა, შესაძლებლობა აქვთ თითოეული ნომრის გამოცემაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
„ანიმა“ სტუდენტის ერთგვარი დღიურია. მისი მკითხველი არა მხოლოდ ახალგაზრდობა იქნება. ჟურნალის მიზანია შეიქმნას ერთგვარი ხიდი, სადაც უფროსი თაობა უმცროსი თაობის მიღწევების შესახებ შეიტყობს.

ჟურნალის გამოცემის ინიციატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქვეუწყება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when "ანიმა" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share