Protest X

Protest X Informações para nos contatar, mapa e direções, formulário para nos contatar, horário de funcionamento, serviços, classificações, fotos, vídeos e anúncios de Protest X, Digital creator, Poti.

📢Protest X - ციფრული წინააღმდეგობის პლატფორმა. 🇬🇪 ვებრძვით რეჟიმის ძალადობას, დეზინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდას. დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსთვის!

🟠 ოფიციალური კრახი: ვიქტორ ორბანის მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა. ხმების 92.74%-ის დათვლის შემდეგ, უნგრეთში პოლიტიკუ...
12/04/2026

🟠 ოფიციალური კრახი: ვიქტორ ორბანის მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა. ხმების 92.74%-ის დათვლის შემდეგ, უნგრეთში პოლიტიკური მიწისძვრაა — პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია Tisza არა მხოლოდ იმარჯვებს, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

🟠 ციფრები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს:
Tisza (პიტერ მადიარი): 53.74% — 138 მანდატი (საკონსტიტუციო უმრავლესობა)
Fidesz (ვიქტორ ორბანი): 37.65% — 53 მანდატი

🟠 აღიარებული მარცხი: ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერების წინაშე დამარცხება უკვე აღიარა. სანამ ბუდაპეშტში ძალაუფლების გადაბარების პროცესი იწყება, მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავენ. უნგრეთმა ავტორიტარული სტაგნაციის ნაცვლად დემოკრატიული ტრანსფორმაცია აირჩია.

#უნგრეთი #ორბანი #არჩვნები

✊ უწყვეტი პროტესტის მე-500 დღე 🇬🇪🇬🇪📸 ფოტო: Mo Se
11/04/2026

✊ უწყვეტი პროტესტის მე-500 დღე 🇬🇪🇬🇪

📸 ფოტო: Mo Se

🟠 მილიონამდე ლარი 28 სანათისთვისბესიკ დონაძის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნის“ ტექნიკურ...
08/04/2026

🟠 მილიონამდე ლარი 28 სანათისთვის

ბესიკ დონაძის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნის“ ტექნიკური აღჭურვა 820 400 ლარი დაჯდა. სცენაზე მხოლოდ 28 გასანათებელი წერტილი დამონტაჟდა, რაც ხარჯების მიზნობრიობის შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს.

🟠 თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით, რომელიც დღეს, 6 აპრილს პირველი მოსმენით განიხილება, საზღვარგარეთ მყოფი ახალგა...
06/04/2026

🟠 თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით, რომელიც დღეს, 6 აპრილს პირველი მოსმენით განიხილება, საზღვარგარეთ მყოფი ახალგაზრდებისთვის „არ მომსვლია“ და „ვერ ვნახე“ აღარ იარსებებს. კანონპროექტის მიხედვით, უწყება სამინისტროს საიტზე ატვირთვისთანავე ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება, წვევამდელი კი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ დაბრუნდეს საქართველოში და კომისიაში გამოცხადდეს. ეს არის კონტროლის ახალი დონე, სადაც ციფრული სივრცე ემიგრაციას სამხედრო ვალდებულებისგან თავის დაღწევის გზად აღარ ტოვებს.

🟠  სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისზე მიუთითებს. ჩვენი მომავალი თაობა სკოლის მერხებს ტოვებს და ქვეყნიდან გარბის.​🟠 ბოლო 5 წელი...
04/04/2026

🟠 სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისზე მიუთითებს. ჩვენი მომავალი თაობა სკოლის მერხებს ტოვებს და ქვეყნიდან გარბის.

​🟠 ბოლო 5 წელიწადში ემიგრაციის გამო სწავლა 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა. რადიო თავისუფლება, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშზე დაყრდნობით, ავრცელებს საგანგაშო ინფორმაციას, რომ მხოლოდ 2025 წელს 3 669 ბავშვი სკოლის ნაცვლად საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად წავიდა. მონაცემები აჩვენებს, რომ 2020 წელთან შედარებით ემიგრაციაში წასული ბავშვების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი.

#ემიგრანტები #სკოლა #მოსწავლე #საქართველო #ფორიუ

დედაქალაქის ქუჩებში მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. წინააღმდეგობა არ წყდება - 493 დღეა!​📸 ფოტო: Mo Se #პროტესტი   ...
04/04/2026

დედაქალაქის ქუჩებში მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. წინააღმდეგობა არ წყდება - 493 დღეა!

​📸 ფოტო: Mo Se

#პროტესტი #საქართველო

🟠 ​უფასო სასადილოების ფულის მითვისებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. მოსამართლე მეია მელქაძემ შპს „Aladashvili & co“...
04/04/2026

🟠 ​უფასო სასადილოების ფულის მითვისებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. მოსამართლე მეია მელქაძემ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი, ხოლო ოთხ თანამზრახველს 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. აღიარებული თაღლითობის მიუხედავად, რომელიც ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე გამდიდრებას გულისხმობდა, ხუთივე პირი თავისუფლებას ფულადი გირაოს სანაცვლოდ ინარჩუნებს. სისტემა აღიარებულ დანაშაულზე, რომელიც მშიერი ხალხის ულუფას ეხებოდა, კვლავ გირაოს მექანიზმით შემოიფარგლა.

#ფორიუ #საქართველო

03/04/2026

მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა მისი მეუღლის ვიზიტს აშშ-ში და შეაფასა. მან „ქილიკად“ და შეურაცხყოფად მონათლა კრიტიკა, რომელიც მისი ცოლის გლობალურ სამიტში მონაწილეობას მოჰყვა. კაველაშვილის თქმით, ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამართულ შეხვედრაზე „დედის ინსტინქტის“ თემა ყველას მოეწონა, ოპონენტებს კი აშშ-სთან ურთიერთობის ხელის შეშლაში დასდო ბრალი.

#ყავრლაშვილი #საქართველო #ფორიუ

 #აფხაზეთისაქართველოა💰 პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს 20 მილიარდ რუბლს ჰპირდება🟠 „ახალი დონის“ ინტეგრაცია: სოხუმში მიმდინარე...
03/04/2026

#აფხაზეთისაქართველოა

💰 პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს 20 მილიარდ რუბლს ჰპირდება

🟠 „ახალი დონის“ ინტეგრაცია: სოხუმში მიმდინარე „ეკონომიკურ ფორუმზე“ სერგეი კირიენკომ პუტინის მორიგი გზავნილი წაიკითხა. კრემლის ლიდერი აფხაზეთთან ურთიერთობის „ახალ დონეზე“ აყვანასა და რეგიონის „კომფორტულ ქვეყნად“ ქცევას გეგმავს.

💬 „ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ერთმანეთს, როგორც კარგი მეზობლები, არამედ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ინტეგრაციული კავშირები ახალ დონეზე ავიყვანოთ“, — ნათქვამია პუტინის მიმართვაში.

🟠 მილიარდები სრული კონტროლისთვის: 2026–2030 წლებში რუსეთი აფხაზეთისთვის 20 მილიარდი რუბლის გამოყოფას აპირებს. ეს თანხა „შეღავათიანი სესხების“ სახით რუსული ინვესტიციებისთვის იქნება გამოყენებული, რაც რეგიონის რუსულ ეკონომიკაზე სრულ მიჯაჭვულობას ნიშნავს.

🟠 რეალობა: „მოსკოვი აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების ნაბიჯ-ნაბიჯ ანექსიას და მათ საბოლოო შთანთქმას.
#ფორიუ #პროტესტი #საქართველო

28/10/2025

როდესაც მაღალჩინოსნების მიერ წლების განმავლობაში მილიონების ბიუჯეტიდან მითვისება აღიარებულია, ამ უსამართლობის გამპროტესტებელი ადამიანები ჯერ გვცემეთ, მერე დაგვაპატიმრეთ, მერე დაგვაჯარიმეთ, წაგვართვით ევროპული მომავალ და ეს არ არის დიქტატურა ?

#ტატახვედელიანი #საქართველო

Endereço

Poti, CE

Telefone

+995557306058

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando Protest X posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com O Negócio

Envie uma mensagem para Protest X:

Compartilhar

Categoria