14/03/2025
გასულ წელს მსოფლიოში გაყიდული ყოველი 10 ახალი მსუბუქი ავტომობილებიდან ერთი პრემიუმ სეგმენტიდან იყო. ამ მომგებიანმა, მაგრამ კონკურენტულმა სეგმენტმა სულ 9,25 მილიონი ავტონობილი გაყიდა, რაც 3%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ამ ჯამიდან 63% კი გაყიდა სამმა დიდმა გერმანელმა - Audi, BMW და Mercedes.რომლებიც ტრადიციული ლიდერები არიან სეგმენტის.
სამმა იაპონურმა პრემიუმ ბრენდმა კი ჯამში გაიყიდა 1.07 მილიონი ავტო, საიდანაც Lexus-ის წილმა 79% შეადგინა. ორმა ამერიკელმა - კადილაკმა და ლინკოლნმა კი გაიყიდა 488 000 ერთეული, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წელზე.
გასულ წელს AUDI ერთ-ერთი ყველაზე ლუზერი ბრენდი იყო დიდი სეგმენტში, მას დაუძველდა მოდელების უმეტესობა ამასთან, მას პრობლემები შეექმნა ჩინეთში, სადაც მომხმარებლები მეტწილად ადგილობრივ ბრენდებზე გადასხდნენ. ეს იყო ასევე Cadillac-ისთვისაც დიდი ვარდნის მთავარი მიზეზი.
მცირე პრემიუმ ავტომობილების ბრენდებს შორის, DS-ს ნამდვილად გაუჭირდა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ფლაგმანი, DS 9 ვერ გაიყიდა ხოლო DS 3 დაძველდა. Polestar იყო კიდევ ერთი დამარცხებული მისი Polestar 3-ის წარმოების პრობლემების შემდეგ, ხოლო Polestar 2 ასევე დაბერდა. Alfa Romeo-მ სამწუხაროდ ვერ მიიღო Tonale-სგან მოსალოდნელი ზრდა.
წლის გამარჯვენულები ატიან Volvo, Lincoln და Lotus. შვედურმა ჩინელების კუთვნილმა ბრენდმა Volvo EX30-ის კარგი სტარტით იხეირა და მისი ტრადიციული SUV ხაზის ძლიერი შედეგებით მატება აჩვენა. ლინკოლნმა კარგი წელი გაატარა უახლესი თაობის Nautilus-თან ერთად. ხოლო Lotus-მა ხელახლა გამოუშვა Eletre-სა და Emeya-ს მოდელების რისი წყალობითაც ზრდა დაუფიქსირდა.
წყარო: OEMs და შეფასებები