01/05/2025
📢დღეს ჩვენი გუნდის წევრი მარიამ ტოლიაშვილი გვინდა გაგაცნოთ ის პალიტრა ჰოლდინგის სამართლის ჯგუფის იურისტია.
📍"პალიტრა ჰოლდინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესზე და განსაკუთრებით დასაფასებელია, გუნდური მუშაობაა. შესაბამის საკითხზე, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, ეფექტური კომუნიკაცია, პასუხისმგებლობის გადანაწილება ამარტივებს საქმიანობის პროცესს და ბევრად კომფორტულსა და შედეგიანს ხდის. ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ასევე განვითარების შესაძლებლობაც, რაშიც პალიტრა ჰოლდინგი მუდმივად გიწყობს ხელს. "
🖇"პალიტრა ჰოლდინგში ჩემი კარიერა დაიწყო 2023 წლის სექტემბერში, როდესაც სამართლის ჯგუფს შემოვუერთდი სტაჟიორის პოზიციაზე. აღნიშნული პერიოდი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა მომეცა პირადად ჩავრთულიყავი კომპანიათა სამართლებრივი მხარდაჭერის ნაწილში და თეორიულ ცოდნასთან ერთად, დამეგროვებინა პრაქტიკული გამოცდილებაც. 2024 წელს უკვე დავიკავე უმცროსი იურისტის პოზიცია და აქტიურად დავიწყე მონაწილეობის მიღება კომპანიაღა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში. წლის დასაწყისში კი უკვე იურისტის პოზიცია დავიკავე. თითოეული ცვლილება გამოწვევებთან და ზრდასთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად მადლიერი ვარ, რომ მათთან გამკლავებისას მუდმივად ვგრძნობდი ჩემი გუნდის მხარდაჭერას. "
💥"ჩემთვის, პალიტრა ჰოლდინგი ასოცირდება როგორც პირად, ისე პროფესიულ განვითარებასთან. სტაჟიორობიდან-იურისტად გახდომამდე, კომპანია მანიჭებდა მუდმივი ზრდის, უნარ-ჩვევების განვითარებისა და ახალ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას. პალიტრა ჰოლდინგი ის ადგილია, სადაც თანამშრომლობა, ნდობა და მხარდაჭერა ყოველდღიური სამუშაო კულტურის ნაწილია."
Mariam Toliashvili