Movement

Movement Storytelling Lab Storytelling MEDIA

24/12/2025

„დღეს ბათუმს მძინარე ქალაქს ვეძახი. ხალხს ეშინია, რაც აქვს ისიც არ დაკარგოს. ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე აქციაზე ვარ. მინდა, რომ სანამ წავალ იმ ქვეყნად, ეს ქვეყანა სამშვიდობოს გასული ვნახო. სამშვდობო ევროპაშია“ - იაკობ დისამიძე, ბათუმის პროტესტის მონაწილე.
“I now call Batumi a sleeping city. People live in fear. They are afraid of losing even what they have now. Over the course of a year I am on protest every single day. I want that before I leave this world, I see this country safe. Safety is in Europe.”

01/12/2025

„მე ჩემს აზრს ყოველთვის თავისუფლად ვაფიქსირებდი. როდესაც ვთქვი, რომ პოლიტიკამ დაჩაგრა ჯანდაცვა, ზოგიერთებს ეს არ მოეწონათ. ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლება. თუ ცოდნა არ გაქვს, თავისუფალი ვერ იქნები“, ამირან გამყრელიძე, ექიმი

‘I always expressed my opinions freely. But when I stated that politics had mistreated healthcare, some people didn’t like it afterwards. Our biggest achievement is freedom. If you don’t have knowledge, you can’t be free’, Amiran Gamkrelidze, doctor

14/11/2025

„მე არ ვიცი იმ დღეს რა შევცვალე, მაგრამ არ შემშინებია, იმიტომ რომ ვიცოდი, აქ მხოლოდ ფიზიკურად ვიყავი მარტო. ვიცოდი, რომ ხალხი რუსთაველზე ზურგს მიმაგრებდა“, ელენე დევიძე.

"I don't know what changed that day, but I wasn't scared because I knew I was only physically alone here. I knew people from Rustaveli avenue, were supporting," Elene Devidze.

27/10/2025

„ქვეყნის ხარისხი განათლებით ისაზღვრება. თუ იცი ისტორია, შენს ქალაქს ხედავ“ - გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი, მხატვარი.

„The quality of a country is determined by education. If you know history, you can see your city“ - Georgi (Gogi) Aleksi-Meskhishvili, set designer, artist.

12/08/2025

“მზია ამაღლობელის პორტრეტის ჩახატვა იყო ძალიან რთული. მეტისმეტად ინტენსიური გამოდიოდა თითქოს და ამ დროს ინტენსიურ ემოციებს არასდროს აჩვენებდა. თითქოს მისი ყველა მიმიკა, ემოცია, რომელსაც გამოხატვდა იყო მოზომილი, ოქროს შუალედი”.
ანა ჯანელიძე, მხატვარი, ილუსტრატორი

“To sketch Mzia Amaglobeli’s portrait was very difficult. It would end up looking intense, whereas she never showed intense emotions. It seemed that every expression and emotion she showed was very moderate and measured”.
Ana Janelidze, painter, illustrator


#თავისუფლებამზიას

23/06/2025

დათო ტურაშვილთან ერთად ქოჩორას საგულშემატკივროდ მის ბოლო მატჩს დავესწარით ლევანტეს ფორმაში და გიორგი მამარდაშვილის მესტალიაც მოვინახულეთ 🇪🇸

ამ ვიდეოში ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებ ვალენსიაზე, სადაც ჩვენმა საამაყო ფეხბურთელებმა თავიანთი კარიერის უმნიშვნელოვანესი გზა გამოიარეს 🤩

01/05/2025

„ჟურნალისტებმაც და მსახიობებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დღევანდელ მოვლენებში. ნიშანდობლივია, რომ ორივე პროფესიაში ვარ. აქტივისტებად ვიქეცით. შესაძლოა, ჟურნალისტიკის შემთხვევაში არ გვინდოდეს, მაგრამ გამოგვდის. მარტო ამბის მიმტან-მომტანი ვერ იქნები ამ მძიმე დროში“.
ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი, მსახიობი.

„Journalists and artists have played a very important role in today’s events which are happening in our country. It’s symbolic that I belong to both of these professions. We all ended up becoming activists — which is not what we aim to be as journalists, but we’ve had no choice. Unfortunately, in times like these, you can’t just tell the story — you have to stand for something”.
Nino Zautashvili, Journalist, Actress.

17/04/2025

„ეპოქა, რომელშიც მე ვარ და რომელ წლებშიც მე ვხელმძღვანელობ, არის პროცესი. არ არის ეს მთავარი დრო. მთავარი დრო არის ის მთლიანი დრო, რომელშიც ორკესტრი დაბადებიდან მარადისობამდე იარსებებს. ყოველი ახალი ხელმძღვანელი არის იმ დაწყებულის გაგრძელება და მომავლისთვის გზის გაკვალვა“, ნიკოლოზ რაჭველი.

“This era in which I am and the years in which I lead, is a process. It is not a finite period of time. What matters is the time in which this orchestra will exist. From its birth to eternity. Every new conductor is a continuation of the beginning and the path being paved for the future”, Nikoloz Rachveli.

Movement X Gulf Georgia

Humans

27/03/2025

„ვემზადები შორეული ნაოსნობისთვის. სირთულეებთან შეჭიდებას ჰგავს აღელვებული ზღვის გადალახვა“, ლომარი მჟავანაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.

"I am preparing for a long-distance navigation. It looks like fighting against the challenges, overcoming a stormy sea.", Lomari Mjhavanadze, Bank of Georgia's scholarship holder.

#განათლებისგზაზე #არგაჩერდე

11/03/2025

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია.
“კითხვა რომ დაისმის: სად არის ხელოვნება? აქ არის და გადარჩენისთვის იბრძვის”

სანდრო სულაბერიძე

Art is alive and independent.
“When the question is asked: where is the art? That’s where it is, fighting for survival”.

Endereço

Tsinaubnis 14 A
Poti, CE
0171

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando Movement posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com O Negócio

Envie uma mensagem para Movement:

Compartilhar

ამბავი ჩვენ შესახებ / Our story

Movement არის ციფრული მედია პლატფორმა, რომელიც The Movement Theater/მოძრაობის თეატრის ბაზაზე 2017 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი მიმართულება ამბის თხრობაა (Storytelling).

ჩვენ მოგითხრობთ ამბებს ადამიანების შესახებ. კინემატოგრაფიული თხრობის სტილით, კამერის არატრადიციული მოძრაობითა და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით ვცდილობთ, მაყურებელს ჩარჩოებს მიღმა გავაცნოთ სოციალურ-კულტურილი თემები.

Movement -ის გუნდის მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს, მოძებნონ ფორმა, რომლითაც მოგვითხრობენ თავიანთ შესახებ. ყოველდღიურად ათობით ადამიანს ვესაუბრებით და ვცდილობთ, საინტერესო ამბები გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს .

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ისტორია, რომელიც სხვებს უნდა გაუზიაროს.