Stories from Poti · ამბები ფოთიდან

Stories from Poti · ამბები ფოთიდან ამბები ფოთიდან არის ციფრული მედია რომელიც აშუქებს ამბებს ფოთში.

19/09/2025

📍მალთაყვის სანაპირო ახლა

⭕️გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.“⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუ...
19/09/2025

⭕️გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

“⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)”- ნათქვამია სააგანტოს განცხადებაში.

18/09/2025

სამოქალაქო აქტივისტ ელისო ჯანაშიას ფოთის პოლიციისა და ნაბადის პოლიციის უფროსმა საპროტესტო პლაკატი გამოგლიჯა და დახია.

18/09/2025
⭕️ჩვენი ინფორმაციით დღეს ფოთში “ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე ჩამოვა, კობახიძე მოინახულებს ქ.ფოთის 15 საჯარო...
17/09/2025

⭕️ჩვენი ინფორმაციით დღეს ფოთში “ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე ჩამოვა, კობახიძე მოინახულებს ქ.ფოთის 15 საჯარო სკოლა “ბალავარს”.

⭕️2024 წლის თებერვლიდან-დეკემბრამდე პერიოდში, ფოთის მერს, ბექა ვაჭარაძეს ძმამ - შოთა ვაჭარაძემ, 60 775 დოლარი აჩუქა.წყარ...
12/09/2025

⭕️2024 წლის თებერვლიდან-დეკემბრამდე პერიოდში, ფოთის მერს, ბექა ვაჭარაძეს ძმამ - შოთა ვაჭარაძემ, 60 775 დოლარი აჩუქა.

წყარო - ფოთის მერის ფინანსური დეკლარაცია.

11/09/2025

⭕️ძლიერი წვიმაა ფოთში, წყლის გუბეებია ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე და არამხოლოდ.

⭕️9 სექტემბერს რეგისტრაციიდან ორ დღეში  “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო ძლიერი საქართველოს” კანდიდატმა  შალვა კერესელ...
11/09/2025

⭕️9 სექტემბერს რეგისტრაციიდან ორ დღეში “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო ძლიერი საქართველოს” კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კანდიდატურა მოხსნა.

ამ დროისთვის ფოთის მერობის ერთადერთი კანდიდატი მმართველ პარტიას ყავს.

⭕️ფოთის მერიამ, 10 კორპუსის ეზოში, ე.წ. ფანჩატურების მოწყობაზე ტენდერი  აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვ...
06/09/2025

⭕️ფოთის მერიამ, 10 კორპუსის ეზოში, ე.წ. ფანჩატურების მოწყობაზე ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 187 931ლარია.
🌐ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში მოსასვენებელი სივრცეები (საჩრდილობლები) მოეწყობა: კოსტავას ქუჩა N8-ში; ჭავჭავაძის ქუჩა N142-ში; ჭავჭავაძის ქუჩა N150-ში; ჩხეიძის ქუჩა N1-ში; აკაკის ქუჩა N110-ში; 9 აპრილის ხეივანი N18-ში; სამეგრელოს ქუჩა N12-ში (მალანიას სტადიონის მიმდებარედ), ნინო ჟვანიას ქუჩა N4; ბესიკის ქუჩა (მოწერილიას ქუჩის კვეთასთან); ჭავჭავაძის I ჩიხი; ლიეპაიას ქუჩა N8.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მშრალი ხისგან საჩრდილობლის მოწყობა ზომით 5X15 სმ იგეგმება.
ტენდერი 4 სექტემბერს გამოცხადდა და ის შემჭიდროებულ ვადებში - 16 სექტემბერს სრულდება.

⭕️ფოთის საკრებულოს მე-8 სხდომა, რომელიც 26 აგვისტოს, 12:00 ზე იყო ჩანიშნული, გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. დღეს გამთენიის...
26/08/2025

⭕️ფოთის საკრებულოს მე-8 სხდომა, რომელიც 26 აგვისტოს, 12:00 ზე იყო ჩანიშნული, გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

დღეს გამთენიისას (არასამუშაო საათებში), საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე, სხდომის შესახებ ინფორმაცია შეიცვალა.

სხდომის გადადების მიზეზებთან დაკავშირებით კითხვაზე, საკრებულომ ამ დრომდე არ გვიპასუხა.

22/08/2025

ფოთის N-2 და N-8 (ცენტრალური ბაზრისა და მალთაყვის დამაკავშირებელ ასევე ნაბადისა და მალთაყვის დამაკავშირებელ) ავტობუსში დღეს სავენტელაციო სისტემის წყალი მგზავრების თავზე წვეთავს. ასევე გამორთულია გაგრილების სისტემა.

ფოთის ავტოსატრანსპორტო კომპანიამ დაგვიდასტურა № 8 ავტობუსში გაგრილების სისტემის ხარვეზი, ხოლო №2 ავტობუსის მდგომარეობის გადამოწმებას დაგვპირდა.

ცნობისთვის: ფოთის ავტოპარკი 5 წლის წინ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განახლდა.

ფოთის მერის ლანძღვის გამო ნაცემმა პირმა, ვლადიმერ ამბალიამ, პოლიციიდან საჩივარი გაიტანა.თავდასხმა, მიმდინარე წლის 29 მარ...
19/08/2025

ფოთის მერის ლანძღვის გამო ნაცემმა პირმა, ვლადიმერ ამბალიამ, პოლიციიდან საჩივარი გაიტანა.

თავდასხმა, მიმდინარე წლის 29 მარტს მოხდა.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძესთან დაახლოებული პირები, ამასთან საჯარო მოხელეები, ღამით, ამბალიას მის კუთვნილ ავტოსამრეცხაოში ფიზიკურად გაუსწორედნენ. ამბალიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ის თავიდანვე მომხდარში მერს ადანაშაულებდა და მის გადადგომას მოითხოვდა.

თავდამსხმელები ცემისას მოტივად მერის ლანძღვას ასახელებდნენ.

ამბალიამ საჩივრით პოლიციას მიმართა და მათ დასჯას ითხოვდა.

პოლიციაში გამოძიება დაიწყო, თუმცა პროკურატურას ამბალია დაზარალებულად არ უცნია.

დასახელდნენ თავდამსხმელებიც: დათო თავაძე, გიორგი ანაკიძე, ლაშა გვალია, ლაშა ყურუა - არცერთი არ დასჯილა და ზოგიერთი მათგანი დღემდე საჯარო მოხელეა.

ჩვენ ინფორმაციის სიზუსტე გადავამოწმეთ თავად ამბალიასთან. მან ბუნდოვანი პასუხი გაგვცა და დაგვპირდა, რომ საქმის გარემოებას პირისპირ შეხვედრისას აგვიხსნიდა, თუმცა შეხვედრაზე არ მოსულა, ხოლოას შემდეგ ზარზე არ უპასუხია.

Endereço

აღმაშენებლის 19
Poti, CE

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando Stories from Poti · ამბები ფოთიდან posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Compartilhar